უჩვეულო სახლი შამპანურის ბოთლებისგან, რომლის აშენებასაც 25 წელი დასჭირდა (ფოტოები) | Allnews.Ge

უჩვეულო სახლი შამპანურის ბოთლებისგან, რომლის აშენებასაც 25 წელი დასჭირდა (ფოტოები)

ნტერესიანი და მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანი ყოველთვის მოძებნის გატაცებას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის დაკავშირებული მის პროფესიასთან.

botli51-1639573946.jpg

სწორედ ასეთი გატაცებისა და უდიდესი კრეატივის მაგალითი გვინდა შემოგთავაზოთ, ამ მონდომებულმა ელექტრიკოსმა შამპანურის ბოთლებისაგან მართლაც წარმოუდგენელი რამ შექმნა, კერძოდ, მან სახლი ააშენა. გაგიკვირდათ ალბათ. დიახ, არც მეტი და არც ნაკლები, საცხოვრებელი სახლი შამპანურის ბოთლებისგან, ამაზე წარმოუდგენელი რაღა უნდა იყოს. ამ დაუჯერებელი ჩანაფიქრის რეალიზაციას კი, რომელსაც ყველა სკეპტიკურად უყურებდა, 25 წელი დასჭირდა, თუმცა ამ ყველზე უცნაური სახლის მფლობელი სულაც არ ნანობს, ამ ავანტურის მსხვერპლი რომ გახდა.

botli7-1639573972.jpg

ყველაფერი კი 1980 წელს დაიწყო, როდესაც კრეატიული ელექტრიკოსის ხელში აღმოჩნდა სტატია და ფოტოები საზაფხულო შუშის სახლისა. ფოტოთი შთაგონებულმა მამაკაცმა საკუთარი სახლის აშენება გადაწყვიტა. მან დაიწყო და შეაგროვა ათასობით შამპანურის ბოთლი, პარალელურად კი მაქსიმალურად ბევრ ინფორმაციას იძიებდა სამშენებლო პროცესთან დაკავშირებით.

botli13-1639573992.jpg

მიუხედავად იმისა, რო შამპანურის ბოთლები უკრაინაში 80-იან წლებში სულ რაღაც კაპიკები ღირდა სახლის მშენებლობა მაინც საკმაოო დიდ ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ სახლის მშენებლობა 25 წელი გაგრძელდა.სახლის საძირკველი ქვის არის, კედლები კი ბოთლების. ბოთლები რეცხვაში მამაკაცს მეუღლე ეხმარებოდა, კედლების აშენება კი საკუთარ თავზე კაცმა აიღო. განაგრძეთ კითხვა

myquiz