რომელი კერძის მიღებაა უმჯობესი ალკოჰოლთან ერთად? | Allnews.Ge

რომელი კერძის მიღებაა უმჯობესი ალკოჰოლთან ერთად?

საუკეთესო კერძი ალკოჰოლთან ერთად არის კარტოფილის პიურე. კარტოფილი ანელებს ალკოჰოლის სისხლში შეწოვას.

ალკოჰოლის დალევისას, თავი უნდა შევიკავოთ გაზიანი სასმელის მიღებისგან, იმდენად რამდენადაც ეს უკანასკნელი შეიცავს ნახშირორჟანგს, რაც აძლიერებს ალკოჰოლის შეწოვას.

ალკოჰოლური სასმელებზე ტკბილეულის დაყოლებაც არაა მიზანშეწონილი, რადგანაც შესაძლებელია გაძლიერდეს ინტოქსიკაცია და გამოიწვიოს უფრო მძიმე ნაბახუსევის სინდრომი.

სადღესასწაულო სუფრისთვის უმჯობესია ავირჩიოთ მსუბუქი სპირტიანი სასმელები ალკოჰოლის მცირე შემცველობით. კერძოდ, მშრალი თეთრი ღვინო ყველაზე ნაკლებ უარყოფით ეფექტებს იწვევს.

უმოძრაობა ასევე აძლიერებს და აჩქარებს თრობას. ამიტომ სუფრასთან უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ: ვიმღეროთ და ვიცეკვოთ.

დღესასწაულის შემდეგ კი პირველ რიგში კარგად უნდა გამოვიძინოთ.

myquiz