მსოფლიო შესაძლოა, 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდეს - ბრიტანეთში დაიწყო კვლევა, რომელმაც უნდა გაარკვიოს, რამდენად ეფექტიანია კვირაში მხოლოდ 4 სამუშაო დღე | Allnews.Ge

მსოფლიო შესაძლოა, 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდეს - ბრიტანეთში დაიწყო კვლევა, რომელმაც უნდა გაარკვიოს, რამდენად ეფექტიანია კვირაში მხოლოდ 4 სამუშაო დღე

მსოფ­ლი­ოს ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში უკვე სა­უბ­რო­ბენ იმის შე­სა­ხებ, რომ შე­საძ­ლოა, კვი­რა­ში მხო­ლოდ 4 სა­მუ­შაო დღის და­წე­სე­ბა უფრო მე­ტად პრო­დუქ­ტი­უ­ლი და სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი იყოს, რო­გორც დამ­საქ­მებ­ლის­თვის, ასე­ვე და­საქ­მე­ბუ­ლის­თვის.

დის­კუ­სია პან­დე­მი­ის შემ­დეგ და­ი­წყო და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს. იწყე­ბა 6-თვი­ა­ნი კვლე­ვა, რო­მელ­მაც უნდა და­ად­გი­ნოს, თუ რამ­დე­ნად და­დე­ბი­თად, ან უარ­ყო­ფი­თად შე­იძ­ლე­ბა აი­სა­ხოს 4-დღი­ა­ნი სა­მუ­შაო კვი­რა ადა­მი­ა­ნებ­ზე.

სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მა­ში 30 ბრი­ტა­ნუ­ლი კომ­პა­ნია მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. კომ­პა­ნი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ იმა­ვე ანა­ზღა­უ­რე­ბას, თუმ­ცა ხუთი დღის ნაც­ვლად, კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 4 დღეს იმუ­შა­ვე­ბენ.კვლე­ვას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ გლო­ბა­ლუ­რი ანა­ლი­ტი­კუ­რი სა­პარტნი­ო­რო ცენ­ტრი Autonomy, ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, ქემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ბოს­ტო­ნის კო­ლე­ჯის მკვლევ­რე­ბი.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში კვლე­ვა უკვე და­წყე­ბუ­ლია და მალე მსგავ­სი ტი­პის პროგ­რა­მე­ბი და­ი­წყე­ბა აშშ-ში, ირ­ლან­დი­ა­ში, კან­და­ში, ავ­სტრა­ლი­ა­სა და ახალ ზე­ლან­დი­ა­ში.

"სულ უფრო და უფრო მეტი კომ­პა­ნია ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სტრა­ტე­გი­ებ­ზე და ერთ-ერთი სტრა­ტე­გია არის სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის შემ­ცი­რე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის გა­რე­შე. ეს მო­დე­ლი და­ეხ­მა­რე­ბა კომ­პა­ნი­ებს, რომ თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უფრო მე­ტად შეძ­ლონ კონ­ცენ­ტრი­რე­ბა საქ­მე­ზე“, - ამ­ბობს საც­დე­ლი პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯო ო’კო­ნო­რი.

myquiz