2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის: გაგანებივრებთ თუ არა წლის მბრძანებელი? და რა სფეროში გელით წარმატება? | Allnews.Ge

2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის: გაგანებივრებთ თუ არა წლის მბრძანებელი? და რა სფეროში გელით წარმატება?

2022 წელი მო­დის და ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ახა­ლი წელი, რომ­ლის მმარ­თვე­ლიც აღ­მო­სავ­ლუ­რი კა­ლენ­დრით შავი ვე­ფხვი იქ­ნე­ბა. ვე­ფხვი გა­მარ­ჯვე­ბას ჰპირ­დე­ბა ამ­ბი­ცი­ურ, მი­ზან­მი­მარ­თულ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მოქ­მე­დე­ბენ და ინ­ტუ­ი­ცი­ა­სა და ინ­ტე­ლექტს ეყ­რდნო­ბი­ან. ვე­ფხვს რო­მან­ტი­კუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბა სურს. ზო­გა­დად, წელს მეტი დრო და ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­უთ­მოთ ოჯახს, სახ­ლს, ბავ­შვებს. იზ­რუ­ნოთ ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე, წი­ნაპ­რე­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბის აღ­დგე­ნა­ზე. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით. მო­ი­მა­ტებს ხან­მოკ­ლე რო­მა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. 2022 წელი სა­უ­კე­თე­სოა ჩა­სახ­ვი­სა და შვი­ლის გა­ჩე­ნის­თვის. ოჯახ­ში "ვე­ფხვის" და­ბა­დე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ­ში ბედ­ნი­ე­რი ნი­შა­ნია.

ვირ­თხა

დიდ გა­მარ­ჯვე­ბას ნუ ელით. წელს უფრო უნდა გას­ცეთ, ვიდ­რე მი­ი­ღოთ. ბიზ­ნე­სი­სა გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში ახლო მე­გობ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი და­გეხ­მა­რე­ბი­ან. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში უსი­ა­მოვ­ნე­ბა მო­მენ­ტე­ბი გე­ლით. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ მერ­ყევ და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პარტნი­ორს და­უ­კავ­ში­რებთ ბედს. ნუ მი­ი­ღებთ და­უ­ფიქ­რე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ფი­ნან­სურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ზა­რა­ლი უფრო მეტი გექ­ნე­ბათ, ვიდ­რე მო­გე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ ვა­ლებ­ში არ გა­და­ვარ­დეთ, ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფა და მოთ­მი­ნე­ბა უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ. გირ­ჩევთ, მო­ძებ­ნოთ ისე­თი სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც პერ­სპექ­ტი­უ­ლიც იქ­ნე­ბა და მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­საც მო­გი­ტანთ. თუ სამ­სა­ხურ­ში ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ხართ, იყა­ვით კო­ლე­გე­ბის მი­მართ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, ბრძნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღეთ და ხში­რად გა­ი­ღი­მეთ. ზო­გა­დად, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ პო­ზი­ტი­უ­რი იქ­ნე­ბით გარ­შე­მო მყო­ფებ­თან.

ხარი

უნდა იბ­რძო­ლოთ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად, მზის ქვეშ თქვე­ნი კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი და­სა­კა­ვებ­ლად, არ იზარ­მა­ცოთ. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცვლი­ლე­ბა კა­რი­ე­რის სფე­რო­ში. მი­ი­ღებთ კი­თხვა­ზე პა­სუხზე, რაც დიდი ხა­ნია გტან­ჯავ­დათ. მი­მარ­თეთ ენერ­გია მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ, და­წი­ნა­უ­რე­ბის­კენ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი ან ახა­ლი ბი­ნის მფლო­ბე­ლი გახ­დეთ. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სიფრ­თხი­ლე და დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში დიდი ხნით რო­მან­ტი­კის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე. კარ­გი წე­ლია და­ო­ჯა­ხე­ბის­თვის. მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე დაბ­რკო­ლე­ბე­ბი­სა, სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბიც ხში­რად გექ­ნე­ბათ და წარ­მა­ტე­ბის შან­სიც, მთა­ვა­რია, გუ­ლით მო­ინ­დო­მოთ.

ვე­ფხვი

ვე­ფხვი ვე­ფხვებს ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს მო­გი­ტანთ. წარ­მა­ტე­ბა გე­ლით ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში: ვე­ფხვი გპირ­დე­ბათ კა­რი­ე­რულ წინსვლას, ფული ყვე­ლა­ფერ­ზე გე­ყო­ფათ, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ჰარ­მო­ნია და­ი­სად­გუ­რებს. თუმ­ცა, კონ­კუ­რენ­ტებ­თან სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ. მათ­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლია ტყუ­ი­ლი და ღა­ლა­ტი. ის­წავ­ლეთ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან მშვი­დად თა­ნა­ცხოვ­რე­ბა. და­უ­მე­გობ­რდე­ბით გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს. თუ სწო­რად და­გეგ­მავთ, ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოხ­ვალთ. მო­ე­რი­დეთ ფუ­ლის და­ბან­დე­ბას სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. რო­მან­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბა მოქ­მე­დე­ბის, ახა­ლი მწვერ­ვა­ლე­ბის და­პყრო­ბის სურ­ვილს გა­გიჩ­ნეთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა უცხო­ელ­ზე გა­და­წყვი­ტოს და­ქორ­წი­ნე­ბა. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში მო­ი­მა­ტებს ჰარ­მო­ნია, ერ­თმა­ნე­თის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბის სურ­ვი­ლი.

განაგრძეთ კითხვა

myquiz