თბილისიდან გადასახლებული მუსიკოსის აგარაკი, რომელიც მეუღლესთან ერთად წალკოტად აქცია | Allnews.Ge

თბილისიდან გადასახლებული მუსიკოსის აგარაკი, რომელიც მეუღლესთან ერთად წალკოტად აქცია

მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი უკვე ორი წელია, თბილისთან ახლოს, ახალდაბაში გადავიდა საცხოვრებლად. სახლი, რომელსაც ოჯახი წლების წინ სააგარაკოდ იყენებდა, ახლა მუდმივი საცხოვრებელია. მომღერალმა მეუღლესთან, ხათუნა დოლიძესთან ერთად ეზო ნამდვილ წალკოტად აქცია. მათ ბაღში 200 სახეობის ვარდს, უამრავ დეკორატიულ, ერთწლიან და მარადმწვანე მცენარეს შეხვდებით. რაც მთავარია, ყველაფერი ის, რასაც აქ ხედავთ, წყვილმა საკუთარი ხელით და შრომით მოაწყო.

xucisvili-2-1640431893.jpg

ზაზა ხუციშვილი:

- ეს დასახლება 1984 წელს აშენდა. „მთავარსაქწყალმშენის“ საუწყებო აგარაკები იყო, სა დაც მამაჩემიც მუშაობდა. ამ აგარაკზე ზაფხულში ისვენებდა. დაახლოებით 90-იანი წლების შუალედში მოხდა პრივატიზება და ეს აგარაკები კერძო საკუთრებაში გადავიდა. მაშინ ეზო-კარის მოწყობა დიდად არ მაინტერესებდა. ეს ინტერესი დაოჯახების შემდეგ გამიჩნდა. მე და ჩემმა მეუღლემ ნელ-ნელა დავიწყეთ ეზოს ფორმირება, მოწყობა.

სახლის უკან გორაკი იყო, რომელიც პრაქტიკულად სახლში შემოდიოდა და ბუჩქნარი ჩანდა. მოვჭერით ეს მიწა და ჩემი ხელით, მეგობრებთან ერთად ავაშენე საყრდენი კედელი. ჩემი გაკეთებულია მშრალი ქვის წყობა. ეს გახლავთ ნიჩბისის ქვა, რომელიც ძალიან ლამაზი და ეფექტურია, თან არც ძვირი ჯდება. საკმაოდ დიდი საძირკველი აქვს და მყარია. ფაქტობრივად, მთელ გორაკს ეს კედელი აკავებს.

xucisvili-10-1640431913.jpg

xucisvili-5-1640431930.jpg

სახლი თავდაპირველად აზბოცემენტის ხიმინჯებზე იდგა და ორი წლის წინ გამოვაცალეთ, მიწაც გამოვიღეთ და თავიდან შემოვაშენეთ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვამთავრებთ. სახლის ასაშენებლად გამოყენებულია რუსული ლარიქსის მასალა, რომელიც გამძლეობითაც გამოირჩევა. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ და პრაქტიკულად გაფუჭებული არ არის.

განაგრძეთ კითხვა