როგორ დავიცვათ საკუთარი ბინა ძარცვისგან?- რჩევები რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ | Allnews.Ge

როგორ დავიცვათ საკუთარი ბინა ძარცვისგან?- რჩევები რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

საკმაოდ გავრცელებული სიტუაცია: ბრუნდებიან ადამიანები შვებულების შემდეგ და რას ხედავენ - მათ სახლში ვიღაც სტუმრობდა, ბინა ცარიელია, ჭაღისა და უნიტაზის გარდა აღარაფერია. იმისათვის, რომ სახლში არყოფნის დროს იმაზე არ ფიქრობდეთ, სანამ თქვენ ისვენებთ, ვინმე თქვენს ბინას ხომ არ ძარცვავს, სჯობს თადარიგი წინასწარ დაიჭიროთ და თავი დაიზღვიოთ.

გისოსები და რკინის კარი დიდი დაბრკოლება როდია მძარცველებისთვის, უფრო მეტიც, ფორტიფიკაციული მოწყობილებები უფრო იზიდავთ ქურდებს, ის სახლის მფლობელის კეთილდღეობის ინდიკატორია.

აბა რა ვქნათ, როგორ დავიცვათ ჩვენი სახლი მძარცველებისგან? არსებობს 13 ე. წ. ხრიკი, თუ როგორ არ უნდა მივიქციოთ მძარცველების ყურადღება. ზოგი რჩევა კერძო სახლის მფლობელებს გამოადგებათ, ზოგი - კორპუსის მაცხოვრებლებს.

1. ძარცვისაგან თავდაცვა

how-to-instagram-pics-travel-1500x1000-1639735044.jpg

ნუ იჩქარებთ და დასასვენებლად წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში ხმამაღალ განცხადებებს ნუ გააკეთებთ. თავი შეიკავეთ ზღვის სანაპიროზე და აეროპორტში გადაღებული ფოტოების დადებისგან. მეზობლებსაც ნუ "მოსდებთ", რომ სახლს ცარიელს ტოვებთ.

2. დაამონტაჟეთ სანდო საკეტი

zarcva-3-1639735217.jpg

მძარცველებისთვის ძალიან ნიშვნელვანია საკეტი, მათთვის მთავარია, კარი მალე და უხმაუროდ გააღონ, კარგმა, ხარისხიანმა საკეტმა კი შესაძლოა ამ მხრივ პრობლემა შეუქმნას.

3. ბებიების მეთოდი

zarcva-5-1639735255.jpg

სასაცილოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ სთხოვეთ კარის მეზობელს, სადარბაზოს დალაგების დროს თქვენი ფეხის საწმენდიც გარეცხოს. სველი ფეხსაწმენდი ქურდებისთვის დიდი დაბრკოლებაა.

4. რადიო

istockphoto-184659484-170667a-1639735309.jpg

დატოვეთ ჩართული რადიო, ამით თქვენ ორ კურდღელს ერთად დაიჭერთ. ჯერ ერთი, თქვენ შექმნით ილუზიას, რომ სახლში ვიღაც არის და მეორე, მოტრიალე ელექტრომრიცხველი დაარწმუნებს მძარცველებს, რომ სახლში ვიღაც არის.

5. დაამონტაჟეთ განათება, რომელიც აფიქსირებს მოძრაობას

lights3-1639735386.jpg

ასეთი განათება მძარცველებისთვის საკმაოდ უხერხული მომენტია, ამიტომ ისინი თავს შეიკავებენ ამ სიტუაციაში ბინაში შეპარვისაგან.

6. დაამონტაჟეთ სიგნალიზაცია

signalizatsia-2-1639735430.jpg

როდესაც ქურდებმა იციან, რომ სახლში არის სიგნალიზაცია, არ რისკავენ. განაგრძეთ კითხვა

myquiz