როდის იქნება მზად "ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინა? - "ფაიზერის“ განმარტება | Allnews.Ge

როდის იქნება მზად "ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინა? - "ფაიზერის“ განმარტება

Pfizer-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ალ­ბერტ ბურ­ლას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის "ომიკ­რონ“ შტა­მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა მზად მარ­ტის­თვის იქ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ მან "CNBC“-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გან­ცხა­და.

მისი თქმით, მი­ზა­ნი იმა­შია, რომ შე­იქ­მნას ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად უშ­ლის ხელს "ომიკ­რო­ნით“ და­ინ­ფი­ცი­რე­ბას.

"ეს ვაქ­ცი­ნა მარ­ტში იქ­ნე­ბა მზად. ჩვენ უკვე ვი­წყებთ მისი გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის წარ­მო­ე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ლამ.

მან­ვე დას­ძი­ნა, რომ ვაქ­ცი­ნა სხვა შტა­მე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის ცირ­კუ­ლი­რებს.

კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თქმით, ამ დრომ­დე გა­უ­გე­ბა­რია, არის თუ არა სა­ჭი­რო "ომიკ­რო­ნის“ ვაქ­ცი­ნა და რო­გორ იქ­ნე­ბა ის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ "ფა­ი­ზერს“ მზად ექ­ნე­ბა დო­ზე­ბი, ვი­ნა­ი­დან, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას სურს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად დამ­ზად­დეს.

"ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ შევ­ქმნით რა­ღა­ცას, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­უ­კე­თე­სო დაც­ვას, გან­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, რად­გან ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის­გან და მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის­გან დამ­ცა­ვი ახ­ლაც არ­სე­ბობს, არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

ბურ­ლას თქმით, უც­ნო­ბია, არის თუ არა სა­ჭი­რო მე­ო­თხე დოზა და ფა­ი­ზე­რი ჩა­ა­ტა­რებს ექ­სპე­რი­მენ­ტებს ამის გან­სა­სა­ზღვრად.