მოსიხარულე ხეები, მიწა მთვარეზე, დინოზავრები- მილიარდერების ყველაზე უჩვეულო ახირებები | Allnews.Ge

მოსიხარულე ხეები, მიწა მთვარეზე, დინოზავრები- მილიარდერების ყველაზე უჩვეულო ახირებები

მდიდარი ადამიანები სხვებისგან არა მხოლოდ ფულის რაოდენობით გამოირჩევიან, არამედ ახირებებითაც. რასაკვირველია, ახირებები არამდიდრებსაც აქვთ, თუმცა მათი ასრულების შანსი რომ არ არსებობს, თავს ანებებენ ამაზე ფიქრს. აი როცა მილიონებისა და მილიარდების მფლობელები გახდებიან, მაშინ ახსენდებათ ძველი ჰობი, გატაცება, გართობა, კაპრიზი, ან სულაც ახალი უჩნდებათ და ამ ყველაფრის დაკმაყოფილებას, ამბიციების ჩათვლით, არც ისე მცირე თანხას ახარჯავენ.

კარგია ახირება, თუ ის სხვებს არ აზიანებს. თუმცა ასეთი ფაქტიც ბევრია, როცა მდიდართა კაპრიზებს ხანდახან მსხვერპლიც მოსდევს - ადამიანთა, ცხოველთა, მცენარეთა და ა.შ.

ბიძინა ივანიშვილი

bidz-1642567393-1642570187.png

ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც მთელმა საქართველომ და დანარჩენმა მსოფლიომ შეიტყო ქართველი მილიარდერის - ბიძინა ივანიშვილის გატაცებების შესახებ. უძვირფასესი ნახატების კოლექცია და საკუთარი ზოოპარკი აღარავის ახსოვს მას მერე, რაც ივანიშვილმა მთელი საქართველოს მასშტაბით ასწლოვანი ხეების მოძიება, მოთხრა, გრანდიოზულად ტრანსპორტირება და შეგროვება დაიწყო, დენდროლოგიური პარკისთვის.

ახლა კი გადავავლოთ თვალი, რა ახირებები აქვთ სხვა მილიარდერებს

რასაკვირველია, აქ ძირითადად მათ მოვიხსენიებთ, რომლებსაც შედარებით უჩვეულო კაპრიზები და გატაცებები აქვთ, თორემ ძვირად ღირებული ნახატების, მანქანების, სასახლეების, იახტების თუ ბრილიანტების კოლექციები არც ისე უცნაურად მოგეჩვენებათ ამ ყველაფრის ფონზე.

მარკ ცუკერბერგი

mark-zuckerberg-1642570303.jpg

ახლაგაზრდა მილიარდერი, რომელიც ცხოველებს თავად ხოცავს. ბევრმა თქვენგანმა არც კი იცის, რა უცნაურობები ახასიათებს ამ ახლაგაზრდა მილიარდერს. ყველასთვის ცნობილია, რომ ის ცოტა უცნაური და მორცხვია, მუდამ ჩაფიქრებული, სიტყვაძუნწი, უყვარს ნაცრისფერი პერანგები და სრულიად ჩვეულებრივად ჩაცმა. მაგრამ მისმა ერთმა ჩვევამ და ახირებამ ფეისბუქის მომხმარებელთა ნეგატიური დამოკიდებულებაც კი გამოიწვია.

ერთ მშვენიერ დღეს მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე შემდეგი სტატუსი განათავსა: "დღეს მე მოვკალი თხა და ღორი". შეფასებებმაც არ დაახანა, ხალხმა ცივსისხლიანობასა და გულქვაობაში დაადანაშაულა. პასუხმაც არ დააყოვნა - ცუკერბერგმა განუმარტა საზოგადოებას, რომ ხელი მიჰყო ცხოველების მოშენებას და ამიერიდან მხოლოდ საკუთარი ხელით დახოცილი ცხოველების ხორცს მიირთმევს.

