ჯადოქრობის" დაუჯერებელი ამბები წარსულიდან და სიკვდილით დასჯილი ათასობით შოტლანდიელი ქალი | Allnews.Ge

ჯადოქრობის" დაუჯერებელი ამბები წარსულიდან და სიკვდილით დასჯილი ათასობით შოტლანდიელი ქალი

მე-16 მე-18 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში შოტ­ლან­დი­ა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილს და ძი­რი­თა­დად ქა­ლებს, ჯა­დოქ­რე­ბად მი­იჩ­ნევ­დნენ და მათ ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნას აბ­რა­ლებ­დნენ.

მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ "ჯა­დო­ქარ ქა­ლებს" ცხო­ვე­ლე­ბად, ან ფრინ­ვე­ლე­ბად გა­დაქ­ცე­ვა, ეშ­მაკ­თან ცეკ­ვა, ცო­ცხით ფრე­ნა შე­ეძ­ლოთ. ჯა­დოქ­რე­ბად მიჩ­ნე­უ­ლებს სიკ­ვდი­ლით სჯიდ­ნენ, სიკ­ვდი­ლით დას­ჯამ­დე კი უმე­ტეს მათ­განს სას­ტი­კად აწა­მებ­დნენ - აძ­რობ­დნენ ფჩხი­ლებს, ჩხვლეტ­დნენ ნემ­სებს, რათა გა­ერ­კვი­ათ სის­ხლი გა­მოს­დი­ო­დათ თუ არა.

jadoqrebi-51792-1641910146.jpg

ჯა­დოქ­რე­ბად მიჩ­ნე­უ­ლი და დახ­ვრე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მე­მო­რი­ა­ლი შოტ­ლან­დი­ა­ში

სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ "ჯა­დოქ­რე­ბის" დევ­ნა შოტ­ლან­დი­ა­ში უკვე სა­მას­ზე მეტი წე­ლია შე­წყდა, თუმ­ცა ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გეგ­მავს, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ გარ­დაც­ვლი­ლებს სა­პარ­ლა­მენ­ტო ტრი­ბუ­ნი­დან მო­უ­ხა­დოს ბო­დი­ში.

300 წლის წინ და­ახ­ლო­ე­ბით 3873 შოტ­ლან­დი­ე­ლი გა­ა­სა­მარ­თლეს ჯა­დოქ­რო­ბის ბრალ­დე­ბით, რო­მელ­თა 84% ქალი იყო, სა­სა­მარ­თლო მათ "ზე­ბუ­ნებ­რივ და­ნა­შა­ულს" სდებ­და ბრა­ლად. -0:07 შოტ­ლან­დი­ის ის­ტო­რი­ას "ჯა­დოქ­რებ­ზე დიდი ნა­დი­რო­ბის" ხუთი პე­რი­ო­დი აქვს შე­მო­ნა­ხუ­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად, 1563 წელს, შოტ­ლან­დი­ელ­მა ჯვა­როს­ნებ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ი­წყეს ადა­მი­ა­ნე­ბის დევ­ნა ჯა­დოქ­რო­ბის ბრალ­დე­ბით. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ დროს რე­გუ­ლა­რუ­ლად ცდი­ლობ­და ჯა­დოქ­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, რის შემ­დე­გაც, მათ სიკ­ვდი­ლით სჯიდ­ნენ.

jadoqari2-51882-1641910167.jpg

"ჯა­დოქ­რებ­ზე ნა­დი­რო­ბა" ოფი­ცი­ა­ლუ­რად 1736 წელს შე­წყდა.

მეფე ჯე­იმს მე­ექ­ვსე

მეფე ჯე­იმს მე­ექ­ვსე­სა და მის გა­რე­მოც­ვას სჯე­რო­და, რომ მისი და­ნი­ე­ლი სა­ცო­ლის გე­მე­ბი სწო­რედ ჯა­დოქ­რე­ბის წყევ­ლის გამო ჩა­ი­ძი­რა. ასე­ვე ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში და­ცუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე­ფის ერთ-ერთი ქვე­შევ­რდო­მი შე­ეს­წრო 200 ქა­ლის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ რი­ტუ­ალს, რი­ტუ­ა­ლი კი მე­ფის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი და შე­დე­გად, ჯე­იმს მე­ექ­ვსის დახ­რჩო­ბა სურ­დათ.

ჯე­იმს VI-მ ჯა­დოქ­რო­ბის შეს­წავ­ლა და­ი­წყო. ის ჯა­დოქ­რე­ბად მიჩ­ნე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს ეს­წრე­ბო­და.

განაგრძეთ კითხვა