ჰემინგუეის წყევლა - მწერლის, მამამისის, ძმის, შვილისა და შვილიშვილის უჩვეულო გარდაცვალებები | Allnews.Ge

ჰემინგუეის წყევლა - მწერლის, მამამისის, ძმის, შვილისა და შვილიშვილის უჩვეულო გარდაცვალებები

ცნობილი ფილოსოფიური მოთხრობის "მოხუცი და ზღვა", რომანის "მშვიდობით იარაღო!" და სხვა მრავალი გამორჩეული ნაწარმოების ავტორის, ერნესტ ჰემინგუეის ბედი საჭადრაკო მოედანს ჰგავს, მხიარული და სევდიანი მოვლენების ცვალებადობით.ყველაფერი ცნობილი მწერლის მამის - კლარენს ჰემინგუეიდან დაიწყო. ჩიკაგოს ელიტარულ დასახლებაში ის ცნობილი იყო, როგორც ყველაზე პატივსაცემი და მკაცრი ადამიანი.

გამოჩენილი ექიმი, რომელსაც უყვარს თავისი პროფესია - ასე ახასიათებდნენ მას. კლარენს ჰემინგუეი ოჯახში ნამდვილად ავტორიტეტი იყო. ერნესტი უყურებდა და ცდილობდა, მამას დამსგავსებოდა - ძლიერი და მტკიცე ხაიათის ადამიანი, შესანიშნავი მონადირე და ბუნების მცოდნე. მოგვიანებითაც კი, როდესაც მამამ მის ნამუშევრებს უგემოვნო უწოდა, მამაზე არ გაბრაზებულა.

2-1639719752.jpeg

"ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, ვისთანაც მარტივია ურთიერთობა, მაგრამ ვის გარეშეც არასდროს გაგიჭირდება და ისინი, ვისთანაც რთულია ურთიერთობა, მაგრამ ვის გარეშეც შეუძლებელია ცხოვრება", - წერდა მწერალი.

მაგრამ ოჯახში არავინ იცოდა, რომ კლარენსი დიაბეტით იყო დაავადებული. მოულოდნელად განვითარებულმა განგრენამ მას საშინელი ტანჯვა მოუტანა. ტკივილის შეტევების დროს კაბინეტში იკეტებოდა, რათა ახლობლების თვალში სუსტი და უმწეო არ გამოჩენილიყო. ერთ დღეს სამწუხარო დასკვნამდე მივიდა, რომ ხანგრძლივი და მტანჯველი სიკვდილისთვის იყო განწირული და... მან თავი მოიკლა.მისმა სიკვდილმა ჰემინგუეი შოკში ჩააგდო. თანაც, კიდევ ერთი უცნაურობა ახლდა ამ ამბავს თან: მწერლის დედამ, ოპერის მომღერალმა გრეის ჰოლმა, რომელიც ცნობილი იყო თავისი უჩვეულო ხასიათით, ქმარს გაუგზავნა იარაღი, საიდანაც სასიკვდილო გასროლა მოხდა.

gettyimages-50363933-1639719814.jpg

ერნესტის მეხსიერებაში ბავშვობის მოგონებაც იყო დალექილი. როდესაც 12 წლის გახდა, მისმა საყვარელმა ბაბუამ მომავალ ცნობილ მწერალს სათამაშო თოფი აჩუქა. ბიჭი თავის მეგობრებთან გაიქცა, რათა თავი გამოეჩინა და ერთი-ორჯერ ცარიელ ბოთლებსაც ესროლა. მოულოდნელად გზად ერთი მოხუცი ინდიელი ქალი შეხვდა, რომელმაც მისი თოფის ლულაზე დააფურთხა და წყევლასავით ჩაიბუტბუტა, რომ სათამაშო იარაღი რეალური გახდებოდა და მათი პატრონებისკენ მიემართებოდა. ეს ერნესტს სულ ახსოვდა... განაგრძეთ კითხვა