47 წლის ვიქტორია ბექჰემის მოხდენილობის საიდუმლო და კომპლექსები, რომელთა გამოც ქირურგებს მიმართა | Allnews.Ge

47 წლის ვიქტორია ბექჰემის მოხდენილობის საიდუმლო და კომპლექსები, რომელთა გამოც ქირურგებს მიმართა

არადა, ვიქტორიას ქმარი, ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, შესანიშნავი კულინარი ყოფილა. თუმცა ვიქტორია არაფერს მიირთმევს საყვარელი ქმრის მომზადებული კერძებიდან და მრავალი წელია, ერთ დროს საყვარელ პროდუქტებზე უარი თქვა, ფორმის შესანარჩუნებლად.

ყოფილი მომღერალი და აწ უკვე დიზაინერი, 4 შვილის დედა ვიქტორია სულ მალე 48 წლის გახდება, თუმცა უკვე ბევრი წელია, ყოველთვის ფორმაშია, სულ კარგად გამოიყურება და გემოვნებიანი ქალების სიაშიც მუდმივად ხვდება. გარდა ამისა, კარგი ცოლი და კარგი დედაა, რის გამოც მშობლიურ ინგლისში ძალიან უყვართ და ბევრი ქალის იდეალია.

6818906401597772928-1643949953.jpg

როგორც თავად ამბობს, ფორმის -0:06 შესანარჩუნებლად საკმაო მსხვერპლს იღებს. ყოველდღე 6 საათზე დგება და მიდის სპორტდარბაზში, ვარჯიშობს. მერე სახლისა და სამსახურის საქმეებით არის დაკავებული და დღისით ისევ ვარჯიშობს - უფრო დიდი ძალისხმევით. შემდეგ მოდის აუზის დრო ან იოგის, ან კიდევ დარბის რამდენიმე კილომეტრს. გარდა ამისა, დიდ ყურადღებას უთმობს კვებას.

3403-victoria-beckham-y-su-coleccion-de-vaqueros-dvb-1617817862-1643949974.jpeg

25 წელია, ერთსა და იმავე კერძს მიირთმევს ვახშმად - ორთქლზე მომზადებულ თევზს ბოსტნეულით. როგორც მისი ქმარი ამბობს, ეს დიეტა მხოლოდ მეოთხე ორსულობის დაარღვია, სხვა შემთხვევებში კი არასოდეს არღვევს და არც პიცა, არც ჰამბურგერი და არც რაიმე სხვა არ აცდუნებს.

ვიქტორია ამბობს, რომ უკვე ბევრი წელია, სიამოვნებას არ გვრის კვება და საკვები მიაჩნია მხოლოდ ენერგიის წყაროდ, რომელიც ძალას მატებს.

04805951643801616-1643949997.jpg

ვიქტორია საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მამა ინჟინერი იყო და საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. თუმცა ჩვეულებრივ სკოლაში დადიოდა, სადაც გამუდმებით დასცინოდნენ თანაკლასელები. იხსენებს ხოლმე, რომ ბავშვები პარავდნენ ნივთებს, რომლებსაც მერე გუბეებში პოულობდა. გარეგნობის გამოც აკრიტიკებდნენ. მოზარდობისას, მისივე თქმით, პუტკუნა იყო და სახეზეც გამონაყარი ჰქონდა, რის გამოც კომპლექსები დაეწყო. განაგრძეთ კითხვა