"მრავალი წელი საქართველო ჩემი სატრფო იყო"- ფასდაუდებელი ინფორმაცია, რომელსაც კასტელის ნახატებიდან მე-17 საუკუნის საქართველოზე ვიგებთ | Allnews.Ge

"მრავალი წელი საქართველო ჩემი სატრფო იყო"- ფასდაუდებელი ინფორმაცია, რომელსაც კასტელის ნახატებიდან მე-17 საუკუნის საქართველოზე ვიგებთ

დონ კრისტოფო დე კასტელი (1597 - 1659 წწ.) 31 წლის ახალგაზრდა კაცი იყო, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა და 57 წლის კაცმა დატოვა ჩვენი ქვეყანა. მიზეზს კი თავადვე გვამცნობს: "რადგან სრულად დასნეულებული ვიყავი, შევეცადე დავბრუნებულიყავი სამშობლოში." საქართველოში ყოფნის განმავლობაში მან შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი ჩანახატები, რომელიც თვალწინ კარგად აღგვიდგენს ამ ქვეყნის ცხოვრებას მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში.

don-christoforo-de-castelli-1640078690.jpg

კრისტოფორო დე კასტელის ავტოპორტრეტი

კრისტოფო დე კასტელი იყო შესანიშნავი ადამიანი, იტალიელი ბერი, რომელმაც თავისი 26-წლიანი შრომა დაამთავრა სიტყვებით: "მრავალი წლის განმავლობაში საქართველო ჩემი სატრფო იყო". გთავაზობთ კასტელის ნახატებსა და მინაწერებს, რომლებიც მე-17 საუკუნის საქართველოს შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდიან.

დიდი მოურავი

2018072003292881319-1-1640078744.jpg

გიორგი სააკაძე. კასტელმა ამ ჩანახატს ამგვარი მინაწერი გაუკეთა: "ქართველთა წინამძღოლი. დიდი მოურავი. შესანიშნავი პიროვნება. დიდად ნიჭიერი და მეტად ძლიერი. იბერიის სამეფოში სპარსეთის შაჰის წინააღმდეგ მრავალ ომში სახელგანთქმული.

საბოლოოდ ავბედითი ბედის წყალობით, თანამებრძოლთაგან მიტოვებული გაიქცა თურქთა მფარველობაში, მაგრამ იქ მისი სიძლიერისა და დიდების გამო, შურით აღვსილებმა მოწამლეს და მოკლეს იგი. სიკვდილის შემდეგ მისი სხეული განკვეთეს და გული მკერდიდან ამოიღეს. აღმოჩნდა, რომ ორმაგი სიდიდის იყო."

თეიმურაზ პირველი, კახეთის მეფე და მისი დედოფალი

2018072003333381319-1640078783.jpg

ამ ნახატზე კასტელმა გააკეთა შემდეგი მინაწერი - "ქების ღირსია ის მეფე, რომელიც მთელ ქონებას ღარიბებისთვის არ დაიშურებს."

ქართველები თამაშობენ "პოლოს". ჩანახატი გაკეთებულია 1640-იან წლებში.

2018072005215181319-1640078961.jpg

კასტელის მინაწერი: "კოლხეთის მთავრის (ლევან დადიანის) მეუღლეს - დარეჯანს, მისმა ქმარმა, მთავარმა, ცხვირი მოაჭრა და შემდეგ მამამისს, აფხაზეთის მთავარს, გვარად შარაშიას, სახლში უკან მიჰგვარა."

2018072005272681319-1640079016.jpg

ქართველი ქალების ვარცხნილობები მე-17 საუკუნეში

2018072005392181319-1640079070.jpg

მარცხენა ქვედა კუთხეში ხათუნია კი იყო ქართველი ქალი, მაგრამ სამწუხაროდ სულთნის ჰარემში იმყოფებოდა, ამიტომ ჰქონდა დაფარული სახე პირბადით

ყაბახის თამაში ქუთაისში

2018072006390581319-1640079120.jpg

კასტელის თქმით: "საუცხოო სანახაობაა ასე მოთამაშე ცხენოსნები. მათ იშვიათი სიმარჯვით იციან თავისი თავის მართვა. სიმკვირცხლეს იჩენენ გარკვეული მიზანდასახულობით ისე, რომ თუ მეტი ან ნაკლები ინტერესი გამოიჩინეს, მაშინ იტყვიან, რომ კარგად ვერ თამაშობსო. ხშირად, როგორც ახალი დამწყებნი, გაჭენებული მაღალი ცხენიდან ძირს ეცემიან."

კასტელის მიხედვით ქართველები სუფლრაზე ღვინოს უხვად მივირთმევდით

2018072009105881319-1640079199.jpg

თან სადღეგრძელოს თქმისას და სასმისის დალევისას მუხლმოყრილები ვიყავით. ეპისკოპოსებიც ასეთივე წესით სვამენო აღნიშნავს. თან ჭიქების მაგიერ ზოგჯერ ფეხსაცმელს იყენებენო. სუფრისადმი ქართულ მიდგომას კასტელი ამ ფრაზით გამოხატავს: "დაე ვჭამოთ და ვსვათ, იმ ქვეყანაზე რა ვიცით, რა გველის."

კასტელი ასევე ყურადღებას ამახვილებს მისი თქმით "უგვან ზნე ჩვეულებებზე", რომლებიც თურმე მოქეიფე, ცუღლუტ ქართველებს ახასიათებდათ. "ქართველები ღვინის დიდი მსმელნი არიან და როცა დათვრებიან იქ მყოფ ცოლებსა და მოქეიფეებთან უდიერად და თავაშვებულად იქცევიან. ასეთ ბიწიერებაში სცოდავენ როგორც თავადები და მხედრები, ასევე მეფენიც."

"ბავშვებით დატვირთული ხომალდი მიდის ჯოჯოხეთში."

2018072009211081319-1640079299.jpg

გურიის ერთ-ერთ ქალაქში, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ვრცელ მოედანზე მოდიან სხვებთან შედარებით უფრო მეტად თურქები და ყიდულობენ ქრისტიან ტყვეებს. მრავალი ათასი სული მიჰყავთ. ყოველწლიურად საუკეთესო არსებანი გაჰყავთ. ჩემი ცხოვრების უბედური დრო დამიდგა ამ ქალაქში. ვტიროდი მრავალი სულის დაკარგვას, რადგან თურქეთში მიერეკებოდნენ ამ საცოდავ ქრისტიანებს. არადა ამ ხალხისთვის ბევრი მოწყალება გამიღია და ავადმყოფობის დროსაც მიმკურნალია მათთვის და სხვადასხვა საქმეშიც მოვმსახურევიბარ მათ."

იხილეთ უფრო მეტი ფოტო

myquiz