საინტერესო და უცნაური ფაქტები ხორცპროდუქტების შესახებ | Allnews.Ge

საინტერესო და უცნაური ფაქტები ხორცპროდუქტების შესახებ

ათასწლეულების მანძილზე ხორცი კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პროდუქტად ითვლება. ამ ჯანსაღი პროდუქტისგან ბევრი გემრიელი კერძის მომზადება შეგიძლიათ. გიზიარებთ 10 საინტერესო ფაქტს, რომლებიც ხორცის შესახებ, ვფიქრობთ, არ გეცოდინებათ.

1. „პეპერონი“ - ამერიკული გამოგონებაა და არა იტალიური. იტალიაში სიტყვა „პეპერონი“ ბულგარულ წიწაკას ნიშნავს. ამიტომ იტალიური „სალიამი პეპერონი“ ფაქტობრივად არ არსებობს.

fit-1377-777-1643273873.jpg

2. გერმანიაში, ქალაქ რეგენსბურგში არის რესტორანი, რომელიც უკვე მუშაობის 900 წელს ითვლის. მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი ძეხვებს ყიდიან. შეიძლება ჩაითვალოს, რომ რესტორანი Garkueche auf dem Kranchen არსებობდა ჯერ კიდევ მანამ, სანამ ინკები გამოჩნდებოდნენ.

1-1643273908.jpg

3. გერმანიაში არსებობს ძეხვის მუზეუმი - Deutsche Bratwurst museum. მუზეუმი ყველაზე პოპულარულ ნაციონალურ კერძს - ტრადიციულ გერმანულ ძეხვს ეძღვნება. მუზეუმი ვაშენბურგის მუნიციპალიტეტში, ჰოლცჰაუზენის დასახლებაში მდებარეობს. ის 2006 წლის 28 მაისს გაიხსნა და გერმანული ძეხვეულის დამზადების ტრადიციას უჩვენებს დამთვალიერებელს.

4. პირველი საჭმელი, რომელიც მთვარეზე მიირთვეს, შემწვარი ბეკონი იყო. სწორედ ასეთი ვახშამი ჰქონდათ ლეგენდარულ კოსმონავტებს - ნილ არმსტრონგსა და ბაზ ოლდრინს.

2-1643273933.jpg

5. ბუტერბროდს სენდვიჩი ბრიტანელი გრაფ სენდვიჩის პატივსაცემად ეწოდა. გრაფი ცნობილი ბანქოს მოთამაშე იყო, რომელმაც მოიფიქრა, ხორცის ორი ნაჭერი პურის შუაში მოეთავსებინა, რათა კარტის თამაშის დროს ხელები არ დასვროდა.

განაგრძეთ კითხვა