"ადამიანები ზოოპარკში"- ევროპის უდიდესი სირცხვილი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომამდე კონტინენტის არაერთ ქვეყანაში ნახავდით | Allnews.Ge

"ადამიანები ზოოპარკში"- ევროპის უდიდესი სირცხვილი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომამდე კონტინენტის არაერთ ქვეყანაში ნახავდით

ადამიანების ზოოპარკი (ზოოპარკი, სადაც ცხოველების ნაცვლად, ადამიანებს, ამწყვევდნენ და რთულ პირობებში ამუშავებდნენ), 1950 წლამდე ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობდა.

საფრანგეთი, ბელგია და ევროპის რამდენიმე მაღალგანვითარებული ქვეყანა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდამდე, ადამიანებს სპეციალურ გალიებში, ველურ ცხოველებთან ერთად ათავსებდნენ. ეს იყო "ადამიანთა ზოოპარკი", რომლის დათვალიერებაც შეეძლოთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს.

234f-hd-3-72dpi-1631869779-1644299051.jpg

1283-1631869872-1644299065.jpg

უფრო დიდ სირცხვილს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ 100 000-ზე მეტი ადამიანი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ამ საშინელი სანახაობის დასათვალიერებლად ჩამოდიოდა.

1870-იან წლებში ეგრეთ წოდებული "ეგზოტიკური მოსახლეობის" გამოფენები პოპულარული გახდა მთელ დასავლურ სამყაროში. მსგავსი ზოოპარკები არსებობდა პარიზში, ჰამბურგში, ლონდონში, მილანში, ასევე აშშ-ის ქალაქებში, როგორიცაა ნიუ იორკი და ჩიკაგო.

ეს ჩვენებები იმდენად წარმატებული იყო, რომ 1878 და 1889 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაში, ე.წ. "ზანგების სოფელი" (Negro Village) იყო წარმოდგენილი.

მხოლოდ 1889 წელს, მხოლოდ პარიზის "ადამიანთა ზოოპარკს" 18 000 000-მდე მნახველი ჰყავდა. საცოდავი სანახაობის მსხვერპლები ძირითადად აბორიგენები და აფრიკელები იყვნენ. ისინი ნახევრადშიშველ მდგომარეობაში ცხოვრობდენ ასეთ ზოოპარკებში.

1335-1631869837-1644299134.jpg

ზოოპარკის მცველებს და მომვლელებს შორის, მოიძებნებოდნენ შავკანიანებიც. ამ უკანასკნელებს ძალიან ხშირად უთანხმოებები ჰქონდათ, გალიაში გამომწყვდეულ შავკანიანებთან. პრივილეგიიდან გამომდინარე, ისინი საკუთარი რასის წარმომადგენლებს სასტიკად ექცეოდნენ.

2017013002081167247-1-1631869808-1644299159.jpg

1900-იან წლების დასაწყისში დიდი დაპირისპირება და პროტესტი წამოიწყეს შავკანიანებმა, თეთრკანიანების მიმართ. შავკანიანების პროტესტი მიზნად ისახავდა - "ადამიანთა ზოოპარკის" გაუქმებას. თუმცა პროტესტი უშედეგოდ დასრულდა. პირიქით სიტუაცია გართულდა, ლონდოში ათასობით შავკანიანი სასტიკად დაისაჯა.

2017013002240667247-1631869890-1644299196.jpg

მეორე მსოფლიო ომამდე, "ადამიანთა ზოოპარკები" გაუქმდა. ამ კეთილი საქმის ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი გახლდათ, ნაცისტური გერმანიის ლიდერი - ადოლფ ჰიტლერი. ჰიტლერის მკაცრი ბრძანების შემდეგ, გერმანიაში "ადამიანთა ზოოპარკები" გაუქმდა.

წყარო

myquiz