რომელი ხილი ამცირებს ბუნებრივად სისხლში ქოლესტერინის დონეს | Allnews.Ge

რომელი ხილი ამცირებს ბუნებრივად სისხლში ქოლესტერინის დონეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორმა, ექიმმა-დიეტოლოგმა ჩჯოაპინა ლიმ დაასახელა ხილი,რომელიც გვეხმარება სისხლში ქოლესტერინის დონის ბუნებრივად შემცირებაში.

პირველ რიგში ქოლესტერინის დონის დაქვეითებას ხელს უწყობს მსხალი და ვაშლი. ისინი ნაკლებ კალორიებს შეიცავენ და არ შეიცავენ ცხიმებსა და ნატრიუმს. მათი მირთმევისას მიღებული უჯრედისი იცავს გულს სისხლის წნევის ნორმალიზაციის წყალობით.

ავოკადო ასევე ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის: მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ყოველდღიურად ერთი ავოკადოს მირთმევისას, სტაბილურდება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე.

ყურძენი დადებითად მოქმედებს ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიებზე.

ამას გარდა ძალიან სასარგებლოა საზამთრო, რომელიც შეიცავს ადამიანის ორგანიზმში აზოტის ოქსიდის დონის ამწევ ციტრულინს და ამინომჟავებს.

myquiz