გზა სანტექნიკოსობიდან საბრძოლო ხელოვნების მეფობამდე- სპორტსმენი, რომელიც შემწეობას წლები იღებდა, დღეს კი მილიონერია | Allnews.Ge

გზა სანტექნიკოსობიდან საბრძოლო ხელოვნების მეფობამდე- სპორტსმენი, რომელიც შემწეობას წლები იღებდა, დღეს კი მილიონერია

UFC-ს ცნობილი ირლანდიელი მოკრივე კონორ მაკგრეგორი - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახლავთ. 33 წლის სპორტის საბრძოლო სახეობების "მეფედ" აღიარებული მოკრივე დღეს უკვე პრინცივით ცხოვრობს. მაკგრეგორს ადამიანების უმრავლესობა აღმერთებს, თუმცა ასე ყოველთვის არ ყოფილა.

შერეული ორთაბრძოლების (MMA) ირლანდიელი მებრძოლი დუბლინის გარეუბანში, მუშათა კლასის ოჯახში გაიზარდა და ჭუჭყიანი, სპორტული დარბაზებიდან და სანტექნიკოსის თანაშემწეობიდან მსოფლიო პოპულარობამდე მას საკმაოდ გრძელი და წინააღმდეგობებით აღსავსე გზის გავლა დასჭირდა.

gettyimages-1230728115-1624264218-1643873670.jpg

კონორ მაკგრეგორი 1988 წლის 14 ივლისს, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დაიბადა. როგორც მისი მშობლები, ტონი და მარგარეტი ამტკიცებენ პატარა შეკრული მუშტებით დაბადებულა.

dimq7dtwaaaqwk5-1624263651-1643873695.jpg

მაკგრეგორმა სიყმაწვილე დუბლინის გარეუბანში, კრამლინში გაატარა. ბავშვობიდან ის სპორტით, კერძოდ კი, ფეხბურთით იყო გატაცებული, შერეული საბრძოლო ხელოვნების მომავალი ვარსკვლავი, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულმხურვალე გულშემატკივარი გახლდათ, თავად კი "ლუდერს სელტიკის" შემადგენლობაში თამაშობდა. მაკგრეგორი ძირითადად, კრამლინის კრივის კლუბში ვარჯიშობდა, სადაც მალევე შერეული საბრძოლო ხელოვნებითაც დაინტერესდა.

download-1643873759.jpg

დუბლინში მან ჯონ კავანა გაიცნო, რომელიც საბოლოოდ, მისი მწვრთნელი გახდა. სავარჯიშო დარბაზი, სადაც მაკგრეგორი დადიოდა კავანას ეკუთვნოდა, სწორედ იქ სცემა მან სპარინგის დროს მის ორ საუკეთესო მებრძოლსაც. კავანამ სწორედ ამ შეხვედრისას ჩამოართვა კონორს პირობა რომ ის დარბაზში ივარჯიშებდა, და მის მიღმა ქუჩურ ბრძოლებს არ მოაწყობდა.

სანტექნიკოსად მუშაობა მაკგრეგორს იმის საშუალებას აძლევდა რომ მას გადასახადები გადაეხადა და მშიერი არ ყოფილიყო. ისეც ხდებოდა რომ 12 საათიან ცვლაში მუშაობის შემდეგ ის პირდაპირ დარბაზში მიდიოდა, სადაც საათობით ვარჯიშობდა. სწორედ ამ დროს დაიწყო მან თავის მომავალ მეუღლესთან, დი დევლინთან შეხვედრა.

mcgregoryoung-1624263852-1643873797.jpg

conor-mcgregor-old-school-1624263958-1643873814.png

როდესაც მან სამუშაოს თავი დაანება, რათა მთლიანად ვარჯიშზე ყოფილიყო კონცენტრირებული, მშობლები მისი ამ გადაწყვეტილებით იმდენად უკმაყოფილო დარჩნენ რომ მამასთან მას ლამის ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოუვიდა. "შენ კიდევ ინანებ, როდესაც მილიონერი გავხდები, - წამოიძახა მაშინ კონორმა.

მიუხედავად ყველაფრისა, მაკგრეგორი თავის ფესვებს არასდროს ივიწყებდა, სანამ ის ლას ვეგასში მეივეზერის ბრძოლისთვის მოსამზადებლად ირლანდიას დატოვებდა, ტრევორ სუინმა მას საჩუქრად მებრძოლის ლოგოიანი ჭადრაკის ნაკრები გადასცა, რომლის შესაქმნელადაც ის ექვსი თვის განმავლობაში შრომობდა.

