პურის რომელი სახეობაა საუკეთესო ჯანმრთელობისთვის? | Allnews.Ge

პურის რომელი სახეობაა საუკეთესო ჯანმრთელობისთვის?

თეთრი პურისგან განსხვავებით, სასარგებლოა ცეხვილი და ქატოს პური. ქატოს პური, მარცვლის გარეთა გარსის ფქვილისგანაა გამომცხვარი, შესაბამისად მასში არ არის სახამებელი და ის მხოლოდ სასარგებლო ნივთიერებებითაა გაჯერებული.

ცეხვილი პური კი მთლიანი ხორბლისგანაა დამზადებული, თუმცა უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ხორბალი დაღერღილია და ასეთი ფქვილისგან გამომცხვარ პურში სახამებლის გარდა, სასარგებლო ნივთიერებებიცაა.

ამიტომ თუ გინდათ ჭამოთ სასარგებლო პური, მისი ამორჩევისას უპირატესობა უნდა მიანიჭოთ უხეშად დაღერღილი მარცვლისგან გამომცხვარ პურს. უხეში დამუშავებით მიღებული ფქვილი ინარჩუნებს მარცვლის სასარგებლო თვისებებს, შენარჩუნებულია გარსი და ჩანასახი, ვიტამინები, მინერალები და უჯრედისი. ასევე ძალიან სასარგებლოა ჭვავისპური.

ჭვავის პური დიდი რაოდენობით უჯრედისს, მინერალურ მარილებს და ვიტამინებს შეიცავს. ჭვავის ფქვილი შეიცავს ორჯერ მეტ მაგნიუმს და კალიუმს, ვიდრე ხორბლის და 30%-ით მეტ რკინას. თუმცა მიუხედავად ასეთი დადებითი თვისებებისა ჭვავის პურის ხშირი მიღება კუჭ-ნაწლავის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის.