XIX-XX საუკუნეების თბილისური საროსკიპოები - სად მდებარეობდა ისინი და რო­მე­ლი ეროვ­ნე­ბის ხალ­ხი იყო ძი­რი­თა­დად და­საქ­მე­ბუ­ლი? | Allnews.Ge

XIX-XX საუკუნეების თბილისური საროსკიპოები - სად მდებარეობდა ისინი და რო­მე­ლი ეროვ­ნე­ბის ხალ­ხი იყო ძი­რი­თა­დად და­საქ­მე­ბუ­ლი?

სა­ქარ­თვე­ლო­ში პროს­ტი­ტუ­ცია კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა, თუმ­ცა სა­როს­კი­პო­ე­ბის მი­სა­მარ­თი თით­ქმის ყვე­ლა ტაქ­სის მძღოლ­მა იცის. ისე­ვე, რო­გორც დღეს, აკ­რძალ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამ უძ­ვე­ლე­სი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნაც ახერ­ხებ­დნენ საქ­მი­ა­ნო­ბას.

ის­ტო­რი­კო­სი ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი გვი­ამ­ბობს, რო­გორ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და თბი­ლის­ში 30 სა­როს­კი­პო მე-19 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სამ­დე:

iraklixvadagiani-2019-05-21-z537gm0bxt-1640238804.jpeg.jpg

არ­სე­ბობს გრი­გოლ გი­ორ­გა­ძის წიგ­ნი - "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში", რო­მე­ლიც მე-19 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სამ­დე მიმ­დი­ნა­რე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მი­მო­ხილ­ვაა. გრი­გოლ გი­ორ­გა­ძე იუ­რის­ტი, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი, პუბ­ლი­ცის­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი სამ­ხედ­რო მი­ნის­ტრი იყო...

saz-1640239092.png

მის წიგნ­ში და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად არის მა­გა­ლი­თი მოყ­ვა­ნი­ლი, თუ რო­გორ იც­ვლე­ბა ცხოვ­რე­ბა. რო­გორ გა­და­დის კავ­კა­სია-სა­ქარ­თვე­ლო-თბი­ლი­სი შუა სა­უ­კუ­ნე­ობ­რი­ვი გან­ზო­მი­ლე­ბი­დან იმ პე­რი­ო­დის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში, რო­დე­საც კა­პი­ტა­ლიზ­მი ვი­თარ­დე­ბა და ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იშ­ლე­ბა.

ქა­ლა­ქი იმ­დე­ნად გან­ვი­თარ­და, რომ ამ სა­ხის კო­მერ­ცი­ამ ფარ­თო მას­შტა­ბის სახე მი­ი­ღოო... ქა­ლაქ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ­სე­ბობ­და 30 სა­როს­კი­პო და რამ­დე­ნი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად იყო, ეს კი­დევ არ არის გარ­კვე­უ­ლი. ამი­ტო­მაც ავ­ტო­რი ვერ უთი­თებს ზუსტ სტა­ტის­ტი­კას. თუმ­ცა იმ დრო­ის­თვის მე­ფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, პო­ლი­ცია და ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცია მუდ­მი­ვად ცდი­ლობ­დნენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი აღ­რი­ცხუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. სა­ნი­ტა­რუ­ლი და ჰი­გი­ე­ნუ­რი ნა­წი­ლის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ იყო სა­როს­კი­პო სახ­ლე­ბი, რად­გან ეს კე­რე­ბი ეპი­დე­მი­ის და ვე­ნე­რი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი იყო.

ამი­ტო­მაც, ვინც კი სა­როს­კი­პო სახ­ლში მუ­შა­ობ­და, ყვე­ლა პო­ლი­ცი­ის აღი­ცხვა­ზე და ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო... ქუ­თა­ის­ში, ქა­ლა­ქის მმარ­თვე­ლო­ბის სა­არ­ქი­ვო ფონ­დებ­ში 1860-იანი წლე­ბი­დან ერთ-ერთი უად­რე­სი საქ­მე­ე­ბი არის ჰი­გი­ე­ნუ­რი და სა­ნი­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლის მო­წეს­რი­გე­ბა. მათ შო­რის პროს­ტი­ტუ­ცი­ის კე­რე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა...

7-zveli-tbilisi-1640239249.jpg

ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უმ­მა და­ბეჭ­და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, მხატ­ვარ - კა­რა­პეტ გრი­გო­რი­ან­ცის მო­გო­ნე­ბე­ბი ძვე­ლი თბი­ლი­სის ყო­ფა­ზე. მას პირ­და­პირ მო­ნიშ­ნუ­ლი აქვს ის კე­რე­ბი, სა­დაც თბი­ლი­სის სა­როს­კი­პო სახ­ლე­ბი იყო. ეს იყო ძვე­ლი ქა­ლა­ქის ცენ­ტრი - აბა­ნო­თუბ­ნის მიმ­დე­ბა­რე ზონა, სა­დაც გა­დატ­ვირ­თუ­ლი იყო სა­ვაჭ­რო ად­გი­ლე­ბით. იქ ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი მოძ­რა­ობ­და. ქარ­ვას­ლე­ბი იყო, სა­დაც ქა­რავ­ნე­ბი ჩერ­დე­ბოდ­ნენ და ვაჭ­რე­ბი ღა­მეს ათევ­დნენ. სა­დაც კი ვაჭ­რო­ბა იყო გა­მე­ფე­ბუ­ლი, რო­გორც წესი, იქ სა­როს­კი­პო­ე­ბი იყო თავ­მოყ­რი­ლი... თუმ­ცა მე ძა­ლი­ან ფრაგ­მენ­ტუ­ლად მი­ნა­ხავს, რომ ქა­ლა­ქის სხვა უბ­ნებ­შიც იყო სა­როს­კი­პო­ე­ბი. სა­როს­კი­პო სახ­ლს მას ვერ ვუ­წო­დებთ, რად­გან ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის ბინა იყო და სა­კუ­თარ კლი­ენ­ტთა წრე ჰყავ­და...

იხილეთ: რო­მე­ლი ეროვ­ნე­ბის ხალ­ხი იყო ძი­რი­თა­დად სა­როს­კი­პო სახ­ლებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი?