გოგონა, რომელმაც მყუდრო სახლი 8 კვ.მ. ბინაში მოაწყო- იხილეთ ფოტოები | Allnews.Ge

გოგონა, რომელმაც მყუდრო სახლი 8 კვ.მ. ბინაში მოაწყო- იხილეთ ფოტოები

ურბანიზაციის ეპოქაში ყველაფერი ისე შევიწროვდა, რომ ადამიანები იძულებულები არიან, საკმაოდ ვიწროდ იცხოვრონ. ეს განსაკუთრებით დიდ მეგაპოლისებს ეხება, სადაც ოჯახები მართლაც თითზე ჩამოსათვლელ კვადრატულ მეტრებში ცხოვრობენ. ასე რომ, დიდ ქალაქებში ციცქნა სახლები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

bina-1-1639644661.jpg

ამ მართლაც ციცქნა სახლის მოწყობის იდეა ტოკიოში სამუშაოდ გადასულ ავსტრალიელ ქალბატონს ეკუთვნის. ეს იაპონური ქალაქი მსოფლიოში მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობით არის ცნობილი. აქ პატარა ზომის სახლი არავის უკვირს, თუმცა ამ ქალბატონის აპარტამენტები ამ საზომებითაც კი ძალიან პატარაა. მას სახლის მოწყობა სულ რაღაც 8 კვ.მ-ში მოუწია.

ეს მინი-ბინა დერეფანს უფრო წააგავს, ვიდრე საცხოვრებელ ფართს და ამიტომაც მისი მოწყობა საკმაოდ რთული იყო, თუმცა, როგორც ფოტოებზე ხედავთ, შეუძლებელი არ ყოფილა.

bina-3-1639644681.jpg

სახლის მეპატრონემ მისი ზონებად დაყოფაც კი მოხერხა, რასაც ხელი მაღალმა ჭერმა შეუწყო.

საძინებელი ვიწრო და მოუხერხებელი ჩანს, თუმცა რეალურად საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა. ყველაზე მეტ უხერხულობას სახლში აი, ეს ხის კიბე ქმნის, რომლით სარგებლობაც ცოტა მოუხერხებელია.

ყურადღებას იქცევს თითოეული სანტიმეტრის რაციონალურად გამოყენება. აქ თითქმის სრულფასოვანი სამზარეულოც კი არის მოწყობილი.მართალია, ადგილის უკმარისობის გამო სამზარეულოს არ აქვს სამუშაიო ზედაპირი, თუმცა აქ არის მინი მაცივარი და ჭურჭლის გასარეცხი ნიჟარა. სამუშაო ზედაპირად კი ნიჟარაზე გადებული საჭრელი ფიცარია გამოყენებული.

bina-8-1639644703.jpg

აბაზანა კი ნამდვილი შედევრია. სპეციალური მექანიზმის წყალობით ამ აბაზანაში პირსაბანი ძალიან მარტივარ გადაიქცევა უნიტაზად, უფრო სწორად უნიტაზი მოთავსებულია პირსაბანში.რაც მთავარია, დიასახლისი ძალიან კმაყოფილია საკუთარი საცხოვრებელი პირობებით.