დღიური დადებითობის მაჩვენებელი - 22,65% - რაზე მეტყველებს ეს მონაცემები | Allnews.Ge

დღიური დადებითობის მაჩვენებელი - 22,65% - რაზე მეტყველებს ეს მონაცემები

ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 7 947-ია.

გარდაცვლილია 31

24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 35 082, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 20 608, PCR ტესტით - 14 474

დადებითობის მაჩვენებელი:

დღიური - 22,65%,

ბოლო 14 დღის - 13,08%,

ბოლო 7 დღის - 16,61%

სულ აცრილია - 2 658 343,

დღიურად აცრილია - 1 550

სტაციონარში მკურნალობს - 4 618

დადებითობის მაჩვენებელი - ეს არის ჩატარებული ტესტებიდან დადებითი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი. ასეთ მაღალ ციფრებზე ეს მაჩვენებელი არასოდეს ყოფილა. ეს ვირუსის სწრაფ გავრცელებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. თუმცა სიკვდილობისა და სტაციონარში მყოფთა რაოდენობის ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ გართულებული შემთხვევები გაცილებით ცოტაა პროცენტულად.

ეს მონაცემები კეთილსაიმედოა პანდემიის დასრულების პროგნოზისათვის.