მილიარდერები, რომლებმაც უმაღლესში სწავლა შეწყვიტეს
ბევრი ჩვენგანი იზრდება იმ რწმენით, რომ წარმატებისთვის სანიმუშო მოსწავლე უნდა იყოს, რომელიც მისი პედაგოგის რჩეულიც იქნება. არსებული მსოფლიო სისტემის მიხედვით, სკოლას კოლეჯი ან უნივერსიტეტი მოსდევს, სადაც განათლების შესაბამისი სერტიფიკატიც უნდა აიღოთ.
თუმცა, ყველაფერი იდეალურად ყოველთვის არ მიდის. მსოფლიოს ისტორიას ჰყავს “დროფაუთ“ მილიარდერებიც - ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე დაწესებულებაში სწავლაზე უარი თქვეს და სულ სხვა გზა აირჩიეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზოგიერთს გაუმართლა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მათ ძირეულ განათლებაზე და საკუთარი თავის განვითარებაზე უარი არასოდეს უთქვამთ და სწორედ ამან განაპირობა ფინანსური სარგებელიც.
ვინ არიან ისინი?
ევან უილიამსი
უილიამსმა დააარსა ციფრული საგამომცემლო კომპანიები Blogger, Twitter და Medium. ის თავისი ოჯახის სოიოსა და სიმინდის ფერმაში გაიზარდა. მან ნებრასკას უნივერსიტეტში სწავლაზე უარი თქვა და საკუთარი მიზნისკენ სწრაფვა დამოუკიდებლად გააგრძელა, ისწავლა კომპიუტერული კოდის წერა და ორ მეგობართან ერთად შექმნა ბლოგის პლატფორმა Blogger.
უილიამსის ქონება ახლა 2,2 მილიარდი დოლარია.
ტედ ტერნერი
ტედ ტერნერმა ბრაუნის უნივერსიტეტი მიატოვა და მამის კომპანიაში Turner Advertising-ში დაიწყო მუშაობა. მა შემდეგ, რაც მამამ თავი მოიკლა, ბიზნესს იგი წარუძღვა. კომპანიას ეწოდა Turner Broadcasting და მალე მილიარდი დოლარის საწარმომდე გაიზარდა. ტერნერი ახლა 2,3 მილიარდ დოლარს ფლობს.
შონ პარკერი
როგორც Facebook-ის დამფუძნებელი პრეზიდენტი, პარკერი წარმატებული მეწარმეა, რომელმაც ასევე დააარსა მუსიკის გაზიარების სერვისი Napster. ის სწავლობდა შანტილის საშუალო სკოლაში, მაგრამ არასოდეს წასულა კოლეჯში. პარკერი ასევე დაეხმარა კომპანიებს, როგორიცაა Plaxo და Airtime. მისი ქონება 2,8 მილიარდი დოლარია.
ტრევის კალანიკი
კალანიკმა კოლეჯი მიატოვა, რათა მის ტექნიკურ სტარტაპებზე Scour-სა და RedSwoosh-ზე ფოკუსირება მოეხდინა. ის ცნობილია მას შემდეგ გახდა, რაც Uber-ის 2009 წელს თანადამფუძნებლებს შორის გამოჩნდა. ახლა ის არის City Storage Systems ჰოლდინგური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. 2019 წელს კალანიკმა გაყიდა თავისი 4% Uber-ში მილიარდობით. მისი ქონება 2,8 მილიარდი დოლარია.