როგორ სახლში ცხოვრობს სკარლეტ იოჰანსონი
ჰოლივუდის ბორცვები კალიფორნიაში ყველაზე პრესტიჟულ რაიონად ითვლება, რადგან აქ ბევრი ცნობილი ადამიანი ცხოვრობს. ცნობილთა სიაში სედის სკარლეტ იოჰანსონიც, რომელმაც სწორედ აქ, ბორცვზე შეიძინა საუცხოო სახლი, რომელშიც 3,9 მლნ. დოლარი გადაიხადა.
სახლის საერთო ფართი 3500 კვ.მ-ია. მსახიობი აქ ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ბოლო დროს გადაწყვიტა, გაეყიდა სახლი და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადასულიყო.
ამ ულამაზესი ორსართულიანი სახლის მთავარი ღირსება დიდი აუზია 8-კაციან სპა ზონასთან ერთად.
სახლში სულ 4 საძინებელია, 4 სტუმრის ოთახი, 2 აბაზანა. მთელ სახლში ხის იატაკია. დიდ მისაღებში ულამაზესი ბუხარია, ერთ-ერთი საძინებლის ფანჯრიდან კი ცნობილი წარწერა, ჰოლივუდი მოჩანს. ესეც ამ სახლის ერთ-ერთი ხიბლია.