32 წლის ბიჭი, რომელიც ხევსურეთში მუდმივად საცხოვრებლად დაბრუნდა - "ამ გაჭირვებაში კაცმა ქალაქში რა უნდა აკეთოს! ხალხი აუცილებლად დაბრუნდება უკან" | Allnews.Ge

32 წლის ბიჭი, რომელიც ხევსურეთში მუდმივად საცხოვრებლად დაბრუნდა - "ამ გაჭირვებაში კაცმა ქალაქში რა უნდა აკეთოს! ხალხი აუცილებლად დაბრუნდება უკან"

ალბათ ბევრ ჩვენგანს სმენია მუდმივი ჩივილი ცხოვრების გართულებაზე, შესაძლოა, თავადაც დამძიმებულა უიმედო ფიქრებით, არადა, ცხოვრებას წუწუნი კი არ ცვლის, არამედ ადამიანები, რომლებსაც აზრად არ მოუვათ, რომ რამის შეცვლა შეუძლებელია და ცვლიან კიდეც.

32 წლის ტარიელ გოგოჭური ხევსურეთში, სოფელ ჭორმეშავში დაბრუნდა მუდმივად საცხოვრებლად. ჯერჯერობით სრულიად მარტო ცვლის ცხოვრებას, არა მხოლოდ თავისას, არამედ სხვებისასაც და დარწმუნებული ვარ, ცოტა ხნის შემდეგ იმ ხევსურებზეც დავწერ, რომლებიც ტარიელ გოგოჭურის დაბრუნებამ სოფელში დააბრუნა. დავინტერესდი, ბევრი იყოყმანა თუ არა მან სოფელში დაბრუნებამდე.

didebani-village-1643696126.jpg

- ამაზე რომ გიპასუხოთ, ჯერ ის უნდა გითხრათ, რამხელა დარდით წამოვედი ჩემი სოფლიდან, რამხელა ტკივილი მიმყვებოდა, როდესაც იმ ადგილებს ვტოვებდი, რომელთა გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა, მით უფრო, რომ სოფელში შერჩენილი ერთადერთი ოჯახი ვიყავით.

2004 წელს უდიდესი ტკივილი გადავიტანეთ ჩემი უფროსი ძმის ტრაგიკულად დაღუპვით, რის შემდეგაც ავიკრიფეთ და სხვებივით წავედით ქალაქში საცხოვრებლად. ვაზიანში დავსახლდით. მოგვიანებით სოფელს ზაფხულობით ვუბრუნდებოდით და შემოდგომაზე უკან მოვდიოდით.

რა თქმა უნდა, ყოველ შემოდგომაზე კვლავ ის სიმძიმე მომყვებოდა, სოფლიდან წასვლისას რომ განვიცადე. ეს ამბები ასეთი მარტივი არ არის. შენს ბავშვობასთან, მამა-პაპათა ბილიკებთან გამოთხოვება ადვილი როდია! ეს ტკივილი მუდამ სულში გიტრიალებს. ჰოდა, პანდემია, თავისუფლებისთვის შექმნილი ადამიანის ოთხ კედელში გამოკეტვა აღმოჩნდა ბიძგი, რომელმაც საბოლოოდ მათქმევინა,

მორჩა, უნდა ავიკრიფო და სოფელში სამუდამოდ დავბრუნდე-მეთქი. თავიდან დავიწყე ყველაფერი. მე და ჩემმა ძმამ წლობით მიტოვებისგან ფუძემორყეული სახლი გავამაგრეთ და ახალი ბოსელიც ავაშენეთ საკუთარი ხელითა და ადგილობრივი მასალით.

gogowuxi-5-1642160161-1643696180.jpg

- გზა, წყალი, ელექტროენერგია? ეს ყველაფერი ხომ მიტოვებულ სოფელში აღარ დაგხვდებოდათ...

- წყალს ხევსურეთში რა გამოლევს, გზა კი სოფელში მხოლოდ ახლა კი არა, ათეული წლების წინაც არ იყო, მხოლოდ სამარხილო, საურმო ბილიკი გვქონდა, რომელიც უკვე დაფერდებული დამხვდა, ამიტომ დუშეთის მერიაში ჩავედი, ჩემს სოფელში უნდა ვიცხოვრო, თუ გზა არ მექნება, ძალიან გამიჭირდება-მეთქი. ისინიც მომყვნენ, ტექნიკა გამოგზავნეს და სოფლამდე გზა გამოიყვანეს.

maxresdefault-1643696196.jpg

- სიმართლე გითხრათ, მიკვირს - როგორც წესი, ხელისუფლების ორგანოებს მსგავსი საკითხების გადასაჭრელად წლობით უნდა ელოდო. როგორც ჩანს, ისინიც დაფიქრდნენ, რა სასიცოცხლო მისია აკისრია სოფელში თქვენს დაბრუნებას.

- ისეთი არაფერი მომითხოვია, რაც სოფელს არ ეკუთვნოდა და უარი რატომ უნდა ეთქვათ? მაგრამ შუქზე აღარავისაც აღარ დაველოდე და საკუთარი ხელით გადმოვჭიმე ელექტრობოძიდან კაბელი, რომ რაც შეიძლება სწრაფად დამეკანონებინა. პირუტყვი საძოვარზე გავუშვი, შინ დაბრუნებული ბოსელში შევრეკე და ყველიც ამოვიყვანეთ. ძროხებს ჯერ დედა წველიდა, ყველიც მას ამოჰყავდა, მე მხოლოდ ვეშველებოდი, მაგრამ სოფელში დაბრუნებიდან მალევე ხანში შესული დედ-მამა თითქმის ერთად დამეხოცა და ყველაფერი მე ავიღე საკუთარ თავზე. განაგრძეთ კითხვა

myquiz