როგორ შექმნა რალფ ლორენმა მილიარდ დოლარიანი იმპერია | Allnews.Ge

როგორ შექმნა რალფ ლორენმა მილიარდ დოლარიანი იმპერია

რალფ ლორენი მოდის სამყაროში ცნობილი სახელია. მან ბრენდი ნულიდან ააშენა და სანამ მილიარდ დოლარიან იმპერიად აქცევდა, მრავალფეროვანი გზა გაიარა.

82 წლის რალფ ლორენი დღეს ამერიკელი მოდის დიზაინერი, ფილანტროპი და მილიარდერი ბიზნესმენია. ის საზოგადოებისთვის ცნობილია მრავალმილიარდიანი საწარმო Ralph Lauren Corporation-ით. მას ასევე აქვს იშვიათი მანქანების კოლექციია, რომელთაგან ზოგიერთი გამოფენილია მუზეუმის ექსპონატებში.

მისი წარმატების საიდუმლო, მისი გამბედავი და შრომისმოყვარე ხასიათია. სწორედ “თავხედურმა“ გადაწყვეტილებებმა აქცია იგი მოდის ბრენდად. რალფ ლორენი გავლენიანი ადამიანია მოდის ინდუსტრიაში, მას აქვს მრავალი მილიარდი დოლარის მოდის იმპერია, რომელიც ნულიდან დაიწყო და თავისი შრომით ავიდა მწვერვალზე.

edyhuww-1643981062-1644222578.jpg

მილიარდერის ადრეული ცხოვრება

რალფ ლორენი ბრონქსში, 1939 წლის ოქტომბერში ებრაელი ემიგრანტების ფრანკ და ფრიდა ლიპშიცების ოჯახში დაიბადა. ოჯახში ოთხი და-ძმა ცხოვრობდა.

თავდაპირველად რალფი კინო სამყაროთი იყო გატაცებული. თინეიჯერობის პერიოდში მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებასაც ცდილობდა. მას თანატოლები აბულინგებდნენ, რის გამოც ახალგაზრდა რალფმა გადაწყვიტა, მის სახელად მხოლოდ ლორენი დაეტოვებინა.

23 წლის ლორენი 1962 წელს ჯარში წავიდა, სადაც 1964 წლამდე მსახურობდა. ამის შემდეგ რალფმა Brooks Brothers-ში კლერკად დაიწყო მუშაობა. შემდეგ კი Beau Brummel-ში გადავიდა, სადაც კომპანიის პრეზიდენტი დაარწმუნა, თავისი კავშირებით ხაზის განვითარებაში დახმარებას დასთანხმებოდა.

re83u8ww-1643981086-1644222603.jpg

Ralph Lauren-ის, როგორც ბრენდის აღზევება

პოლოს მატჩის პირველად ყურებამ ლორენის სამეწარმეო სულისკვეთება აანთო. მას გაუჩნდა იდეა, რომ შეექმნა მაღალი დონის, ელეგანტური ბრენდი, რომელიც საბოლოოდ Polo Ralph Lauren გახდა.

მისი პრეცედენტი ისტორიაში პირველია, რადგან ლორენმა ისე გადაწყვიტა საკუთარი მოდის ბრენდის დაარსება, რომ მას იმ მომენტში მხოლოდ სკოლის ატესტატი ჰქონდა. ეს იმ დროისთვის ძალიან სარისკო ნაბიჯი იყო.

რალფმა შექმნა ფერადი ჰალსტუხების ფართო სპექტრი. რადიკალურმა მიდგომამ ბევრი მომხმარებელი მიიზიდა. სულ რაღაც ერთ წელიწადში მან 500 000 დოლარის ღირებულების ტანსაცმელი გაყიდა.

მიუხედავად სწრაფი წარმატებისა, ლორენი სტაბილურად აფართოებდა თავის კომპანიას. იგი მიჰყვა მარტივი დიზაინის იდეებს, წარმოაჩინა ტანსაცმელი, რომლის ჩაცმაც სურდა. 1997 წელს რალფ ლორენი კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა. განაგრძეთ კითხვა