"ამერიკელების სამ-მეოთხედზე მეტს აწუხებს ცუდი ფინანსური მდგომარეობა"- შოკისმომგვრელი ფაქტები ამერიკის ფინანსების შესახებ | Allnews.Ge

"ამერიკელების სამ-მეოთხედზე მეტს აწუხებს ცუდი ფინანსური მდგომარეობა"- შოკისმომგვრელი ფაქტები ამერიკის ფინანსების შესახებ

ამერიკა ცნობილია, როგორც ყველაზე კომფორტული და მდიდარი ქვეყანა მსოფლიოში. იქ ცხოვრებაზე ყველა ოცნებობს, თუმცა შესაძლოა, თქვენს წარმოდგენებთან შედარებით, რეალობა სულ სხვანაირი იყოს.

დღეს აშშ არის ქვეყანა, რომელიც ცხოვრობს კრედიტით, აქვს ვალები და გამეფებულია საშინელი უთანასწორობა, რომელიც COVID-19-ის პანდემიამ გაამწვავა.

წარმოგიდგენთ რამდენიმე შოკისმომგვრელ ფაქტს ამერიკის ფინანსების შესახებ:

2021 წლის ნოემბერში აშშ-ში ფასები 6.8%-ით გაიზარდა

სამომხმარებლო ფასები 2021 წლის ნოემბერში გასულ წელთან შედარებით 6.8%-ით გაიზარდა - ეს არის ყველაზე მკვეთრი ზრდა 1982 წლის შემდეგ. მილიონობით ამერიკელი თავს უფრო გაღარიბებულად გრძნობს, ვიდრე ოდესმე.

ყოველი მესამე ამერიკელი იხდის გასული წლის სადღესასწაულო ვალს

ბევრი ამერიკელი დიდ ფულს ხარჯავს მეგობრებსა და ოჯახზე. NerdWallet-ის კვლევამ აჩვენა, რომ საშუალოდ ადამიანი მხოლოდ საჩუქრებზე 762 დოლარს ხარჯავს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ 35 მილიონზე მეტი ადამიანი კვლავ იხდის თავის სადღესასწაულო ვალს 2020 წლიდან.

ამერიკელების სამ-მეოთხედზე მეტს აწუხებს ცუდი ფინანსური მდგომარეობა

2020 წლის ოქტომბერში Capital One-ისა და The Decision Lab-ის მიერ ჩატარებული Mind over Money-ის გამოკითხვის თანახმად, ზრდასრული ამერიკელების 77% შეშფოთებულია მათი ფინანსური მდგომარეობის გამო. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ გამოკითხულთა 58%-ს სჯერა, რომ ფინანსები აკონტროლებს მათ ცხოვრებას, ხოლო 52%-ს უჭირს ფულადი პრობლემების მოგვარება.

აშშ-ში 20 ოჯახიდან ერთს საბანკო ანგარიში არ აქვს

2021 წლის ივნისში, ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 20 ოჯახიდან ერთი არ იყენებს საბანკო ანგარიშებს ფულის სამართავად. რაც ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ წვდომა სადებეტო ბარათებზე, შემნახველ სქემებზე ან ბანკომატებზე.

ამერიკელების თითქმის მეოთხედმა უარი თქვა სამედიცინო დახმარებაზე ხარჯების გამო

ჯანდაცვის ღირებულება აშშ-ში კონტროლის გარეშეა. ქვეყანაში თითქმის 140 მილიონი ზრდასრული ყოველწლიურად უჩივის სამედიცინო ფინანსურ გაჭირვებას, მაშინ როცა Bankrate-ის მიერ პანდემიის დასაწყისში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელების 22%-მა უარი თქვა საკუთარ თავზე სამედიცინო დახმარებაზე წინა 12 თვის განმავლობაში ხარჯების გამო.

განაგრძეთ კითხვა