საოცარი სასახლეები, რომლებსაც ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი და მისი ახლობლები ფლობენ (ფოტოები) | Allnews.Ge

საოცარი სასახლეები, რომლებსაც ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი და მისი ახლობლები ფლობენ (ფოტოები)

ჟენევის ტბის სანაპირო, საოცარი ბუნება და ხედი - კომუნა ანიერი, შეძლებული შვეიცარიელების, ბანკირებისა და დიპლომატების საცხოვრებელი ადგილი. ტბის სანაპიროზე თავს იწონებენ საიცრად მოვლილი სახლები, იახტები კატერები და ნავები. ირგვლივ სათვალთვალო კამერებია, რაც აქ მაცხოვრებელთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

სადღაც აქ მდებარეობს სამდონიანი, 3 200 კვ.მ-ის 25 მეტრი სიგრძის პეპლის ფორმის კიბიანი სახლი. ღია და დახურული, აუზი, სპა, სასტუმრო ოთახები, ტერასები. დიახ, ეს ამ რაიონის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სახლია და ის დინარა კულიბაევას საკუთრებაა. დინარა ყაზახეთის მმართველის, ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილია. დინარა კულიბაევა მეუღლესთან, თემურ კულიბაევთან ერთად ყაზახეთის უმდიდრესი ადამიანია. ვილა შვეიცარიაში 2009 წელს შეიძინა 75 მლნ დოლარად.

გარდა ამ წყვილისა, ნაზარბაევს კიდევ ბევრი შეძლებული ნათესავი თუ ახლობელი ჰყავს, რომელთაც საუცხოო სახლები აქვთ დასავლეთში.ბოლო ოცწლეულში ნაზარბაევის უამრავმა ნათესავმა შეიძინა სახლი ევროპაში საოცარ ფასად.ბოლო დროს მოპოვებული ინფორმციების თანახმად ნაზარბაევს, მის ორ ქალიშვილის, შვილიშვილებისა და ასევე ძმას ობშორულ ზონაში სერიოზული ინვესტიციები აქვთ უძრავი ქონების სახით.

ეს მონაცემები არ ასახავს ყახახეთის ყოფილი პრეზიდენტის სრულ ქონებას. 2010 წლიდან ნაზარბაევი ყაზახეთში "ერის ლიდერის" ტიტულის მატარებელია, რაც მასა და მისი ოჯახის წვრებს იმუნიტეტს აძლევს ნებისმიერ გამოძიებაზე.2019 წელს ყაზახეთის დედაქალაქს ოფიციალურად გადაარქვეს სახელი და ნაზარბაევის პატივსაცემად ნურ-სულთანი დაარქვეს.რა ქონების პატრონია ნაზარბაევი მთელი მსოფლიოს მაშტაბით, ძნელი სათქმელია. მთელი ეს კაპიტალი ყაზახეთის მთავრობაში ყოფნის დროს საბანკო, ნავთობის და სხვადასხვა სექტორის ფლობის დროს მოიპოვა.

დადგინდა, რომ ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის ქონება მსოფილოს 6 ქვეყანაში შეადგენს არა უმცირეს 785 მლნ დოლარს, ამ ქონებას ნაზარბაევის ოჯახის წევრები 20 წლის განმავლობაში იძენდნენ. ნაზარბაევის თანამდებობრივი მდგომარეობით და მფარველობით სარგებლობდა მთელი მისი სანათესაო.მოდით დავათვალიეროთ, როგორი სახლები აქვს ყაზახეთის ექს პრეზიდენტსა და მის ოჯახს სხვადასხვა ქვეყანაში.

nazza1-1642240818.jpg

ესპანეთი

ll-1642240850.jpg

საფრანგეთი, კანი

34 მლნ დოლარი

jene-1642240880.jpg

შვეიცარია, ჟენევა

72 მლნ დოლარი

nazza4-1642240906.jpg

შვეიცარია, მელიდე

ფასი უცნობია

იხილეთ მეტი ფოტო

myquiz