საახალწლო ფილმები ჯადოსნური განწყობისთვის, რომლებსაც ოჯახთან ერთად უნდა უყუროთ | Allnews.Ge

საახალწლო ფილმები ჯადოსნური განწყობისთვის, რომლებსაც ოჯახთან ერთად უნდა უყუროთ

წელიწადის ყველაზე ზღაპრული დღეები - საახალწლო დღესასწაულები ახლოვდება. გულის სიღრმეში სასწაულების ყველას გვჯერა. ახალ წელსაც ამ განწყობით ვეგებებით. გარეთ ხშირად თოვს, სახლები ლამაზადაა მორთული და ისღა დაგრჩენიათ, რომ ჩაითბუნოთ საბანში, მოიდგათ გვერდით ცხელი შოკოლადი ან კაკაო და უყუროთ ყველაზე კეთილ და ჯადოსნურ ფილმებს, ბავშვებთან ერთად. ჩვენ რამდენიმე ფილმს შემოგთავაზებთ, რომლებიდანაც თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შერჩევა.

"ჯეკ ფროსტი"

dzhek-frost-1640598654.jpg

გამოშვების წელი: 1998, აშშ

რეჟისორი: ტროი მილერი

როლებში: მაიკლ კიტონი, კელი პრესტონი, ჯოზეფ კროსი

ფილმის აღწერა: ეს ფილმი შესანიშნავია იმისათვის, რომ მთელმა ოჯახმა ერთად ნახოთ. ცნობილი მომღერალი ჯეკი მუდმივად გასტროლებზე, გადაღებებზე, ჩანაწერებსა და კონცერტებზე იმყოფება. ძალიან უყვარს ოჯახი, მაგრამ იმდენად დატვირთულია, ახლობლებისთვის დრო აღარ რჩება. ერთხელ, როცა ხვდება, რომ შვილისგან შორს ყოფნა აღარ შეუძლია, მანქანაში ჯდება და სახლში მიდის. მოყინულ გზაზე მომხდარი უბედური შემთხვევა მის ცხოვრებას ასრულებს. მაგრამ, როგორი შობაა, თუ სასწაული არ მოხდა? ჯეკი აუცილებლად დაუბრუნდება ოჯახს, ოღონდ სხვა ფორმით - ის თოვლის კაცად გადაიქცევა და შვილისთვის ყველაზე კეთილი მეგობარი გახდება.

"ოთხი შობა"

otxi-shoba-1640598692.jpg

გამოშვების წელი: 2008, გერმანია, აშშ

რეჟისორი: სეთ გორდონი

როლებში: ვინს ვონი, რიზ უიზერსპუნი, რობერტ დიუვალი

ფილმის აღწერა: კეიტსა და ბრედს უყვართ ერთად დროის გატარება და ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება ერთმანეთის გარეშე, მაგრამ ოფიციალურ კავშირს არ ჩქარობენ. კარგს ვერაფერს ხედავენ „ჩარჩოებში". ცხოვრობენ ისეთ ოჯახებში, სადაც მშობლები დაშორებულები არიან და ახალი ოჯახები ჰყავთ. შობის ღამეს ნათესავებთან უნდა მისულიყვნენ, მაგრამ წყვილი სხვაგვარად გეგმავს - შორეულ ქვეყნებში წასვლა და დაივინგია მიზანი. მაგრამ მოუწევთ ჩაყვინთვა არა ოკეანეში, არამედ ოჯახურ დღესასწაულებზე...

"როგორ მოიპარა გრინჩმა შობა"

grinchi-1640598758.jpg

გამოშვების წელი: 2000, აშშ, გერმანია

რეჟისორი: რონ ჰოვარდი.

როლებში: ჯიმ ქერი, ტეილორ მომსენი, ჯეფრი ტემბორი

ფილმის აღწერა: ქალაქ კტოგრადში ცხოვრობდა კაცი, სახელად გრინჩი. უჩვეულო გარეგნობით გამოირჩეოდა, მწვანე, მთლიანად თმით დაფარული, არავის უყვარდა და ეს ძალიან აწუხებდა. მის გარდა, ყველას უხაროდა შობის დღესასწაული, ამიტომაც გადაწყვიტა, ყველაზე შური ეძია და შობა მოეპარა...

"დაკარგული შობა"

dakarguli-shoba-1640598812.jpg

გამოშვების წელი: 2011, დიდი ბრიტანეთი

რეჟისორი: ჯონ ჰეი

როლებში: ედი იზარდი, ჯეისონ ფლემინგი, ჯეფრი პალმერი

ფილმის აღწერა: ბიჭი მეხანძრე მამას მანქანის გასაღებს უმალავს, რომ სახლში დარჩეს. მაგრამ, შედეგად, უბედური შემთხვევა ხდება და ბიჭის მშობლები დაიღუპებიან. ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა, რომ არა ის უცნაური მამაკაცი, რომელიც მანჩესტერში შობის წინა დღეს გამოჩნდა. თვითონაც არ იცის, ვინ არის და საიდან, მაგრამ ზუსტად იცის, რომ აქვს უნარი, დაუბრუნოს ადამიანებს ის, რაც დაკარგეს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz