"მთელი ცხოვრება საქართველოს შევალიე. საქართველო იყო და არის ჩემი სამშობლო" - ვიქტორ სანეევის ინტერვიუ არქივიდან | Allnews.Ge

"მთელი ცხოვრება საქართველოს შევალიე. საქართველო იყო და არის ჩემი სამშობლო" - ვიქტორ სანეევის ინტერვიუ არქივიდან

ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი, ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვი 76 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის გახ­ლდათ სამხტომ­ში სამ­გზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი და ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რი, ევ­რო­პის მრა­ვალ­გზის ჩემ­პი­ო­ნი, მსოფ­ლი­ოს სამ­გზის რე­კორდსმე­ნი, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი მძლე­ო­სა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს XX სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნი. სა­ნე­ევ­მა ოლიმ­პი­ა­და 1968, 1972 და 1976 წლებ­ში მო­ი­გო. 1980 წელს კი მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­დის ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რი გახ­და.

1990 წელს სა­ნე­ევ­მა ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად ავ­სტრა­ლი­ა­ში გა­და­ვი­და.

2011 წელს სწო­რედ ავ­სტრა­ლი­ა­ში ჩა­წე­რა გა­ზეთ­მა "ყვე­ლა სი­ახ­ლემ" მას­თან ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც ambebi.ge -ს არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა. მისი ავ­ტო­რი თა­თუ­ლი ბარ­თა­ია გახ­ლავთ. გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას უც­ვლე­ლად:

0df807ab-dd6f-4350-9551-7a3480b1de5f-35861-42827-1641373262.jpg

"ავ­სტრა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ სიდ­ნე­ი­ში ერთი სა­ოც­რად ტკბი­ლი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ოჯა­ხი ცხოვ­რობს. ამ ოჯახ­ში პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოა. მი­სა­ღებ ოთახ­ში კედ­ლებს თბი­ლი­სის ხე­დე­ბი ამ­შვე­ნებს, თა­რო­ებ­ზე კი უამ­რა­ვი ქარ­თუ­ლი სუ­ვე­ნი­რია. ერთი სი­ტყვით, იო­ლად იგ­რძნობთ ქარ­თულ სულს...

სა­ნე­ე­ვე­ბის ოჯახ­ში ყო­ველ­თვის დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მხვდე­ბი­ან. დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ყო­ველ­თვის დიდი სუფ­რა იშ­ლე­ბა და მრგვალ მა­გი­დას­თან ჩემი კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლიც კი მაქვს. სუფ­რას ყო­ველ­თვის სა­გან­გე­ბოდ გა­და­ნა­ხუ­ლი ერთი ბოთ­ლი ქარ­თუ­ლი ღვი­ნო ამ­შვე­ნებს. ვსა­უბ­რობთ სა­ქარ­თვე­ლო­ზე და ყვე­ლა სა­დღეგ­რძე­ლო სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თველ ხალ­ხს ეძღვნე­ბა.

სუფ­რის თა­მა­და კი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ოჯა­ხის უფ­რო­სი ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვია, XX სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი, მძლე­ოს­ნო­ბა­ში (სამხტომ­ში) სამ­გზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი და ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რი. ბა­ტონ ვიქ­ტორს არ უყ­ვარს ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, ამი­ტომ კი­თხვებს გზა­დაგ­ზა, სა­დღეგ­რძე­ლო­ებს შო­რის ვუს­ვამ­დი.

saneevi1-42502-1641373069.jpg

65 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ვნი­სას თა­თუ­ლი ბარ­თა­ი­ას­თან ერ­თად

- 1992 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა რომ აი­რია, ჩემს მე­უღ­ლე ია­ნას­თან და ვაჟ­თან, სან­დროს­თან ერ­თად ავ­სტრა­ლი­ა­ში წა­მო­ვე­დი. სიდ­ნე­ი­ში პრეს­ტი­ჟულ­მა კო­ლე­ჯ­მა "სენ ჯო­ზეფ­მა" კონ­ტრაქ­ტი გა­მი­ფორ­მა და ბინა და მან­ქა­ნაც მომ­ცა. კო­ლე­ჯში სა­ვარ­ჯი­შოდ კარ­გი პი­რო­ბე­ბი იყო, მაგ­რამ აქა­უ­რებს არ სურ­დათ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ენერ­გი­ის სრუ­ლად და­ხარ­ჯვა, გა­მარ­ჯვე­ბა კი ამის გა­რე­შე რთუ­ლია.

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე გყავთ, სად შეხ­ვდით ერ­თმა­ნეთს?

- ია­ნას ძმას­თან ვმე­გობ­რობ­დი, ერ­თმა­ნე­თი სო­ხუმ­ში გა­ვი­ცა­ნით.

იანა:

- ისე მი­ყუ­რებ­და ხოლ­მე, ვგრძნობ­დი, მოვ­წონ­დი, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი. არა­და, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, ნამ­დვი­ლი "ვარ­სკვლავ­ბი­ჭუ­ნა" (იცი­ნის).

ვიქ­ტო­რი:

- მოკ­ლედ, დიდი ენერ­გია დავ­ხარ­ჯე, რომ მისი ყუ­რა­დღე­ბა და­მემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა.

იანა:

- როცა მივ­ხვდი, რომ კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, ჩემი გუ­ლიც და­ი­პყრო.

4857370-35372-42565-1641373123.jpg

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

- ად­ვი­ლად დაგ­თან­ხმდათ იანა ავ­სტრა­ლი­ა­ში წა­მოს­ვლა­ზე?

ვიქ­ტო­რი:

- რა თქმა უნდა, გა­უ­ჭირ­და ახ­ლობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის მი­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ ასე მოხ­და. იანა ექი­მია და დღეს პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ობს.

- სან­დროს არ სურ­და, თქვენს გზას გაჰ­ყო­ლო­და?

- სან­დროს კარ­გი სპორ­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მი აქვს, ათ­ლე­ტუ­რი აღ­ნა­გო­ბაც ხელს უწყობს. სპორ­ტუ­ლი კო­ლე­ჯი და­ამ­თავ­რა და წარ­მა­ტე­ბაც ჰქონ­და, მაგ­რამ... შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­ცუ­რა­ვეა, თა­მა­შობს კა­ლათ­ბურთს, მაგ­რამ ეს მის­თვის ჰო­ბია. სპორ­ტით, სხვა­თა შო­რის, ჩვენს ოჯახ­ში ია­ნას დის­შვი­ლი, პა­ტა­რა ჯორ­ჯია უფრო სე­რი­ო­ზუ­ლა­დაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. კა­რა­ტე­სა და ჩოგ­ბურთზე და­დის. სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით ჯორ­ჯია და­ვარ­ქვით...

განაგრძეთ კითხვა

myquiz