კლაივ პალმერის სურვილია, გააცოცხლოს დინოზავრები

australian-tycoon-dinosaurs-theme-park-1642570428.si.jpg

ავსტრალიელმა ნახშირის მაგნატმა კლაივ პალმერმა განაცხადა, რომ აპირებს გახსნას პარკი, რომლშიც, არც მეტი, არც ნაკლები, ცოცხალი დინოზავრები დაბინავდებიან და არა მარტო დინოზავრები, მილიარდერის გეგმებში დინოზავრების ეპოქის ფლორისა და ფაუნის გაცოცხლება შედის. საამისოდ მილიარდერი კლონირებისა და გენური ინჟინერიის გამოყენებას აპირებს. მეცნიერები, რომლებთან ერთადაც განიხილავს ამ საკითხს კლაივ პალმერი, მასავით ოპტიმიზმით ვერ უყურებენ ამ ყველაფერს, რადგან დინოზავრების დნმ ბუნებაში აღარ არსებობს. ეს მილიარდერსაც კარგად ესმის, თუმცა იდეაზე უარის თქმას მაინც არ აპირებს... გარდა ამისა, ავსტრალიელი მაგნატი ლეგენდარული "ტიტანიკის" აღდგენასაც გეგმავს.

ნიკოლას ბერგრუენი - მილიარდერი მაწანწალა

nicolas-berggruen-homeless-billionaire-hotel-1642570525.jpg

არც ისე დიდი ხნის წინ ნიკოლას ბერგრუენი, რომლის ქონებაც 2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ფუფუნებაში ცხოვრობდა, როგორც მილიარდერს შეეფერებოდა. იგი ყიდულობდა ძვირად ღირებულ ავტომობილებს, ვილებს, იახტებს, თუმცა 45 წლის ასაკში მისის აზროვნება რადიკალურად შეიცვალა. ნიკოლასმა განაცხადა, რომ მას აღარ აინტერესებს არაფერი მატერიალური. მან გადაწყვიტა, განვითარებულიყო და გაზრდილიყო სულიერად, შეემეცნა სამყარო და სხვადასხვა ქვეყნის ისტორია და კულტურა. გაყიდა მთელი თავისი ქონება და დაიწყო მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო.

ახლა იგი მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, ცხოვრობს ჩვეულებრივ სასტუმროებში და სადილობს ჩვეულებრივ კაფეებში. ოფიცილურად ის უსახლკაროა, მას ხომ არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუშაობს დისტანციურად და ოფისში საერთოდ არ ჩნდება. ბერგრუენი ხმამაღლა აცხადებს, რომ ის თავისუფლების მოყვარული ადამიანია და ზედმეტი ნივთები მის თავისუფლებას მხოლოდ ზღუდავს, რისი ატანაც მას არ შეუძლია.

წყალი მხოლოდ ოკეანის ფსკერიდან

5adcba3219ee8625008b45a8-1642570620.png

დონალდ ტრამპის ყოფილი ცოლი ივანა ტრამპი სვამს მხოლოდ იმ წყალს, რომელიც ოკეანის ფსკერზე სპეციალურ საბადოში მოიპოვება და შემდეგ გადამუშავდება, რომ სუფთა და მტკნარი იყოს. მას მიაჩნია, რომ ასეთი წყალი მას აახალგაზრდავებს და დღეში 2 ლიტრამდე სვამს. ერთი ბოთლი ასეთი წყალი 2000 დოლარი ღირს.

მიწა მთვარეზე

180914-russian-oligarch-separation-megamansion-feature-1642570710.jpg

2008 წელს რომან აბრამოვიჩმა მთვარეზე იყიდა უძრავი ქონება - 40 ჰექტარი მიწა მან ტავის საყვარელ ქალს დაშა ჟუკოვას აჩუქა. განაგრძეთ კითხვა

myquiz