კაცი, რომელმაც ნახევარი საქართველოს ტყეები გააშენა - "რომ არა ის, სურამი როგორც კურორტი, არ იარსებებდა" | Allnews.Ge

კაცი, რომელმაც ნახევარი საქართველოს ტყეები გააშენა - "რომ არა ის, სურამი როგორც კურორტი, არ იარსებებდა"

"ფე­ის­ბუქ­ზე" Margot Lescaut's-ის ბლოგ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ მე­ტყე­ვე­ზე, რომ­ლის სა­ხელ­საც უკავ­შირ­დე­ბა თით­ქმის ნა­ხე­ვარ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფიჭ­ვო­ვა­ნი ტყის მა­სი­ვე­ბის გა­შე­ნე­ბა. თუ ამ ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ აქამ­დე არა­ფე­რი გსმე­ნი­ათ, ამ სტა­ტი­ი­დან მას­ზე ბევრ სა­ინ­ტე­რე­სოს შე­ი­ტყობთ:

"ცოტა ხნით მოგ­წყვეტთ გლა­მურ­სა და სხვის ხმა­უ­რი­ან თუ ფე­შენ ცხოვ­რე­ბას და ამ კაც­ზე დავ­წერ. კაც­ზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის და რომ­ლის არც ქუჩა არ­სე­ბობს და არც ძეგლი ჩვენს სამ­შობ­ლო­ში. რომ არა ეს კაცი, სუ­რა­მი რო­გორც კლი­მა­ტუ­რი კუ­რორ­ტი, დღეს არ იარ­სე­ბებ­და. იცო­დით რომ სუ­რამ­ში ბა­ი­ა­თხე­ვის, კვი­რა­ცხოვ­ლის და გვერ­დი­სუბ­ნის ფერ­დო­ბე­ბი მთლი­ად ხე­ლოვ­ნუ­რი ტყი­თაა გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბუ­ლი და მანდ ეგ უნი­კა­ლუ­რი ფიჭ­ვი თა­ვი­სით არ ამო­სუ­ლა? ამ კაც­მა გა­ა­შე­ნა მთლი­ა­ნად, რა­საც 28 წელი მო­ან­დო­მა და ეს არაა ერ­თა­დერ­თი სი­კე­თე, რაც გა­ა­კე­თა თუ დაგ­ვი­ტო­ვა.

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აქ­ტი­ურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს ეწე­ო­და და ქვეყ­ნის რო­მელ რე­გი­ონ­შიც ნიშ­ნავ­დნენ, იმის გარ­და რაც ევა­ლე­ბო­და, (ძი­რი­თა­დად ტყის გა­შე­ნე­ბა თუ დაც­ვა), ყველ­გან სკო­ლებს და უფა­სო სამ­კი­თხვე­ლო­ებს ხსნი­და და სხვა პრობ­ლე­მებ­საც უგ­ვა­რებ­და მო­სახ­ლე­ო­ბას. ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად მივ­ყვე­ბი:

1558089345-murvanishvili-mixeili-3-1-1639823234.jpg

1. რო­გორც კი სა­ტყეო სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რა, იმა­ვე წელს და­ნიშ­ნეს მარ­ტყო­ფის სა­ტყე­ოს უფ­რო­სის თა­ნა­შემ­წედ. და­ი­ნიშ­ნა თუ არა, უფა­სო სამ­კი­თხვე­ლო­ე­ბი გახ­სნა მარ­ტყოფ­შიც და სა­გა­რე­ჯო­შოც, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდებს უკი­თხავ­დნენ წიგ­ნებს.

2. ამ პე­რი­ოდ­ში რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით გა­მო­ი­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ყვე­ლას ეძ­ლე­ო­და ტყის გა­ჩეხ­ვის უფ­ლე­ბა. ამ კაც­მა პრო­ტეს­ტი გა­მოთ­ქვა და “ივე­რი­ა­შიც” გა­მო­აქ­ვეყ­ნა წე­რი­ლი, რომ ეს დიდ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნე­ბას. მე­ფის მო­ხე­ლე­ებ­მა ეს არ აპა­ტი­ეს, მოხ­სნეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და გა­და­იყ­ვა­ნეს ლო­რეს სა­ტყე­ო­ში, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვან ჩა­მოქ­ვე­ი­თე­ბას ნიშ­ნავ­და.

3. ამ ამ­ბავს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და “ივე­რი­ა­ში” გა­მოქ­ვეყ­ნა წე­რი­ლი, სა­დაც წერ­და რომ ამ კაცს ერთი მომ­დუ­რე­ბე­ლიც კი არ ყავს რე­გი­ონ­ში და რაც იქ მუ­შა­ობ­და ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტყის გა­ჩეხ­ვის ერთი ფაქ­ტიც კი არ ყო­ფი­ლაო. თუ გლე­ხებს რამე ჭირ­დე­ბო­დათ ტყი­დან, მთავ­რო­ბას­თან თვი­თონ შუ­ამ­დგომ­ლობ­დაო. გარ­და ამი­სა სა­გა­რე­ჯოს წიგნთსა­ცა­ვის გამ­გე­ო­ბის წევ­რია და სულ იმას ცდი­ლობ­და, რომ გა­ემ­დიდ­რე­ბი­ნა ეს წიგნთსა­ცა­ვიო. ასე­ვე გლე­ხე­ბის­თვის იყი­და ვა­ზის სას­ხუ­რე­ბე­ლი მან­ქა­ნა, გო­გირ­დის შე­სა­ბე­რი და შე­ეძ­ლოთ გლე­ხებს უფა­სოდ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა­თო. ნეტა რა ავმა ენამ და­ა­შო­რა ეს სა­სარ­გებ­ლო კაცი და ხალ­ხის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი სო­ფელ­სო?

53165122-295373844423038-6511741969213947904-n-1639823344.jpg

4. ამის შემ­დეგ ყვარ­ლის სა­ტყე­ო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და თვი­თონ სო­ფელ გა­ვაზ­ში და­სახ­ლდა. სო­ფელს მა­ნამ­დე სკო­ლა არ ქონ­და და ორი და­წყე­ბი­თი სკო­ლა გახ­სნა, ერთი ბიბ­ლი­ო­თე­კა და აა­შე­ნა შე­ნო­ბა, სა­დაც იმარ­თე­ბო­და წარ­მოდ­გე­ნე­ბი.

5. რად­გან სუ­რა­მი­დან იყო, სუ­რამს გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და. ჯერ კი­დევ სა­გა­რე­ჯო­ში ყოფ­ნი­სას, სუ­რამ­ში გახ­სნა სამ­კი­თხვე­ლო და “ივე­რი­ა­ში” გა­მო­აქ­ვეყ­ნა წე­რი­ლი, სა­დაც ითხოვ­და რომ წიგ­ნე­ბით დახ­მა­რე­ბოდ­ნენ ბიბ­ლი­ო­თე­კას. მა­ნამ­დე კი წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ამ­ხი­ლა სუ­რა­მის მა­მა­სახ­ლი­სი, რო­მე­ლიც ფულს არ უხ­დი­და სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებს.

img-1449-2-83afb5e3-1639823267.jpg

8. ყვარ­ლის მერე გა­და­ყავთ აბას­თუმ­ნის და შემ­დეგ ბა­კუ­რი­ა­ნის სა­ტყე­ო­ში. სო­ფელ თორ­ში იწყებს ცხოვ­რე­ბას, სა­დაც სას­მე­ლი წყა­ლი არ არის. მისი მე­თა­უ­რო­ბით იწყე­ბა წყალ­სა­დე­ნის გაყ­ვა­ნა, შენ­დე­ბა სკო­ლა და კეთ­დე­ბა სოფ­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლი სა­ურ­მე გზა, 14 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი - თო­რი­დან ბორ­ჯო­მამ­დე, რო­მელ­საც ხალ­ხმა მისი გზა და­არ­ქვა.

9. შემ­დეგ გა­და­დის წაღ­ვე­რის სა­ტყე­ო­ში, სა­დაც ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს - 8 წელი იმუ­შა­ვა. პირ­ველ რიგ­ში, აა­შე­ნა ორი შე­ნო­ბა, ერთი სკო­ლის­თვის და მე­ო­რე მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი. მერე შე­მო­იკ­რი­ბა ახალ­გაზ­რდე­ბი, და­ი­წყო წარ­მოდ­გე­ნე­ბის გა­მარ­თვა და შე­მო­სუ­ლი ფუ­ლით აა­შე­ნა თე­ატ­რის შე­ნო­ბა. მო­ა­წყო ბიბ­ლი­ო­თე­კა და სპორ­ტის მო­ე­და­ნი. სამი კი­ლო­მეტ­რის მან­ძი­ლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა სას­მე­ლი წყა­ლი, აღ­მო­ა­ჩი­ნა და მო­ა­წყო მჟა­ვე წყლის ახა­ლი კე­რე­ბი. დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის აა­შე­ნა ტყე-პარ­კი. თუ დღეს წაღ­ვე­რი კუ­რორ­ტია, ამა­ში დიდი წვლი­ლი მას მი­უ­ძღვის.

10. მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ყო­ფი­ლი იქნა წაღ­ვე­რის სა­უ­კე­თე­სო კუ­თხე - კე­ჩხო­ბი, სა­დაც გა­ა­შე­ნა ტყე და და­გეგ­მა აგა­რა­კე­ბის ასა­შე­ნებ­ლად.

13-1639823292.jpg

11. წაღ­ვერ­ში ყოფ­ნი­სას ნა­ხან­ძრალ ად­გი­ლებ­ზე 455 ჰექ­ტარ ფარ­თობ­ზე გა­ა­შე­ნა ფიჭ­ვის ტყე.

12. ასე­ვე მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყო არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი წაღ­ვერ­ში, უზ­ნა­რი­ა­ნის ცი­ხის მი­და­მო­ებ­ში, სა­დაც ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ნივ­თე­ბი ბრინ­ჯა­ოს ხა­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი თა­მა­რის ეპო­ქით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

13. შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნეს ბორ­ჯო­მის სა­ტყე­ო­ში, რო­მე­ლიც უამ­რა­ვის მრეწ­ვე­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­როს წარ­მო­ად­გენ­და. მო­ა­ხერ­ხა და თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით სრუ­ლად გა­და­არ­ჩი­ნა ეს უნი­კა­ლუ­რი ტყის მა­სი­ვი.

14. და­ა­არ­სა თეს­ლის საშ­რო­ბი ქარ­ხა­ნა, რო­მელ­საც მთელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ანა­ლო­გი არ ქონ­და. და­ამ­ზა­და წიწ­ვო­ვან­თა ჯი­შე­ბის თეს­ლე­ბი, რო­მე­ლიც ტო­ნო­ბით იგ­ზავ­ნე­ბო­და არა მარ­ტო საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, არა­მედ ევ­რო­პა­შიც.

15. მო­ა­წყო სა­ნერ­გე­ე­ბი აბას­თუ­მან­ში, წყალ­ტუ­ბო­ში, ბახ­მა­რო­ში.

16. გა­ა­შე­ნა ტყე­თა მა­სი­ვი მცხე­თა­ში და კას­პში.

17. შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნეს სუ­რა­მის სა­ტყე­ო­ში. სა­დაც ჯერ სა­ნერ­გე მო­ა­წყო და მერე 131 ჰექ­ტარ ფარ­თობ­ზე გა­ა­შე­ნა უნი­კა­ლუ­რი ჯი­შის ფიჭ­ვი (ბა­ი­ან­თხე­ვის კვი­რა­ცხოვ­ლის და გვერ­დი­სუბ­ნის სე­რებ­ზე)

18. გარ­და ამ ყვე­ლაფ­რი­სა, აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და პრე­სას­თან და მუდ­მი­ვად აქ­ვეყ­ნებ­და წე­რი­ლებს “ივე­რი­ა­ში” “ცნო­ბის ფურ­ცელ­ში” თუ სხვა გა­ზე­თებ­ში. წერ­და მო­თხრო­ბებ­საც, რო­მელ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და.

19. პენ­სი­ა­ში გას­ვლის შემ­დეგ და­ე­ნიშ­ნა პი­რა­დი პენ­სია და და­არ­სდა მისი სა­ხე­ლო­ბის მე­და­ლი სა­უ­კე­თე­სო მე­ტყე­ვე­ე­ბის­თვის. (ეს იყო და ეს მისი ღვაწ­ლის და­ფა­სე­ბა)

გარ­და­იც­ვა­ლა 1959 წელს და დაკ­რძა­ლეს სუ­რამ­ში მის მი­ერ­ვე გა­შე­ნე­ბუ­ლი ბა­ი­ან­თხე­ვის ტყის და­სა­წყის­ში, მი­სი­ვე მო­თხოვ­ნით, სა­დაც მე პი­რა­დად ყო­ველ წელს მივ­დი­ვარ ჩემს შვილ­თან ერ­თად და სულ ვახ­სე­ნებ, რომ აქ დიდი ადა­მი­ა­ნია და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი - მი­ხე­ილ მურ­ვა­ნიშ­ვი­ლი" - ვკი­თხუ­ლობთ Margot Lescaut's Blog-ზე.

tomb-of-mikheil-murvanishvili-1-1639823319.jpg

პ.ს. და კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი მი­ხე­ილ მურ­ვა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ: მისი ერთ-ერთი შვი­ლიშ­ვი­ლის, ცნო­ბი­ლი ოფ­თალ­მო­ლო­გის ცი­ა­ლა შურ­ღა­ი­ას შვი­ლია ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და­ვით ყი­ფი­ა­ნი.