მშვილდოსანი ქეთევან ლოსაბერიძე - რთული გზა ჩემპიონობამდე | Allnews.Ge

მშვილდოსანი ქეთევან ლოსაბერიძე - რთული გზა ჩემპიონობამდე

ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მშვილ­დო­სა­ნი, ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ო­ნი, მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, მრა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქე­თე­ვან ლო­სა­ბე­რი­ძე გუ­შინ 72 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ნი­ჭი­ერ­მა და წარ­მა­ტე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა გან­ვლო. მას­ზე გა­მო­ცე­მულ წიგნ­ში "ქარ­თვე­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი“ ვკი­თხუ­ლობთ:

"მოს­კოვ­ში ბოლო ის­რის გას­რო­ლამ­დე არც მე ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ოქ­როს შევწვდე­ბო­დი. მი­უნ­ხე­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბა მა­ი­ძუ­ლებ­და ფრთხი­ლად, ყუ­რა­დღე­ბით, მო­ბი­ლი­ზე­ბით მო­მე­ზი­და მშვილ­დი და გა­მარ­ჯვე­ბა ნა­ად­რე­ვად არ მერ­წმუ­ნა. მა­შინ, მი­უნ­ხენ­ში ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა სუ­ლაც არ მქონ­და, რად­გან ჩემს პირ­ველ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე ოლიმ­პი­ა­დამ­დე ერთი წლით ადრე გა­მო­ვე­დი“.ვიდ­რე მი­უნ­ხენ­ში თა­ვის პირ­ველ ოლიმ­პი­ა­და­ზე გა­მო­ვი­დო­და, ქე­თე­ვა­ნი მშვილ­დოს­ნო­ბა­ში ვარ­ჯი­შის მხო­ლოდ ოთხწ­ლი­ან სტაჟს ით­ვლი­და, მა­ნამ­დე კი სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­და. არც სხვა რამ სა­ხე­ო­ბა­ში ვარ­ჯი­შობ­და, ზო­გა­დად სპორ­ტი კი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და ნი­ჭი­ე­რი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­თე­მა­ტი­კურ ფორ­მუ­ლებს ჩაჰ­კირ­კი­ტებ­და, თუმ­ცა ბავ­შვო­ბა­ში ექი­მო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და.

losaberidze-71758-1643089850.jpg

მა­შინ ვე­რა­ვინ იფიქ­რებ­და, რომ პა­ტა­რა ქე­თე­ვა­ნის­გან ოდეს­მე ან ერთი დად­გე­ბო­და, ან მე­ო­რე, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბა კი მთლად აბ­სტრაქ­ტუ­ლი რამ იყო, რად­გან ოჯა­ხუ­რი და სოფ­ლის პი­რო­ბე­ბი მსგავს ოც­ნე­ბას ფრთებს უკ­ვე­ცავ­და.

ქე­თე­ვა­ნი ტყი­ბუ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კი­როვ­ში და­ი­ბა­და. მა­მა­მი­სი ბაგ­რატ ლო­სა­ბე­რი­ძე მთელ რა­ი­ონ­ში ცნო­ბი­ლი და და­ფა­სე­ბუ­ლი კაცი იყო. ბაგ­რა­ტი მა­ღა­რო­ში ბევ­რს შრო­მობ­და, რომ ცხრაშ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი რო­გორ­მე ერ­ჩი­ნა და თავი გა­ე­ტა­ნა. ასე­თი მონ­დო­მე­ბუ­ლი გარ­ჯა ლე­ნი­ნის ორ­დე­ნით და­უ­ფა­სეს, რაც იმ დროს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი ჯილ­დო გახ­ლდათ. ამი­ტო­მაც ბაგ­რატ ლო­სა­ბე­რი­ძე­ზე, რო­გორც მო­წი­ნა­ვე მუ­შა­ზე, გა­ზე­თე­ბი ბევ­რს წერ­დნენ. მისი ფო­ტო­ე­ბი ხში­რად იბეჭ­დე­ბო­და იმ­დრო­ინ­დე­ლი გა­ზე­თე­ბის ფურ­ცლებ­ზე, მაგ­რამ ქე­თე­ვა­ნის ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ო­ნო­ბას რაც მოჰ­ყვა, მა­მის სტა­ტი­ებ­თან რა მო­სა­ტა­ნია. - (წერს წიგ­ნის ავ­ტო­რი ავ­თან­დილ გუ­რა­საშ­ვი­ლი).

"მა­მას ჩემი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი ძა­ლი­ან ახა­რებ­და. მედ­ლით დაბ­რუ­ნე­ბულს რომ და­მი­ნა­ხავ­და, უმალ სუფ­რას შლი­და, მე­ზობ­ლებს ეპა­ტი­ჟე­ბო­და და მე­უბ­ნე­ბო­და, მოდი, ჩემი ვაჟ­კა­ცი გოგო, გვერ­დზე და­მი­ჯე­ქი და მხა­რი და­მიმ­შვე­ნეო. დედა კი ჩემს წარ­მა­ტე­ბებს ვერ მო­ეს­წრო“...

დედა დი­ა­სახ­ლი­სობ­და და შვი­ლებს იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი. მარ­თა­ლია, მშივ­რე­ბი არ იყ­ვნენ და სხვებ­საც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ დალ­ხე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა სუ­ლაც არ ჰქონ­დათ. ქე­თე­ვა­ნი მერ­ვე შვი­ლი იყო. და-ძმე­ბი სკო­ლა­ში ბე­ჯი­თი სწავ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ, მაგ­რამ ქე­თე­ვა­ნი მა­ინც ყვე­ლას აო­ცებ­და. თა­ვი­სი გა­უ­თა­ვე­ბე­ლი მი­მა­ტე­ბა-გა­მოკ­ლე­ბე­ბით, გამ­რავ­ლე­ბა-გა­ყო­ფე­ბით და ათას­ნა­ი­რი ფორ­მუ­ლე­ბით. მისი თა­ნა­ტო­ლი გო­გო­ნე­ბი თუ თო­ჯი­ნე­ბით ერ­თო­ბოდ­ნენ, ქე­თე­ვა­ნის თავ­შე­საქ­ცე­ვი ციფ­რებ­ში კირ­კი­ტი იყო."

losaberidze2-71860-1643089866.jpg

***

სპორ­ტში შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა. სწავ­ლობ­და ქუ­თა­ი­სის პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე, რო­გორც ჩანს, მა­თე­მა­ტი­კის სიყ­ვა­რულ­მა თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა. ერთ დღე­საც, ერთ-ერთ ლექ­ცი­ა­ზე, აუ­დი­ტო­რი­ა­ში სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი კაცი შე­ვი­და, რო­მელ­საც ხელ­ში გრძე­ლი ჯოხი ეჭი­რა. გა­ირ­კვა, რომ მშვილ­დოს­ნო­ბის სექ­ცი­ის გახ­სნას აპი­რებ­და. ჯგუ­ფი­დან ხუთი-ექ­ვსი გო­გო­ნა აარ­ჩია და სექ­ცი­ა­ში ჩა­წე­რა. განაგრძეთ კითხვა

ლალი ფაცია

myquiz