დედამიწას 1.1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი უახლოვდება - რას აცხადებენ მეცნიერები? | Allnews.Ge

დედამიწას 1.1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი უახლოვდება - რას აცხადებენ მეცნიერები?

18 იან­ვარს, დე­და­მი­წას და­ახ­ლო­ე­ბით 1 კი­ლო­მეტ­რის სი­გა­ნის ას­ტე­რო­ი­დი ჩა­უქ­რო­ლებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ამე­რი­კის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო, ნასა ავ­რცე­ლებს.

ის და­ახ­ლო­ე­ბით 76 000 კმ/სთ სიჩ­ქა­რით იმოძ­რა­ვებს და დე­და­მი­წას 2 მლნ კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით ჩა­უვ­ლის. ეს შე­იძ­ლე­ბა უსაფრ­თხო მან­ძი­ლად ჟღერ­დეს და ასეც არის, მაგ­რამ კოს­მო­სუ­რი სტან­დარ­ტე­ბით, მსგავ­სი, დიდი ზო­მის ობი­ექ­ტზე სა­უბ­რი­სას, ახლო მან­ძი­ლად ით­ვლე­ბა. ეს ას­ტე­რო­ი­დი 1994 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს და "7482"-ის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი.

მე­დი­ის ცნო­ბით, არა­ვინ ელის, რომ ას­ტე­რო­ი­დი დე­და­მი­წას შე­ე­ჯა­ხე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ის ფაქ­ტია, რომ ნა­სას გათ­ვლე­ბით, მომ­დევ­ნო ორი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის ერ­თა­დერ­თი ას­ტე­რო­ი­დი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ასე მო­უ­ახ­ლოვ­დე­ბა ჩვენს პლა­ნე­ტას.

fe3696a29c-48049-1642091534.jpg

"7482" ას­ტე­რო­ი­დე­ბის კოს­მო­სუ­რი ქვის კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, შე­მოკ­ლე­ბით მათ NEO-ს სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ. ეს ობი­ექ­ტე­ბი, დე­და­მი­წას­თან 50 მი­ლი­ო­ნი კი­ლო­მეტ­რის სი­ახ­ლო­ვე­ზე მოძ­რა­ო­ბენ. ნა­სას სულ 28 000 მსგავ­სი ობი­ექ­ტი აქვს აღ­მო­ჩე­ნი­ლი და წლი­უ­რად, 3 000 მა­ინც ემა­ტე­ბა მათ რი­ცხვს.

"7482"-ის დე­და­მი­წას 18 იან­ვარს, ჩვე­ნი დრო­ით, 01:51 სა­ათ­ზე ჩა­უვ­ლის. ას­ტე­რო­ი­დის შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით და­ნახ­ვა სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ პა­ტა­რა ტე­ლეს­კო­პით მას მარ­ტი­ვად და­ი­ნა­ხა­ვენ.

myquiz