როგორ მოვიქცეთ სუფრასთან - ეტიკეტი და კარგი მანერები | Allnews.Ge

როგორ მოვიქცეთ სუფრასთან - ეტიკეტი და კარგი მანერები

კარ­გი მა­ნე­რე­ბი და სუფ­რას­თან მოქ­ცე­ვის წე­სე­ბი ეს ისაა, რაც ყვე­ლა ადა­მი­ან­მა უნდა იცო­დეს! შე­საძ­ლოა, ბევ­რის­თვის ეს მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი და უსარ­გებ­ლო შე­ზღუდ­ვე­ბია, თუმ­ცა მისი დაც­ვა გარ­კვე­ულ წრე­ებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად მო­გი­წევთ, რა თქმა უნდა, თუ არ გსურთ, რომ ხმა­მაღ­ლა მოხვრე­პილ­მა ჩაიმ ან კბი­ლე­ბის გა­მო­ჩიჩ­ქვნამ სა­მუ­და­მოდ და­გი­ხუ­როთ მათი კარი.

ტერ­მი­ნი ეტი­კე­ტი ფრან­გუ­ლი ენი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. ის აღ­ნიშ­ნავს ქცე­ვის კო­დექსს, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტავს თქვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი კლა­სის ან ჯგუ­ფის მი­მართ.

  • სუფ­რას­თან მოქ­ცე­ვის მთა­ვა­რი წე­სია, რაც შე­იძ­ლე­ბა ჩუ­მად, ან სუ­ლაც უხ­მა­უ­როდ მი­ირ­თვათ და და­ლი­ოთ.
  • მა­გი­დას­თან დაჯ­დო­მი­სას თვალს ხში­რად ხვდე­ბა ტექ­სტი­ლის ხელ­სა­ხო­ცი, რო­მელ­საც და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ იშ­ვი­ა­თად იყე­ნე­ბენ. ხე­ლის მსუ­ბუ­ქი მოძ­რა­ო­ბით გახ­სე­ნით და მუხ­ლებ­ზე და­ი­დეთ. ამ ხელ­სა­ხო­ცით ხე­ლის ან პი­რის გაწ­მენ­და რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი არაა, მაქ­სი­მუმ - ტუ­ჩებ­ზე ნა­ზად მი­ი­დოთ სას­მე­ლის და­ლე­ვის შემ­დეგ სის­ვე­ლის შე­საშ­რო­ბად.
  • იმის თქმა ალ­ბათ სა­ჭი­როც არაა, რომ გა­მარ­თუ­ლი უნდა იჯ­დეთ და სუფ­რას იდაყ­ვე­ბი არ უნდა და­აყ­რდნოთ.
  • სუფ­რას­თან დაჯ­დო­მის­თა­ნა­ვე მა­შინ­ვე ჭა­მას ნუ და­ი­წყებთ. და­ე­ლო­დეთ, სა­ნამ სუფ­რის ყვე­ლა წევ­რი დაჯ­დე­ბა და შე­ე­ცა­დეთ, ერ­თობ­ლი­ვად თუ არა, ოდ­ნა­ვი დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­ა­გე­მოვ­ნოთ.
  • საკ­ვე­ბის და­წუ­ნე­ბა ცუდი ტო­ნია. მი­თუ­მე­ტეს თუ სტუმ­რად ოჯახ­ში ხართ. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის გა­მო­ხატ­ვა კი ყო­ველ­თვის მი­სა­სალ­მე­ბე­ლია.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ჭურ­ჭელ­თან და დანა-ჩან­გალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. უმე­ტე­სად, ყველ­გან მარ­ტი­ვად გა­წყო­ბი­ლი სუფ­რა გვხვდე­ბა, ყო­ველ­გვა­რი ზედ­მე­ტი ჩან­გლი­სა თუ თეფ­ში-ჭი­ქის გა­რე­შე. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ბო­კა­ლი, რო­მე­ლიც ზო­მით შე­და­რე­ბით მომცროა, ყო­ველ­თვის ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის, უფრო ზუს­ტად, ღვი­ნის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ხოლო დიდი ბო­კა­ლი გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლის ან წყლის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი.

განაგრძეთ კითხვა

myquiz