10 უმდიდრესი ბლოგერი მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად მილიონებს გამოიმუშავებს
ბლოგინგი შესაძლოა, ადამიანები უმეტესობისთვის სახალისო და დასასვენებელ აქტივობად აღიქმებოდეს. პოპულარული ბლოგერისგან მკითხველი ელის ხარისხს და საინტერესო შინაარსს.
დღეს მსოფლიოში ბევრი ცნობილი ბლოგერი არსებობს, თუმცა მათგან ცოტამ თუ შეძლო ეს საქმიანობა შემოსავლის მსუყე წყაროდ ექციათ. რამდენიმე წარმატებული ბლოგერი დღეს მილიონებს გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ ბლოგინგი მიმზიდველ კარიერად გამოიყურება, მას შრომა და თავდადება სჭირდება.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს უმდიდრეს 10 ბლოგერს, რომლებიც ყველა ჩამოთვლილი თვისების გამო, დღეს წარმატების მწვერვალზე არიან:
10. არიანა ჰაფინგტონი
არიანა ჰაფინგტონი The Huffington Post-ის თანადამფუძნებელია. 2021 წელს ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბლოგერი გახდა. მან პოპულარობა 2005 წელს მოიპოვა, მსოფლიო აღიარება კი 2011 წელს, როდესაც სრულფასოვანი მედია იმპერია ააშენა. გვერდის ძირითადი შემოსავალი არის დაფინანსებული რეკლამები და ბანერები. მისი ქონება დაახლოებით 250 მილიონი დოლარია.
9. ტიმ საიკსი
კიდევ ერთი სახელია ტიმ საიკსი, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ბლოგერების სიაში ჩნდება. მან ფული DVD კურსების გაყიდვით გამოიმუშავა, რომლებიც ადამიანებს ასწავლიან თუ როგორ ივაჭრონ აქციებით. გარდა ამისა, მას ჰყავს 1.2 მილიონზე მეტი მიმდევარი სოციალურ მედიაში, რითიც ცალკე ყოველთვიურ სოლიდურ შემოსავალს იღებს. ტიმმა 2007 წელს დააარსა ვებ-გვერდი TimothySkykes.com. თავისი ბლოგებიდან ის ყოველწლიურად დაახლოებით 120 მილიონ დოლარს შოულობს.
8. პიტერ როხასი
პიტერ როხასი ბლოგების ინდუსტრიაში 2004 წლიდან ჩანს. იგი არის Engadget ვებ-საიტის დამფუძნებელი. ფულის უმეტეს ნაწილს პირდაპირი რეკლამებიდან გამოიმუშავებს. მის ვებ-გვერდზე განთავსებულია გასართობი თამაშები და აქტივობები, აპარატურის მიმოხილვები და ტექნოლოგიური პროდუქტები.
7. პერეზს ჰილტონი
პერეზ ჰილტონი ცნობილი ბლოერი და მედია სახეა. მისი “ჭორიკანა“ ბლოგი Perez Hilton შოუბიზნესის ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელია. ჰილტონმა დაწერა ისტორიები ისეთ ვარსკვლავებზე, როგორიცაა ლედი გაგა, ჯონი დეპი და მაილი საირუსი და ა.შ. მისი ქონება 41,3 მილიონი დოლარია.