გიორგი ელიავას 130 წლის იუბილე- ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი | Allnews.Ge

გიორგი ელიავას 130 წლის იუბილე- ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი

გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის წარ­მა­ტე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის და­არ­სე­ბი­დან 100 წელი სრულ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბევ­რი სმე­ნია. ინ­სტი­ტუ­ტში ამ­ჟა­მა­დაც მრა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ხით გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­გორც და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის, ასე­ვე სა­დი­აგ­ნოს­ტი­კოდ. ინ­სტი­ტუ­ტი აგ­რძე­ლებს დიდი მეც­ნი­ე­რის გი­ორ­გი ელი­ა­ვას ტრა­დი­ცი­ებს, თა­ნამ­შრომ­ლობს უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან, ატა­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებს, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა აღ­ზრდა­ში.

2023 წელს თბი­ლის­ში და­გეგ­მი­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­წყო­ბა "მიკ­რობ­თა ვირუ­სე­ბი-2022“ (Viruses of microbes-2022). ამ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე 500-მდე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მეც­ნი­ე­რი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გი­ორ­გი ელი­ა­ვას ინ­სტი­ტუ­ტის თა­ოს­ნო­ბით შექ­მნილ ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრში ყო­ველ­წლი­უ­რად ასო­ბით უცხო­ელ პა­ცი­ენტს უწე­ვენ მკურ­ნა­ლო­ბას და ამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი მუდ­მი­ვად ქვეყ­ნდე­ბა მა­ღალ-რე­ი­ტინ­გულ სა­მეც­ნი­ე­რო და სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნა­ლებ­ში.

institutiiiiiiiiiiiiiiiiiiiii-1643181835.jpg

გი­ორ­გი ელი­ა­ვა - დიდი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი

გი­ორ­გი ელი­ა­ვა 1892 წლის 26 იან­ვარს, სა­ჩხე­რე­ში და­ი­ბა­და. გი­ორ­გის მამა - გრი­გოლ ელი­ა­ვა ცნო­ბი­ლი ექი­მი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე იყო, ასე­ვე გახ­ლდათ ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი. გი­ორ­გის დედა - მა­რი­ამ ნა­კა­ში­ძე გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და მე­ტად სათ­ნო პი­როვ­ნე­ბა იყო.

მო­მა­ვალ­მა მეც­ნი­ერ­მა გი­ორ­გი ელი­ა­ვამ სიყ­მაწ­ვი­ლის წლე­ბი ბა­თუმ­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც მისი მშობ­ლე­ბი სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვიდ­ნენ. პა­ტა­რა გი­ორ­გი გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ლი­ტე­რა­ტუ­რით, მუ­სი­კით, სპორ­ტით, ბევ­რს კი­თხუ­ლობ­და და ემ­ზა­დე­ბო­და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბის­თვის. 1907 წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა ბა­თუ­მის გიმ­ნა­ზია და ორი წლის შემ­დეგ შე­ვი­და ოდე­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე. სტუ­დენ­ტურ მოძ­რა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, 1910 წელს გი­ორ­გი ელი­ა­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­რი­ცხეს "მგლის ბი­ლე­თით“ და 3 თვით სა­პყრო­ბი­ლე­ში გა­მო­კე­ტეს, შემ­დეგ კი პო­ლი­ცი­ის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ სამ­შობ­ლო­ში გა­ა­სახ­ლეს.

1912 წელს, ის ჟე­ნე­ვა­ში გა­ემ­გზავ­რა და სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე თა­ვი­სუ­ფალ მსმე­ნე­ლად და­რე­გის­ტრირ­და, მო­მა­ვა­ლი მეც­ნი­ე­რი დიდი ინ­ტე­რე­სით ის­მენ­და პრო­ფე­სორ ჰანს კრის­ტი­ან გრა­მის ლექ­ცი­ებს ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ის სა­კი­თხებ­ზე. რო­დე­საც პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი და­ი­წყო, ის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა ჟე­ნე­ვა­ში გამ­გზავ­რე­ბა.

copy-of-eliava-7-1643181878.jpg

1916 წელს, მან წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა ტრა­პი­ზო­ნის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას. 1917 წელს იგი დაბ­რუნ­და თბი­ლის­ში, სა­დაც გა­ნა­გებ­და ქა­ლაქთა კავ­ში­რის ცენ­ტრა­ლურ ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას, რომ­ლის ბა­ზა­ზე, ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მი­სი­ვე თა­ოს­ნო­ბით, და­არ­სდა პირ­ვე­ლი ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია.