2021061920334686669-1624264035-1643873857.png

სუინმა განმარტა, რომ ჭადრაკის ნაკრები სიმბოლურად წარმოადგენდა მაკგრეგორის გზას სანტექნიკოსობიდან რინგის მეფობამდე, მისი თქმით, ეს გზა დაიწყო სწორედ იმ მომენტში, როდესაც კონორმა მტკიცედ გადაწყვიტა საქმისთვის ხელი პროფესიონალურად მოეკიდა.

2008 წლის მარტში მაკგრეგორმა პირველად იასპარეზა როგორც შერეული საბრძოლო ხელოვნების მოკრივემ, დაამარცხა რა გარი მორისი მეორე ტურში. მან კიდევ ექვსი ბრძოლა გამართა, საიდანაც ორში დამარცხდა, სანამ გამარჯვებების დაუმარცხებელი სერია დაეწყებოდა, რამაც ცნობილ ირლანდიელს მსოფლიო პოპულარობა და აღიარება მოუტანა.

tnj5p6agqgxuetiwpo6egvatfu-1624264104-1643873900.jpg

კარიერის დასაწყისში, 16 წლის მაკგრეგორი შემთხვევით შეხვდა შერეული საბრძოლო ხელოვნების ოსტატს ჩაკ ლიდელს.

პირველი ექვსი საცდელი ორთაბრძოლის შემდეგ, კონორმა მომდევნო რვა პირველ და მეორე რაუნდებში მოიგო და "Cage Warriors"- ის ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაში გახდა. მალე ის UFC -ის პირველ ბრძოლაშიც მიიწვიეს.

maxresdefault-1643874009.jpg

2013 წლის 6 აპრილს UFC-ისთვის მაკგრეგორის დებიუტი მარკუს ბრიმეჯთან შედგა, რომელიც მან პირველივე ტურში ნოკაუტში ჩააგდო. სწორედ იმ ჩხუბის ფოტო იქცა პირველ პუბლიკაციად კონორის ახლა უკვე ცნობილ ინსტაგრამ ექაუნთზე.

მაკგრეგორმა საკუთარ იახტას, რომელიც მან 3 მილიონ დოლარად შეიძინა "188" დაარქვა - ეს იყო შემწეობის ის თანხა, რასაც მომავალი ვარსკვლავი სახელმწიფოსგან ყოველკვირეულად იღებდა.

2021061920471386669-1-1643874044.png

UFC- ის პრეზიდენტი დენი უაითი ახალბედა მოკრივის ორთაბრძოლით აღფრთოვანებული იყო. "ეს მისი პირველი ბრძოლაა UFC- ში. ის ოქტაგონზე შევიდა და ისე დაიწყო ცემა, თითქოს მისი მეასე ყოფილიყოს".

2015 წლის 12 დეკემბერს მაკგრეგორმა მე -13 წამზე ბრაზილიელი ჟოზე ალდუ ნოკაუტში ჩააგდო. ეს იყო UFC - ის ტიტულის ბრძოლების ისტორიაში ყველაზე სწრაფი მოგება.

2021061921064486669-1643874102.png

კონორი მსუბუქ წონით კატეგორიაში ჩემპიონობისთვის სერიოზულად იყო განწყობილი, რაფაელ დუს ანჟუსთან ბრძოლა ჯერ კიდევ მარტში დაიგეგმა, თუმცა ბრაზილიელი იძულებული გახდა ტრავმის გამო ამ შეხვედრაზე უარი ეთქვა. მის ნაცვლად UFC 196 -ის ტურნირზე ნეიტ დიასი გავიდა.

დიასი საშუალო წონით კატეგორიაში ვარჯიშობდა, ხოლო მაკგრეგორმა წონის მომატება გადაწყვიტა, ფიქრობდა რა რომ 2 კვირაში მასთან შესახვედრად სრულ მზადყოფნაში იქნებოდა.

gettyimages-1298059591-1643874160.jpg

თუმცა, დიასმა ბრძოლა მეორე რაუნდში მოიგო. ეს გახლდათ მაკგრეგორის ერთადერთი მარცხი UFC- ის კარიერაში. განაგრძეთ კითხვა