"წყალში 4 დღე გავატარე, ზვიგენები ადამიანებს ცოცხლად ჭამდნენ"- გემის ჩაძირვისას გადარჩენილი ჯარისკაცის ისტორია | Allnews.Ge

"წყალში 4 დღე გავატარე, ზვიგენები ადამიანებს ცოცხლად ჭამდნენ"- გემის ჩაძირვისას გადარჩენილი ჯარისკაცის ისტორია

ედგარ ჰარელს დღემდე ჩაესმის მეგობრების ყვირილი, რომლებსაც ზვიგენები ცოცხლად გლეჯდნენ, თუმცა მას შემდეგ უკვე 76 წელი გავიდა. ედგარი 1195 ადამიანიდან ერთ -ერთი იყო, რომელიც 1945 წელს, ამერიკული კრეისერის "ინდიანაპოლისის" ბორტზე იმყოფებოდა. გემი იაპონიის წყალქვეშა ნავმა ჩაძირა, ასობით ადამიანს კი სიცოცხლის შესანარჩუნებლად წარმოუდგენელი თავგანწირვა და ბრძოლა დასჭირდა.

https-wwwuniladco-1640072704.uk_wp-content_uploads_2021_05_uss-indianapolis-survivor.jpg

"ყველაფერი, რაც გვესმოდა, იყო ის, რომ ადამიანებს ცოცხლად ჭამდნენ. ყოველდღე, ყოველღამე, ყოველ წამს, შეუჩერებლივ..."

edgar-harrell-4-signed-photo-1640072686.png

35547429001-5545949213001-5545939837001-vs-1640072733.jpg

"ინდიანაპოლისი", 1945 წლის 30 ივლისის ღამეს, კუნძულ ტინიანიდან ფილიპინებისკენ მას შემდეგ გაემართა, რაც საიდუმლო მისია წარმატებით შეასრულა და ამერიკის ბაზაზე, ჰიროსიმაში გამოსაყენებელი ატომური ბომბისთვის განკუთვნილი ურანი ჩაიტანა.

12:14 წუთზე იაპონურმა წყალქვეშა ნავმა "ინდიანაპოლისის" მიმართულებით 6 ტორპედო გაუშვა, საიდანაც 2 პირდაპირ მას მოარტყა, რამაც გემის ჩაძირვა გამოიწვია.

მამაკაცმა სასწრაფოდ სამაშველო ჟილეტი აიღო და ხომალდიდან წყალში გადახტა.

ბორტზე მყოფი 1195 ადამიანიდან 300 გემთან ერთად, ზუსტად 12 წუთში ჩაიძირა. ნაწილი კი წყლის ზედაპირზე აღმოჩნდა. სიხარული ნაადრევი იყო, მეზღვაურებს წინ კიდევ უფრო საშინელი საფრთხე ელოდათ - მათ გარშემო თავმოყრა ზვიგენებმა დაიწყეს.

მამაკაცები ერთმანეთს ეჭიდებოდნენ, ცარიელი ხელებით ცდილობდნენ მათი მიმართულებით წამოსული მტაცებლების დაშინებას.

nintchdbpict000509747669-1640072774.jpeg

მეზღვაურებს არც წყალი და არც საკვები ჰქონდათ, ისინი ოკეანის მარილიან წყალს სვამდნენ და თანდისთან გონებასაც კარგავდნენ. რაღაც მომენტში შეძლეს და ცარიელი ალუმინის ყუთებისგან ტივის გაკეთება მოახერხეს, რომელსაც გაფუჭებული კარტოფილიანი ყუთებიც მიამაგრეს.

"კარტოფილი გარედან დამპალი, თუმცა შიგნიდან ჯერ კიდევ საღი და მაგარი იყო, ამიტომ მაინც ვჭამდით ვინაიდნ სხვა გამოსავალი არ გვქონდა".

11ussindy-videosixteenbyninejumbo1600-1640072794.jpg

1473086723-screenshot-2016-09-05-152549-1640072839.png

კადრები ფილმიდან USS Indianapolis: Men of Courage

რამდენიმე დღეში, პატრულირებისას, ამერიკულმა ბომბდამშენის ეკიპაჟმა შემთხვევით მამაკაცები დაინახა, მასიური სამძებრო ოპერაციები დაუყონებლივ დაიწყო - შემთხვევის ადგილზე პირველი რობერტ ადრიან მარქსი მივიდა, რომელიც ბრძანებას არ დაემორჩილა და აღელვებულ ტალღებზე დაეშვა, მან 49 ადამიანის გადარჩენა მოახერხა. მალევე, მას სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად უკან 7 ხომალდიც მიჰყვა. მაშველებმა მხოლოდ 321 მეზღვაურის ამოყვანა მოახერხეს, რომელთაგან ოთხი მალევე გარდაიცვალა.

uss-indianapolis-2016-1640072853.jpg

ედგარ ჰარელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით ის მამაცობისთვის მეწამული გულით დააჯილდოვეს.

Intermedia.ge

myquiz