1919-1921 წლებ­ში გი­ორ­გი ელი­ა­ვა მუ­შა­ობ­და პა­რიზ­ში, პას­ტე­რის ინ­სტი­ტუ­ტში, სა­დაც იმ­ხა­ნად მოღ­ვა­წე­ობ­დნენ მთელ მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი სწავ­ლუ­ლე­ბი: ემილ რუ, შარლ ნი­კო­ლი, ალ­ბერ კალ­მე­ტი და მათ­თან ერ­თად მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ობ­და ფე­ლიქს დე­რე­ლი.

ამ თვალ­სა­ჩი­ნო მიკ­რო­ბი­ო­ლო­გებ­თან ყო­ველ­დღი­ურ­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ და ერ­თობ­ლივ­მა მუ­შა­ო­ბამ უდი­დე­სი გავ­ლე­ნა იქო­ნია ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, მისი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და მე­გობ­რო­ბა ფე­ლიქს დე­რელ­თან, რო­მე­ლიც იკ­ვლევ­და დი­ზენ­ტე­რი­ის ეტი­ო­ლო­გი­ა­სა და პა­თო­გე­ნეზს, მან შე­ამ­ჩნია გა­მო­ყო­ფი­ლი კულ­ტუ­რის ლი­ზი­სი - დაშ­ლა, ასე აღ­მო­ა­ჩი­ნა "აგენ­ტი,“ რო­მე­ლიც ბაქ­ტე­რი­ებს შლის და მას დე­რელ­მა ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი - "მიკ­რობ­თა შთამ­ნთქმე­ლი“ უწო­და.

copy-of-eliava-1-1643181909.jpg

გი­ორ­გი ელი­ა­ვამ, ჯერ კი­დევ პა­რიზ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე, თბი­ლი­სის ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბის დროს , ფე­ლიქს დე­რე­ლის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, ბაქ­ტე­რი­ო­ფაგ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა სპე­ცი­ფი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა - ლი­ზი­ნი, ელი­ა­ვა ფა­გის ცო­ცხალ ორ­გა­ნიზ­მად აღი­ა­რე­ბის მომ­ხრე იყო. ეს ხდე­ბო­და მა­შინ, რო­დე­საც ელექტრო­ნუ­ლი მიკ­როს­კო­პი ჯერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ იყო. დე­რე­ლი და ელი­ა­ვა ამ თე­ო­რი­ით ბევ­რად წინ უს­წრებ­დნენ თა­ნა­მედ­რო­ვე­ებს.

პას­ტე­რის ინ­სტი­ტუ­ტში ყოფ­ნი­სას, ელი­ა­ვას სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა გა­ე­მე­ო­რე­ბი­ნა და და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა დე­რე­ლის კვლე­ვე­ბის სის­წო­რე, რაც შემ­დგომ­ში სა­ფუძ­ვლად და­ე­დო მათ ხან­გრძლივ და მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

1921 წელს გი­ორ­გი ელი­ა­ვა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. პა­რი­ზი­დან მან თბი­ლის­ში ჩა­მო­ი­ტა­ნა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის აღ­ჭურ­ვის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი აპა­რა­ტუ­რა პას­ტე­რის ინ­სტი­ტუტ­მა თა­ვის ნი­ჭი­ერ თა­ნამ­შრო­მელს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა, მისი მეც­ნი­ე­რუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის აღი­ა­რე­ბის ნიშ­ნად.

gotuas-kucha-xedi6-1643181944.jpg

1922 წელს გი­ორ­გი ელი­ა­ვას თა­ოს­ნო­ბით ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ აით­ვი­სა ზო­გი­ერ­თი სა­ხე­ო­ბის ვაქ­ცი­ნი­სა და დიფ­ტე­რი­ის შრა­ტის გა­მოშ­ვე­ბა.

