მესინგის ფენომენი - კაცი, რომელმაც სტალინის მომავალი იწინასწარმეტყველა | Allnews.Ge

მესინგის ფენომენი - კაცი, რომელმაც სტალინის მომავალი იწინასწარმეტყველა

ექ­სტრა­სენსს უწო­დე­ბენ ზემგრძნო­ბი­ა­რე უნა­რე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბულ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია მო­მა­ვა­ლი გან­ჭვრი­ტოს. ამ მოვ­ლე­ნის მეც­ნი­ე­რუ­ლი ახ­სნა ჯერ არ არ­სე­ბობს. ერთ-ერთი, ვინც ამ უჩ­ვე­უ­ლო ნი­ჭით იყო და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, ვოლფ მე­სინ­გი გახ­ლდათ. წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი, ექ­სტრა­სენ­სი და ჰიპ­ნო­ზი­ო­რი - ამ სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი კაცს, რო­მელ­მაც სტა­ლი­ნი­სა და ჰიტ­ლე­რის მო­მა­ვა­ლი წი­ნას­წარ იცო­და.

აუხ­სნე­ლი ნი­ჭის წყა­ლო­ბით მან პირ­ვე­ლი და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომე­ბის და­წყე­ბის და დამ­თავ­რე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღე­ბიც და­ა­სა­ხე­ლა. მე­სინ­გმა ჯერ კი­დევ 1943 წელს იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, რომ ომი 1945 წლის 9 მა­ისს დამ­თავ­რდე­ბო­და და რა­იხსტაგ­ზე წი­თე­ლი დრო­შა აფ­რი­ალ­დე­ბო­და. რა ვი­ცით მე-20 სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის შე­სა­ხებ? - ის, რომ მე­სინ­გის ფე­ნო­მე­ნი დღემ­დე ამო­უხ­სნე­ლია, ის, რომ ვოლფ მე­სინ­გის და­ჭე­რა­ზე ჰიტ­ლერს სო­ლი­დუ­რი ჯილ­დო ჰქონ­და და­წე­სე­ბუ­ლი, ის, რომ ლე­გენ­დად იქცა... ცნო­ბი­ლია, რომ გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი უნა­რის წყა­ლო­ბით ჯერ ჰიტ­ლე­რი გა­ა­ო­ცა, მერე კი სტა­ლი­ნის პი­რა­დი მრჩე­ვე­ლი გახ­და.

გა­სა­ო­ცა­რი ვოლფ მე­სინ­გი

1899 წლის 10 სექ­ტემ­ბერს ვარ­შა­ვის მახ­ლობ­ლად, პა­ტა­რა ებ­რა­ულ სო­ფელ­ში და­ი­ბა­და ბიჭი, რო­მელ­მაც ცოტა ხან­ში მსოფ­ლიო გა­აკ­ვირ­ვა. სა­ო­ცა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე გა­მო­ავ­ლი­ნა. მო­ზარ­დი იყო, როცა ვარ­შა­ვა­ში გა­იქ­ცა და უჩ­ვე­უ­ლო ნი­ჭის წყა­ლო­ბით მალე მი­იქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა. პო­ლო­ნე­თის ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ მისი ბე­დის ჩარ­ხი უკუღ­მა დატ­რი­ალ­და: ოჯა­ხი ფა­შის­ტებ­მა ამო­უ­წყვი­ტეს, ხოლო თვი­თონ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­თვის შე­ე­ფა­რე­ბი­ნა თავი, თუმ­ცა მა­ნამ­დე იყო 1937 წელი, როცა მან უჩ­ვე­უ­ლო რამ იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა: გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა