მეცნიერებმა დინოზავრის იდეალურად შემონახული ემბრიონი აღმოაჩინეს | Allnews.Ge

მეცნიერებმა დინოზავრის იდეალურად შემონახული ემბრიონი აღმოაჩინეს

მეც­ნი­ე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ დი­ნო­ზავ­რის იდე­ა­ლუ­რად შე­მო­ნა­ხუ­ლი ემ­ბრი­ო­ნი იპო­ვეს. რო­გორც BBC-ი წერს, ემ­ბრი­ო­ნი სამ­ხრეთ ჩი­ნეთ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ის სულ მცი­რე, 66 მი­ლი­ო­ნი წლი­საა.

მკვლევ­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ საქ­მე ეხე­ბა უკბი­ლო თე­რო­პოდ დი­ნო­ზავრს, იგი­ვე ოვი­რაპ­ტო­რო­ზავრს. "ეს არის სა­უ­კე­თე­სოდ შე­მო­ნა­ხუ­ლი ემ­ბრი­ო­ნი რაც კი ის­ტო­რი­ა­ში გვი­ნა­ხავს“, - ამ­ბობს მეც­ნი­ე­რი ფიონ ვა­ი­სუ­მი.

dino2-63189-1640183384.jpg

აღ­მო­ჩე­ნა მეც­ნი­ე­რებს აძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას უფრო მეტი გა­ი­გონ დი­ნო­ზავ­რებ­სა და ფრინ­ვე­ლებს შო­რის კავ­შირ­ზე. ემ­ბრი­ო­ნი მოხ­რილ, დახ­ვე­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ისე­ვეა, რო­გორც ჩიტი გა­მო­ჩეკ­ვამ­დე.

ოვი­რაპ­ტო­რო­ზავ­რი “კვერ­ცხისმპა­რავ ხვლიკს” ნიშ­ნავს, ისი­ნი იყ­ვნენ ბუმ­ბუ­ლით შე­მო­სი­ლი დი­ნო­ზავ­რე­ბი და დღე­ვან­დე­ლი აზი­ი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით, 100 მი­ლი­ო­ნი წლის წინ ცხოვ­რობ­დნენ.

ემ­ბრი­ო­ნი 17 სმ-ის სიგ­რძის კვერ­ცხშია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ის ჩი­ნეთ­ში, იან­ლი­ა­ნის ბუ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კვერ­ცხი 2000 წლის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მეც­ნი­ე­რე­ბი კი მხო­ლოდ ახლა და­ეჭ­ვდნენ, რომ იქ შე­საძ­ლოა, ემ­ბრი­ო­ნი ყო­ფი­ლი­ყო, სა­ბო­ლო­ოდ, მათი ეჭვი გა­მარ­თლდა.

myquiz