1923 წელს, მი­სი­ვე თა­ოს­ნო­ბით, ლა­ბო­რა­ტო­რია გა­და­კეთ­და ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტად, რო­მელ­საც ჰქონ­და რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო, ისე სა­წარ­მოო პრო­ფი­ლის მქო­ნე გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი. ელი­ა­ვა ერ­თმა­ნეთს უხა­მებ­და სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას. მან, რო­გორც ამ ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა, თვალ­სა­ჩი­ნო როლი ითა­მა­შა მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

scan0003-1-1643181977.jpg

1925 წელს გი­ორ­გი ელი­ა­ვა კვლავ მი­ავ­ლი­ნეს პა­რიზ­ში, სა­დაც თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, 2 წელი გა­ა­ტა­რა. იგი პას­ტე­რის ინ­სტი­ტუ­ტში აგ­რძე­ლებ­და ექ­სპე­რი­მენ­ტებს და კვლე­ვის შე­დე­გებს აქ­ვეყ­ნებ­და სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლებ­ში. პა­რიზ­ში ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე კი­დევ ერთ სპე­ცი­ა­ლო­ბას და­ე­უფ­ლა - მო­ის­მი­ნა ლექ­ცი­ე­ბის კურ­სი ჰი­გი­ე­ნა­ში. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, თავ­და­პირ­ვე­ლად მას ირ­ჩე­ვენ თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰი­გი­ე­ნის კა­თედ­რის გამ­გედ, შემ­დეგ, იგი გა­ნა­გებს მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის კა­თედ­რას. უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას მი­ე­ნი­ჭა პრო­ფე­სო­რის წო­დე­ბა.

1930 წელს გი­ორ­გი ელი­ა­ვა მე­სა­მედ მი­ავ­ლი­ნეს პა­რიზ­ში. იგი ხან­გრძლი­ვად ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და პა­რიზ­ში. მას საქ­მი­ა­ნი კონ­ტაქ­ტე­ბი ჰქონ­და სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­თან. ფრან­გი მეც­ნი­ე­რე­ბი დი­დად აფა­სებ­დნენ მის მეც­ნი­ე­რულ პო­ტენ­ცი­ალს და აღი­ა­რებ­დნენ მას თვალ­სა­ჩი­ნო სწავ­ლუ­ლად. ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გის პრობ­ლე­მის ინ­ტენ­სი­უ­რი შეს­წავ­ლა მო­ი­თხოვ­და შე­სა­ბა­მი­სი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბა­ზის შექ­მნას. ამ მიზ­ნით 1934 წელს ელი­ა­ვამ წა­მო­ა­ყე­ნა იდეა ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის პრობ­ლე­მის შემ­სწავ­ლე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის შექ­მნის შე­სა­ხებ. ამა­ვე წელს, მან სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის პირ­ველ მდი­ვანს ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას წა­რუდ­გი­ნა მო­მა­ვა­ლი ინ­სტი­ტუ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი გეგ­მა, შე­სა­ბა­მი­სი ხარჯთაღ­რი­ცხვით. ბე­რი­ამ ელი­ა­ვას მოხ­სე­ნე­ბით ბა­რათს წა­ა­წე­რა: "უარი ეთ­ქვას“- და ამ ორი სი­ტყვით გა­მო­ხა­ტა თა­ვი­სი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რი­სად­მი. ელი­ა­ვამ კვლავ და­წე­რა მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თი, ამ­ჯე­რად სა­კავ­ში­რო მთავ­რო­ბის სა­ხელ­ზე. ბუდუ მდი­ვან­მა მო­ა­ხერ­ხა ამ ბა­რა­თის ად­რე­სა­ტის­თვის ჩა­ბა­რე­ბა. მალე მოს­კო­ვი­დან მო­ვი­და გან­კარ­გუ­ლე­ბა ინ­სტი­ტუ­ტის აშე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

768a1474-1643181998.jpg

1936 წლის 14 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო კო­მი­სარ­თა საბ­ჭომ მი­ი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გის სა­კავ­ში­რო სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის 13 მი­ლი­ო­ნი მა­ნე­თის გა­მო­ყო­ფის შე­სა­ხებ. ბე­რი­ამ ვერ აპა­ტია ელი­ა­ვას, მისი აზ­რით, თავ­ხე­დუ­რი საქ­ცი­ე­ლი.

