ვინ გასცა ანა ფრანკის ოჯახი - რა დაადგინა გამოძიებამ 77 წლის შემდეგ? | Allnews.Ge

ვინ გასცა ანა ფრანკის ოჯახი - რა დაადგინა გამოძიებამ 77 წლის შემდეგ?

77 წლის შემ­დეგ, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა სა­ვა­რა­უ­დო პირი, რო­მელ­მაც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, ანა ფრან­კი და მისი ოჯა­ხი გას­ცა და მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ნა­ცის­ტებს მი­ა­წო­და.

ებ­რა­ე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც თა­ვის დღი­უ­რებ­ში აღ­წერ­და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის სი­სას­ტი­კეს, ორ­წლი­ა­ნი მი­მალ­ვის შემ­დეგ, 1945 წელს, 15 წლის ასაკ­ში ნა­ცის­ტურ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მისი დღი­უ­რი კი გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­მოქ­ვენ­და. იქ ყვე­ლა­ზე რე­ა­ლის­ტუ­რად არის აღ­წე­რი­ლი ებ­რა­ელ­თა ყოფა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­აა ებ­რა­ელ­თა ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი პე­რი­ო­დი­დან.სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­მა, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც FBI-ის ყო­ფი­ლი აგენ­ტი­ცაა, გა­არ­კვია, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, არ­ნოლდ ვან დენ ბერ­გმა. ამ­სტერ­დამ­ში მცხოვ­რებ­მა ერთ-ერ­თმა ებ­რა­ელ­მა გას­ცა ფრან­კე­ბი სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად.

53f50668ecf9f-1642496734.image.png

ის­ტო­რი­კო­სე­ბი­სა და სხვა ექ­სპერ­ტე­ბის­გან შექ­მნი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. იყე­ნებ­დნენ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს, კომ­პი­უ­ტე­რულ ალ­გო­რით­მებს ამა თუ იმ პირს შო­რის კავ­ში­რის და­სად­გე­ნად. სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სი ხან­გრძლი­ვი და რთუ­ლი იყო.

ვან დე ბერ­გი ამ­სტერ­და­მის ებ­რა­უ­ლი საბ­ჭოს წევ­რი იყო. ის 1943 წელს და­ი­შა­ლა, ხოლო მისი წევ­რე­ბი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში გაგ­ზავ­ნეს. მაგ­რამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ვან დე ბერ­გი სხვა ებ­რა­ე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში არ გა­უგ­ზავ­ნი­ათ და ის ამ­სტერ­დამ­ში, ებ­რა­ე­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­ში, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ცხოვ­რობ­და. ამი­ტო­მაც გაჩ­ნდა ვა­რა­უ­დი, რომ ის ებ­რა­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ ნა­ცის­ტებს ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­და.

"მას რამე ღი­რე­ბუ­ლი უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ნა­ცის­ტე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად და იმის­თვის, რომ მისი მე­უღ­ლე უსაფრ­თხოდ ყო­ფი­ლი­ყო“, - ამ­ბობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის წევ­რი, FBI-ის ყო­ფი­ლი აგენ­ტი, ვინს პან­კო­კი CBS-სთან სა­უბ­რი­სას.ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ­გვა­რი ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ იცო­და ანა ფრან­კის მა­მამ, ოტო ფრან­კმა და სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავ­და. ძველ ფა­ი­ლებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ოტო ფრან­კის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლი, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ მის ოჯახს არ­ნოლდ ვან დენ ბერ­გმა უღა­ლა­ტა.

screen-shot-2017-10-04-at-44013-pm-1642496776.png

"ალ­ბათ მან უბ­რა­ლოდ იგ­რძნო, რომ თუ მე ამ სა­კითხს და­ვუბ­რუნ­დე­ბი, ეს ხან­ძარს კი­დევ უფრო გა­აღ­ვი­ვებს, სწო­რედ ამი­ტომ, გა­და­წყვი­ტა, უბ­რა­ლოდ არა­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ვან დენ ბერ­გი ებ­რა­ე­ლი იყო, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ის ნა­ცის­ტებ­მა ურ­თუ­ლეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დეს და აი­ძუ­ლეს ასე მოქ­ცე­ვა“, - ამ­ბობს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი.

ნი­დერ­ლან­დუ­რი გა­მო­ცე­მა Volkskrant წერს, რომ ვან დენ ბერ­გი 1950 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

ანა ფრან­კის სახ­ლმუ­ზე­უ­მის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან გა­მომ­ძი­ე­ბელ­თა მუ­შა­ო­ბით და მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გით. მისი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, რო­ნალდ ლე­ო­პო­ლიდს თქმით კი, გა­მო­ძი­ე­ბამ მი­აკ­ვლია მნიშ­ვნე­ლო­ვან ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც შემ­დგომ კვლე­ვას იმ­სა­ხუ­რებს.

myquiz