კორეელი პასტორი, რომელმაც  1 600 ახალშობილი სიკვდილისგან იხსნა- ორიგინალური იდეა, რომლითაც პასტორი ქუჩაში დატოვებული ბავშვების პრობლემის მოგვარებას ცდილობს | Allnews.Ge

კორეელი პასტორი, რომელმაც  1 600 ახალშობილი სიკვდილისგან იხსნა- ორიგინალური იდეა, რომლითაც პასტორი ქუჩაში დატოვებული ბავშვების პრობლემის მოგვარებას ცდილობს

ის ფაქტი, რომ სამხრეთ კორეის ღარიბი მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბესა და გაჭირვებაში ცხოვრობს ნამდვილად არ წარმოადგენს სიახლეს. ქვეყანაში ათასობით ადამიანი იძულებული ძალიან პატარა სახლებში ან სულაც ქუჩაში იცხოვროს.

main-qimg-f8cfba243e4040b0ea83159958e41e4a-lq-1641286972.jpg

სიღარიბის გამო, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც შვილი ქორწინების გარეშე შეეძინა ახალშობილს პირდაპირ ქუჩაში ტოვებს. სამხრეთ კორეა ტრადიციული ქვეყანაა, სადაც მარტოხელა დედობა სირცხვილად ითვლება, ქალისთვის კი ბავშვის დამოუკიდებლად გაზრდა თითქმის შეუძლებელიც კია.

ამის გამო ისინი ხშირად ამბობენ ბავშვებზე უარს. ადგილობრივების თქმით, მარტოხელა დედები ხშირად ბავშვებს ქუჩაში, ნაგვის ურნებთანაც კი ტოვებენ, სადაც მათი გარდაცვალების შანსი საკმაოდ მაღალი.

9952996-012321-ktrk-car-jacking-redo-vid-1641286993.jpg

დღევანდელ სტატიაში გვსურს მოგვიყვეთ სამხრეთ კორეელ მამაკაცზე, რომელმაც ქუჩაში სიკვდილისგან 1 600-ზე მეტი ბავშვი გადაარჩინა.

ლი იონგ რაკი პასტორია, რომელიც ათწლეულების სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ეკლესიაში მსახურობს. 30 წლის წინ მას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი შეეძინა, რის გამოც კლინიკაში ხშირად უწევდა ყოფნა.

ის ყოველდღიურად ხედავდა როგორ ტოვებდნენ ქალები ბავშვებს საავადმყოფოში, ან კლინიკიდან გამოსვლისას პირდაპირ ქუჩაში.

south-korean-pastors-babybox-ministry-continues-saves-250-babies-each-year-1024x683-1641287039.jpg

ამ პრობლემის მოსაგვარებლად მან საკმაოდ უჩვეულო და ორიგინალური გზა მოიფიქრა. ლიმ იმ ეკლესიის კედელთან, სადაც ის მსახურობს ე.წ. Baby Box დააყენა, სადაც ქალებს, რომლებსაც ბავშვის მიტოვება სურთ, მათი ყუთში დატოვება შეუძლიათ.

სირცხვილისა და პასუხისმგებლობის გამო ისინი ბავშვთა სახლებში შვილების დატოვებისგან თავს არიდებდნენ, ამ შემთხვევაში კი მათი ანონიმურობა დაცულია და პატარებიც უსაფრთხოდ არიან.

pastorlee-1641287073.jpg

პასტორმა ლიმ Baby Box-ში სპეციალური სენსორი დაამონტაჟა, რომელიც ბავშვის წონაზე რეაგირებს, ზარი ირთვება და ახალშობილის დატოვებიდან 10 წამში მას მორიგე აკითხავს. ბავშვის პოვნის შემდეგ პასტორი ლი მის ჯანმრთელობას ამოწმებს, შემდეგ კი ბავშთა სალხში მიჰყავს, სადაც ახალშობილს ახალ ოჯახს მოუძებნიან.

jnhlzmpikgr9gjvyzmof-1641287391.jpg

ამ გზით პასტორმა ლიმ 11 წლის მანძილზე 1600-ზე მეტი ბავშვი გადაარჩინა.

„მინდა ვუთხრა მარტოხელა დედებს ნუ დატოვებენ ბავშვებს ქუჩაში, რადგან ყოველთვის არსებობს ალტერნატიული გზა. ჩვენ მათზე ვიზრუნებთ და საიმედო ხელში დავტოვებთ“-აცხადებს ის.

myquiz