1937 წლის 22 იან­ვარს გი­ორ­გი ელი­ა­ვა და­ა­პა­ტიმ­რეს. ერთი სა­ა­თის შემ­დეგ წა­იყ­ვა­ნეს მისი მე­უღ­ლე ამე­ლია ვოლ-ლე­ვიც­კა­ია, რო­მე­ლიც სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი გახ­ლდათ და 1915-29 წლებ­ში, თბი­ლი­სის სა­ო­პე­რო თე­ატ­რის სცე­ნა­ზე მთა­ვარ პარ­ტი­ებს ას­რუ­ლებ­და. ელი­ა­ვას ბრა­ლად ედე­ბო­და სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯა­შუ­შო­ბა, მავ­ნებ­ლუ­რი, დი­ვერ­სი­უ­ლი მუ­შო­ბა და ან­ტი­საბ­ჭო­თა აგი­ტა­ცია. სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­სა­მარ­თლო საკ­რე­ბუ­ლომ 1937 წლის 9 ივ­ლისს, სა­სა­მარ­თლოს და­ხუ­რულ სხდო­მა­ზე ელი­ა­ვას სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზომა - დახ­ვრე­ტა მი­უ­სა­ჯა.

1989 წელს, რეპ­რე­სი­ის მსხვერ­პლთა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ, სა­მეც­ნი­ე­რო-სა­წარ­მოო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ბაქ­ტე­რი­ო­ფაგს“ მისი და­მა­არ­სებ­ლის გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გ.ელი­ა­ვას სა­ხე­ლი დიდი ხნით იყო მი­ვი­წყე­ბუ­ლი, ამ­ჟა­მად იგი მსოფ­ლიო მას­შტა­ბის მეც­ნი­ე­რად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, რო­გორც ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის კვლე­ვის პი­ო­ნე­რი, ფა­გე­ბით თე­რა­პი­ის (ფა­გო­თე­რა­პი­ის) სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი. მისი ძა­ლის­ხმე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და ფა­გო­თე­რა­პი­ის უნი­კა­ლუ­რი სკო­ლა, რომ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბას ამ­ჟა­მად მთე­ლი მსოფ­ლიო იზი­ა­რებს. დღეს­დღე­ო­ბით კა­ცობ­რი­ო­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კი­სად­მი გამ­ძლე­ო­ბის გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მას ებ­რძვის. 1945 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ძლე­ვა­მო­სილ ია­რა­ღად იყო მიჩ­ნე­უ­ლი, თუმ­ცა მათი უკონ­ტრო­ლო გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, ბაქ­ტე­რი­ე­ბის უნარ­მა გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით სწრა­ფად შე­ე­გუ­ონ გა­რე­მო პი­რო­ბებს, პრაქ­ტი­კუ­ლად, უსუ­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩაგ­ვა­ყე­ნა. ამ­ჟა­მად, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მეც­ნი­ე­რე­ბი ეძი­ე­ბენ ან­ტი­ბი­ო­ტი­კის ალ­ტერ­ნა­ტი­ვას ინ­ფექ­ცი­ე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბი კი სწო­რედ ასეთ ალ­ტერ­ნა­ტი­ვად გვევ­ლი­ნე­ბი­ან. ისი­ნი თა­ნაბ­რად ეფექ­ტი­ა­ნია რო­გორც ან­ტი­ბი­ო­ტი­კო გამ­ძლე, ასე­ვე მო­წყვლა­დი ფორ­მე­ბის მი­მართ. გარ­და ამი­სა, ბაქ­ტე­რი­ო­ფაგს უფრო ეფექ­ტუ­რი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბა ახა­სი­ა­თებს, ისი­ნი არ იწ­ვე­ვენ გვერ­დით მოვ­ლე­ნებს (მა­გა­ლი­თად, ალერ­გია), არ აზი­ა­ნე­ბენ ადა­მი­ა­ნის ნორ­მა­ლურ მიკროფ­ლო­რას და ა.შ

გი­ორ­გი ელი­ა­ვას ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამა­ყო­ბენ თა­ვი­ან­თი მიღ­წე­ვე­ბით, ის ბიძ­გი, ენერ­გია, რო­მე­ლიც გი­ორ­გი ელი­ა­ვამ ინ­სტი­ტუ­ტის და­არ­სე­ბა­ში ჩადო სულ უფრო მე­ტად იკ­რებს ძა­ლას და ვი­თარ­დე­ბა.

(R)

myquiz