როდის გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე პირველად საქართველოს დროშა? | Allnews.Ge

როდის გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე პირველად საქართველოს დროშა?

დღე ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­ში დღეს აღ­ნიშ­ნავს. ის­ტო­რი­კო­სი და ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი ლაშა ბაქ­რა­ძე, სა­უბ­რობს იმ ეპო­ქა­ზე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პირ­ვე­ლად და­ფიქ­სირ­და ხუთ­ჯვრი­ა­ნი დრო­შა თბი­ლი­სის თავ­ზე, ეს არის 1339 წლით და­თა­რი­ღე­ბულ ან­გე­ლი­ნო დულ­სერ­ტის მა­ი­ორ­კა­ზე შექ­მნი­ლი სა­ზღვაო რუკა.

ის­ტო­რი­კო­სის თქმით, ქა­ლა­ქის სიმ­ბო­ლოს­თან ჩანს წარ­წე­რა "ტი­ფი­ლის" და იქვე ქვეყ­ნის სა­ხე­ლიც წე­რია - "Georgiania". რუკა საფ­რან­გე­თის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ინა­ხე­ბა.

drosha0tiflis-72698-1642150235.jpg

- სამ­წუ­ხა­როდ შე­მო­ნა­ხუ­ლი არ არის, თუ რო­გო­რი იყო ქარ­თუ­ლი დრო­შა, ამი­ტო­მაც ამან თა­ვის დრო­ზე დის­კუ­სია გა­მო­იწ­ვია გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გამო, რომ იე­რუ­სა­ლი­მის ჯვა­როს­ნე­ბის გერ­ბი ხუთ­ჯვრი­ა­ნი იყო და მე­გო­ნა, რომ უცხო­ურ რუ­კებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ეს დრო­შა ფან­ტა­ზი­ის ნა­წი­ლი იყო. თუმ­ცა, რო­დე­საც სა­კი­თხი ღრმად შე­ვის­წავ­ლე მივ­ხვდი, რომ ეს დრო­შა, მხო­ლოდ ერთ რუ­კა­ზე არ არის, სხვა­გან, შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის რუ­კებ­ზეც არის გა­მო­სა­ხუ­ლი...

ამ რუ­კა­ზე ად­რინ­დე­ლია კი­დევ ერთი რუკა, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით, 1321 წე­ლით აროს და­თა­რი­ღე­ბუ­ლი პი­ეტ­რო ვეს­კონ­ტეს შავი ზღვის რუ­კაა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად, ვა­ტი­კა­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ინა­ხე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, პირ­ვე­ლად ჩანს სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შე­ბი, სა­დაც სო­ხუ­მის თავ­ზე ამ ხუთ­ჯვრი­ა­ნი დრო­შის ვა­რი­ან­ტი ჩანს. რაც იმას ადას­ტუ­რებს, რომ აფხა­ზე­თი მა­ში­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო.

drosha3-73228-1642150265.jpg

აფხა­ზე­თი ქარ­თუ­ლი წი­აღ­ში იყო, თუმ­ცა შემ­დეგ რა­ღა­ცე­ბი იც­ვლე­ბა, მაგ­რამ ის­ტო­რი­უ­ლად, სო­ხუ­მი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ქარ­თუ­ლი ქა­ლა­ქი. სო­ხუ­მის თავ­ზე ძალ­ზე ხში­რად იყო დრო­შე­ბი, რად­გან ის სა­პორ­ტო ქა­ლა­ქი იყო.

და­ახ­ლო­ე­ბით მე­ცა­მე­ტე სა­უ­კუ­ნემ­დე დრო­შე­ბი არც ევ­რო­პა­ში ფიქ­სირ­დე­ბა. რო­მა­ე­ლე­ბის დროს იყო სტან­დარ­ტე­ბი, რომ ბრძო­ლის დროს და­ე­ნა­ხათ, რო­გორ იყო გა­მიჯ­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი. სწო­რედ ამ დრო­ი­დან ჩანს დრო­შე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. ქარ­თუ­ლი დრო­შის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ა­ცია არ­სე­ბობს, რად­გან შუა სა­უ­კუ­ნებ­ში სტან­დარ­ტი არ არ­სე­ბობს, სხვა­დას­ხვა მე­ფეს თა­ვი­სი დრო­შა ჰქონ­და, თუმ­ცა ხუთ­ჯვრი­ა­ნი დრო­შა ძა­ლი­ან ხში­რად ფიქ­სირ­დე­ბა.

განაგრძეთ კითხვა