მარტინ სკორსეზე - ამერიკის პატარა იტალიურ დასახლებაში გაზრდილი ბიჭის ისტორია, რომელმაც ჰოლივუდში ასობით მილიონი გამოიმუშავა | Allnews.Ge

მარტინ სკორსეზე - ამერიკის პატარა იტალიურ დასახლებაში გაზრდილი ბიჭის ისტორია, რომელმაც ჰოლივუდში ასობით მილიონი გამოიმუშავა

მარტინ სკორსეზეს ისტორიების თხრობის უნიკალურმა უნარმა ის ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ რეჟისორად აქცია. გენიოსმა წლების განმავლობაში მრავალი სხვადასხვა ჟანრის ფილმი გადაიღო. მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. თუმცა წარმატების მიღწევა მისთვის ნამდვილად არ ყოფილა ადვილი - ბევრი იბრძოლა, იშრომა და გაჭირვება გადალახა, სანამ 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქონებას შექმნიდა.

სკორსეზემ თავისი ქონება ძირითადად კინორეჟისორობით გამოიმუშავა. მან ისწავლა რეჟისურა და ჰოლივუდისკენ გზა დამოუკიდებლად გაიარა. ფილმის გარდა, სკორსეზემ ძალები მუსიკაშიც მოსინჯა. იგი არის შთაგონება მომავალი თაობებისთვის, რომლებსაც სურთ სცადონ ბედი ჰოლივუდში.

ადრეული წლები

martin-skorseze-v-detstve-1540454725-1642841507.jpg

მარტინ ჩარლზ სკორსეზე 1942 წლის 17 ნოემბერს ნიუ-იორკში დაიბადა. იტალიელ-ამერიკულ ოჯახში დაბადებული ბიჭი მანჰეტენში არსებულ პატარა იტალიურ დასახლებაში გაიზარდა.

სკორსეზეს მშობლები, ჩარლზი და კეტრინი, ნახევარ განაკვეთზე მსახიობებად მუშაობდნენ. სწორედ მშობლების ცხოვრების წესმა მოახდინა სკორსეზეზე გავლენა, იგი კინემატოგრაფიით ბავშვობიდან დაინტერესდა. თუმცა, მარტინის ხედვას მშობლები არ იზიარებდნენ და იგი ძალიან უცნაურ ბიჭად მიაჩნდათ. ასთმის გამო, სკორსეზეს ბავშვობაში ბევრი აქტივობა შეზღუდული ჰქონდა.

მორწმუნე კათოლიკედ აღზრდილი სკორსეზე თავდაპირველად ფიქრობდა მღვდელი გამხდარიყო. მოგვიანებით, რვა წლის ასაკში მან დახატა თავისი სიუჟეტი სტრიქონით "რეჟისორი და პროდიუსერი მარტინ სკორსეზე".

robert-de-niro-and-martin-scorsese-1976-1642841526.jpeg

მის მშობლებს არ ესმოდათ მისი კინომანია, მაგრამ სკორსეზემ თავიდანვე იგრძნო, რომ სწორ გზას ადგა - მოზარდობის პერიოდში მის მიერ შექმნილმა 10-წუთიანმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში 500 დოლარის სტიპენდია დაიმსახურა. დიპლომის მიღების შემდეგ, სკორსეზემ სწავლა განაგრძო ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, როგორც ფილმის ძირითადი ტექნიკისა და კრიტიკის მასწავლებელი.

პირველი მხატვრული ფილმი

მისი პირველი მხატვრული ფილმი იყო “ვინ აკაკუნებს ჩემს კარზე“. ის პირველად 1969 წელს გამოვიდა და მთავარ როლში ჰარვი კეიტელი მონაწილეობდა. შემდგომ წლებში სკორსეზე ხშირად მუშაობდა კეიტელთან.

სკორსეზე აღშფოთებული იყო კენტის შტატის ოთხი სტუდენტის მკვლელობით, რომლებიც ვიეტნამის და ზოგადად ომს აპროტესტებდნენ. თავის ზოგიერთ სტუდენტთან ერთად შექმნა ჯგუფი სახელწოდებით New York Cinetracks Collective, რათა სტუდენტური პროტესტი გადაეღო. განაგრძეთ კითხვა