რატომ დაწვეს ჯორდანო ბრუნო კოცონზე სინამდვილეში? - რეალური მიზეზი, რომელიც ცოტამ თუ იცი | Allnews.Ge

რატომ დაწვეს ჯორდანო ბრუნო კოცონზე სინამდვილეში? - რეალური მიზეზი, რომელიც ცოტამ თუ იცი

უმრავლესობისთვის ჯორდანო ბრუნო იყო ადამიანი, რომელმაც თავი იდეებს, მეცნიერებას შესწირა და რომ ის, სიკვდილის წინ, ყველაფრის მიუხედავად, ჯიუტად იმეორებდა: «და ის მაინც ტრიალებსო!»...

სინამდვილეში, ჯორდანო ბრუნო აღორძინების ეპოქის ყველაზე დიდი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, პოეტი, არაერთი წიგნის და ტრაქტატის ავტორი იყო.

images-1643092596.jpg

ფილიპო ბრუნო 1548 წ. ნეაპოლის მახლობლად, ნოლას კომუნაში დაიბადა, დაქირავებული ჯარისკაცის, ჯოვანი ბრუნოს ოჯახში. 11 წლის ასაკში ის ნეაპოლში გაგზავნეს ლიტერატურის, ლოგიკის და დიალექტიკის შესასწავლად. 15 წლის იყო, წმ. დომინიკის მონასტერში რომ ჩააბარა. იქ 10 წელი გაატარა, ბერად აღიკვეცა და მეორე სახელი – ჯორდანო მიიღო.

1572 წელს 24-წლის ჯორდანო მღვდელი გახდა. მაგრამ, 1575 წელს, საეკლესიო მსახურების დროს, თამამი აზრების გამოთქმის გამო, სასულიერო პირებმა ეჭვი შეიტანეს, რომ ის აკრძალულ წიგნებს კითხულობდა და ერესში დაადანაშაულეს.

giordano-bruno-1643092544.jpg

ამის გამო, ახალგაზრდა მღვდელი იძულებული გახდა, იტალიიდან გაქცეულიყო. 17 წლის მანძილზე ბრუნო ევროპაში (შვეიცარია, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია) მოგზაურობდა და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა, – წერდა წიგნებს, ლექციებს კითხულობდა და საგანმანათლებო საქმიანობას ეწეოდა.

ბრუნო თავის გამოსვლებში კატეგორიულად უპირისპირდებოდა კათოლიკურ ეკლესიას და იმ დროს არსებულ ყველა რელიგიას. ის თვლიდა და ხმამაღლა აცხადებდა, რომ რელიგია მეცნიერების განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი იყო. 1584 წელს ლონდონში გამოვიდა მისი მორიგი წიგნი – «სამყაროების უასრულობის შესახებ», რომელსაც მკვლევარების ერთი ნაწილი თანამედროვე მატერიალისტური ბუნებისმეტყველების საფუძვლად მიიჩნევს. მასში მოცემულია ინფორმაცია მატერიალური სამყაროს, სივრცის და დროის ერთობლიობის შესახებ.

გარდა ამისა, წიგნის ავტორი ამტკიცებს, რომ მზის და მის ირგვლივ მოძრავი პლანეტების გარდა, სამყაროში სხვა ვარსკვლავების სისტემებიც არსებობს და მათი რაოდენობა, შეიძლება, «უსასრულო იყოს». ბრუნო თვლიდა, რომ დედამიწა არ არის გაყინული, სტატიკური «შექმნის აქტი» და რომ ის, მუდმივად განიცდის ცვლილებას, სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით: «ზღვა კონტინენტად გარდაიქმნება, კონტინენტი - ზღვად» - წერდა ის.

cellarius-ptolemaic-system-c2-2-1643092746.jpg

იდეას სამყაროს სივრცის უსასრულობის შესახებ, ბრუნო დიდი მონდომებით იცავდა საკუთარი ბრალმდებლების წინაშეც და არ თვლიდა, რომ მისი წარმოდგენა საკითხთან დაკავშირებით, ერეტიკული იყო! ბრუნოსთვის ის ფილოსოფიიას წარმოადგენდა, რასთანაც დაპირისპირება, თვით ჭეშმარიტ რწმენასაც არ შეეძლო. ბრუნოს ამგვარ სიჯიუტე მხოლოდ იდეისადმი ერთგულება კი არა, გარკვეულწილად, თავდაცვის მექანიზმიც იყო. ინკვიზიცია ფილოსოფოსებს შედარებით რბილად ექცეოდა. მაგ., ჯიროლამო ბორი ერთი წელი იჯდა ციხეში, აკრძალული წიგნების შენახვისა და სულის მოკვდავობის სწავლების გამო. მაგრამ, შემდეგ გაათავისუფლეს; ინკვიზიციამ დაჰკითხა ფილოსოფოსი ფრაანჩესკო პატრიციც. მაგრამ, არ დაუკავებია და რომის უნივერსიტეტში ლექციების ჩატარების უფლებაც კი მისცა. იყო სხვა ფქტებიც...

burnt-alive2-1643092759.jpeg

მაგრამ, ჯორდანო ბრუნოს ინკვიზიცია ფილოსოფოსად კი არა, კათოლიკე ბერად მიიჩნევდა, რომელმაც უარი თქვა რწმენაზე და მას ბევრად უდრო მკაცრად მოექცა. მისი შრომების შესწავლის შემდეგ, 1599 წლის 14 იანვარს, სასამართლოზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა სია, რომელიც 8 ერეტიკულ მტკიცებულებას შეიცავდა. ბრუნოს მოსთხოვეს, რომ გაშვების სანაცვლოდ, უარი ეთქვა მათზე. კონკრეტულად რა ეწერა სიაში, ცნობილი არ არის. მაგრამ ცნობილია, რომ ბრუნომ ინკვიზიციის წინადადება არ მიიღო.

იმავე წლის აპრილში და დეკემბერში ისევ მიმართეს ბრუნოს ანალოგიური წინადადებით — და მან ისევ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და რომ «მოსანანიებელი არაფერი აქვს». ბოლო შეხვედრის შემდეგ, ჯ. ბრუნოს წიგნები აკრძალეს, ხოლო თავად მეცნიერი, როგორც ერეტიკოსი, ისე გაასამართლეს. განაგრძეთ კითხვა