10-მეტრიანი "ზღვის დრაკონი" და უნიკალური აღმოჩენა ბრიტანეთში | Allnews.Ge

10-მეტრიანი "ზღვის დრაკონი" და უნიკალური აღმოჩენა ბრიტანეთში

"საბ­ჭოს და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი: მგო­ნი, დი­ნო­ზავ­რი ვი­პო­ვე", - ყვე­ბა ჯო დე­ვი­სი, რო­მე­ლიც ლეს­ტე­რის მახ­ლობ­ლად, რატ­ლან­დის ნაკ­რძალ­ში მუ­შა­ობს. 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში რე­ზერ­ვუ­არ­თან მან ტა­ლახ­ში "რა­ღაც უც­ნა­უ­რი" შე­ნიშ­ნა, სწო­რედ ასე აღ­მო­ა­ჩი­ნეს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში იქ­ტი­ო­ზავ­რის ძვლე­ბი.

ეს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი იქ­ტი­ო­ზავ­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე დი­დია - 10 მეტ­რის სიგ­რძის.

მკვლევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს არ­სე­ბე­ბი დელ­ფი­ნებს წა­ა­გავ­დნენ. იქ­ტი­ო­ზავ­რე­ბი წყლის მტა­ცებ­ლე­ბი იყ­ვნენ, 25 მეტ­რის სიგ­რძემ­დე იზ­რდე­ბოდ­ნენ და დე­და­მი­წა­ზე 250 მი­ლი­ო­ნი წლის წინ ცხოვ­რობ­დნენ.

დოქ­ტო­რი დინ ლო­მაქ­სი, რო­მე­ლიც პა­ლე­ონ­ტო­ლო­გის­ტია, მან­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მო­იწ­ვი­ეს, რათა გა­თხრებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო. მან აღ­მო­ჩე­ნას უპ­რე­ცე­დენ­ტო უწო­და ნარ­ჩე­ნე­ბის ზო­მი­სა და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გამო - "ესაა ერთ-ერთი უდი­დე­სი მო­ნა­პო­ვა­რი ბრი­ტა­ნუ­ლი პა­ლე­ონ­ტო­ლო­გი­ის ის­ტო­რი­ა­ში", - ამ­ბობს მეც­ნი­ე­რი.

file-20180410-540-rjw5tz-48966-1641886916.jpg

რუტ­ლენ­დის რე­ზერ­ვუ­ა­რის მე­ნე­ჯერს, ან­გლია ვო­თერს სურს, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე­ვე დარ­ჩეს იქ­ტი­ო­ზავ­რი და ხალ­ხს მისი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლოს.