"ფაქტი, რომ სერიალი გამოგონილია, არ იცავს Netflix-ს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობისგან"- გაფრინდაშვილის საქმეზე მოსამართლემ Netflix-ის არგუმენტაცია არ გაიზიარა | Allnews.Ge

"ფაქტი, რომ სერიალი გამოგონილია, არ იცავს Netflix-ს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობისგან"- გაფრინდაშვილის საქმეზე მოსამართლემ Netflix-ის არგუმენტაცია არ გაიზიარა

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილი სარჩელის გაუქმებასთან დაკავშირებით

კალიფორნიის სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა გაეუქმებინათ ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილი სარჩელი, - ინფორმაციას მედია ავრცელებს.

Netflix-ი სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდა, რადგან ამტკიცებდა, რომ სერიალი არის მხატვრული ნაწარმოები და მის შემქმნელებს კანონი ფართო მხატვრული ლიცენზიას ანიჭებს. თუმცა, აშშ-ის კალიფორნიის შტატის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვირჯინია ფილიპსი ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა.

”ის ფაქტი, რომ სერიალი გამოგონილია, არ იცავს Netflix-ს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობისგან,“- ნათქვამია მოსამართლის გადაწყვეტილებაში.

ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი გასული წლის სექტემბერში შეიტანა. მათივე ცნობით, საქმე ეხება სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ გაჟღერებულ ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია. გაფრინდაშვილის უფლებადამცველის ინფორმაციით, ქართველი მოჭადრაკე ამერიკული კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს მოითხოვს.