5 ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიოში | Allnews.Ge

5 ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიოში

სოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ სახლებს, გარდა ვიზუალური მხარისა, საკუთარი უნიკალური ისტორიაც აქვთ, რომელიც მატერიალურად მათი ქონების სიძვირეში გამოიხატება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არსებული ქონების ჩამონათვალში თქვენ მინიმუმ 390 მილიონ დოლარზე მეტი დაგჭირდებათ, რათა რომელიმე მათგანი თქვენი საკუთრება გახდეს.

თუ რა ხდის მოცემულ სახლებს უნიკალურს, თავად განსაჯეთ, იქამდე კი წარმოგიდგენთ, ხუთეულს:

5. ბუშტების სასახლე – 390 მილიონი დოლარი

1-1641541398-1641628237.jpg

„ბუშტების სასახლე“ (Bubble Palace - Le Palais Bulle) შეიქმნა უნგრელი არქიტექტორის, ანტი ლოვაგის მიერ და აშენდა რეგიონში 1975-1989 წლებში. ქონებას აქვს სამი საცურაო აუზი, ბაღები და 500-ადგილიანი ამფითეატრი, რომელიც აშენებულია ბორცვზე.

„ბუშტების სასახლე“ ამჟამად ეკუთვნის იტალიაში დაბადებულ ფრანგ მოდის დიზაინერს პიერ კარდენს. ქონება ძირითადად გამოიყენება დასასვენებლად, ასევე სხვადასხვა წვეულებებისთვის და შოუებისთვის.

4. ვილა ლეს სედრესი – 450 მილიონი დოლარი

2-1641541417-1641628268.jpg

მეოთხე ადგილს იკავებს ვილა ლეს სედრესი (Les Cèdres), რომელიც მდებარეობს საფრანგეთში, სენ-ჟან-კაპ-ფერატში.

450 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი, უკვე ნახევარ მილიარდ დოლარს უახლოვდება. ის პირველად 1830 წელს აშენდა და ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-მ იყიდა 1904 წელს.

2017 წელს ბაზარზე ყველაზე ძვირად ღირებულ სახლად ითვლებოდა; მაგრამ მას შემდეგ სიის მომდევნო სამმა საკუთრებამ გადაუსწრო.

ქონება განლაგებულია დაახლოებით 35 ჰექტარზე და მისი სახელი მომდინარეობს მის ტერიტორიაზე მდებარე მრავალი კედრის ხიდან.

თავად სახლი არის დაახლოებით 18 000 კვადრატული ფუტი და შედგება 14 საძინებლისგან. მას ასევე აქვს უზარმაზარი საცურაო აუზი და დიდი თავლა, განკუთვნილი დაახლოებით 30 ცხენისთვის.

ინტერიერი შედგება ბროლის ჭაღების, მოოქროვილი ხის ნამუშევრების, მე-19 საუკუნის ზეთის ნახატებისა და ხის ფირფიტებით მოპირკეთებულ ბიბლიოთეკისგან, სადაც 3000 წიგნია განთავსებული.

განაგრძეთ კითხვა

myquiz