ვინ იყო კულა გლდანელი და რა აკავშირებდა ვაჟა-ფშაველასთან? | Allnews.Ge

ვინ იყო კულა გლდანელი და რა აკავშირებდა ვაჟა-ფშაველასთან?

თუ ძვე­ლი თბი­ლი­სის ამ­ბე­ბით ერთხელ მა­ინც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ხართ, ალ­ბათ აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ეყ­რე­ბო­დით კულა გლ­და­ნე­ლის - ლე­გენ­და­რუ­ლი თბი­ლი­სე­ლი ფა­ლავ­ნის სა­ხელს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მის შე­სა­ხებ ცნო­ბებს ძვე­ლი ქარ­თუ­ლი პრე­სის ფურ­ცლებ­ზეც ხში­რად წა­ა­წყდე­ბო­დით.

"მშვე­ნი­ე­რი, თვალ­ტა­ნა­დი გლ­და­ნე­ლი, ვიწ­რო ჩოხა შე­მო­წუ­რუ­ლი, სწო­რედ გმირ­სა ჰგავს, რო­დე­საც გა­მო­ვა მო­ე­დან­ზე. მისი ამა­ყი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი სი­ა­რუ­ლი, მე­დი­დუ­რი მიხვრა-მოხვრა, გა­ნი­ე­რი და ძარ­ღვი­ა­ნი გულ-მკერ­დი, მარ­თლაც სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ვია“ - წერ­და გა­ზე­თი "დრო­ე­ბა" (N 202, 1882 წელი).

"ორი-სამი თვეა, რაც პირ­ვე­ლად გა­ით­ქვა გლ­და­ნე­ლის სა­ხე­ლი. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც კი ჩვენ­ში სა­უ­კე­თე­სო მო­ჭი­და­ვე­ე­ბი იყო, ყვე­ლა და­ა­მარ­ცხა, გა­ლა­ხა. ელი­ზო­ვი, თი­ო­ნე­ლი, კა­ხე­ლი, რე­ნე­ლი, სი­სა­კა ავ­ლაბ­რე­ლი - ჭი­და­ო­ბის უს­ტა­ბა­შე­ბი დღეს აღარ იხ­სე­ნი­ე­ბი­ან; ამათ გარ­და ათი­ოდ სხვე­ბიც გა­ლა­ხა სულ ამა­ვე გლ­და­ნელ­მა. ამ­ბო­ბენ, ამის ტოლი მო­ჭი­და­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ახლა აღარ მო­ი­პო­ვე­ბაო“ ("დრო­ე­ბა“ 1982, 16 ივ­ნი­სი).

ვინ იყო კულა გლ­და­ნე­ლი?

კულა გლ­და­ნე­ლი (ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი ივა­ნე ყი­რი­მე­ლაშ­ვი­ლი) და­ი­ბა­და 1858 წელს, სო­ფე­ლი გლ­დან­ში. მან, რო­გორც მო­ჭი­და­ვემ სა­ხე­ლი გა­ით­ქვა თბი­ლი­სის უბ­ნებ­ში (ორ­თა­ჭა­ლა, ფიქ­რის­გო­რა, დი­დუ­ბე, ჩუ­ღუ­რე­თი და სხვა) ჭი­და­ო­ბით. არა­ერ­თხელ და­ა­მარ­ცხა იმ დრო­ი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი ფა­ლავ­ნე­ბი, მათ შო­რის რე­ნე­ლი, თი­ა­ნე­ლი, ღა­ღა­ძე, გონ­გა­ძე და სხვე­ბი.

პირ­ველ­მა და­ა­არ­სა თბი­ლის­ში ე. წ. სა­ჭი­დაო წრე, სა­დაც თავს იყ­რიდ­ნენ ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სა­უ­კე­თე­სო ფა­ლავ­ნე­ბი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნეს­ტორ ესე­ბუ­ას­თან შეხ­ვედ­რამ­დე, კულა გლ­და­ნელს სა­ქარ­თვე­ლოს და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი ფა­ლავ­ნის სა­ხე­ლი ჰქონ­და.

damana-mdivnishvili-12-46332-1639406757.jpg

მარ­ჯვნივ ყმაწ­ვი­ლი კულა გლ­და­ნე­ლი

იგი ღო­ნი­ე­რი, მარ­დი და მოქ­ნი­ლი ათ­ლე­ტი იყო, ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბის ნამ­დვი­ლი ოს­ტა­ტი. წარ­მა­ტე­ბით გა­მო­დი­ო­და ამი­ერ­კავ­კა­სი­ი­სა და რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში გა­მარ­თულ ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში. მან ასე­ვე არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ფა­ლა­ვა­ნი გა­მო­ზარ­და. გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვევ­და გლ­და­ნე­ლი­სა და ნეს­ტორ ესე­ბუ­ას პა­ექ­რო­ბა, რა­საც აკა­კი წე­რე­თელ­მა უძღვნა პო­ე­მა "გლ­და­ნე­ლი და ესე­ბუა“.

"ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ინ­გლი­სუ­რად პირ­ვე­ლი მთარ­გმნე­ლის მარ­ჯო­რი უორდრო­პის ძმამ - ოლი­ვერ უორდროპ­მა გა­მოს­ცა წიგ­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

"წი­ლად მხვდა უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა დავ­სწრე­ბო­დი ერთ სა­უ­ცხოო შე­ჯიბ­რე­ბას, სა­დაც ფა­ლა­ვა­ნი გლ­და­ნე­ლი შე­ე­ბა ვინ­მე მა­მაც იმე­რელ მო­ჭი­და­ვეს. ჭი­და­ო­ბა უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოდ­გა და ამა­ვე დროს დი­დად მე­ა­მა, როცა აფი­ში­დან გა­ვი­გე, რომ შე­ჯიბ­რე­ბის მთე­ლი შე­მო­სა­ვა­ლი გან­კუთ­ვნი­ლი იყო ვი­ღაც ჭა­ბუ­კის და­სახ­მა­რებ­ლად, რო­მელ­საც სა­თა­ნა­დო სახ­სრე­ბი არ გა­აჩ­ნდა პე­ტერ­ბურ­გში სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად“.

იმ "ვი­ღაც ჭა­ბუ­კის“ ვი­ნა­ო­ბა დღეს სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია.

kula-gldaneli-46368-1639406876.jpg

ფრაგ­მენ­ტი ოპე­რის მომ­ღერ­ლის ვა­ნი­კო გა­ლუ­აშ­ვი­ლის მო­ნა­ყო­ლი­დან:

"კულა გლ­და­ნელ­მა1883 წელს მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, თი­ა­ნეთ­ში მო­ა­წყო დიდი შე­ჯიბ­რე­ბა ქარ­თულ ჭი­და­ო­ბა­ში და შე­მო­სუ­ლი თან­ხა მთლი­ა­ნად ვაჟა-ფშა­ვე­ლას გა­დას­ცა, რა­მაც პო­ეტს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა პე­ტერ­ბურ­გში წა­სუ­ლი­ყო სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თე­ბიც ხდე­ბო­და…”

გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, კულა გლ­და­ნე­ლი ხში­რად ეხ­მა­რე­ბო­და ობოლ ბავ­შვებ­საც. ის 1934 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.