აშშ-ის რომელმა პრეზიდენტმა დააგროვა ყველაზე მეტი სიმდიდრე პოსტიდან წასვლის შემდეგ | Allnews.Ge

აშშ-ის რომელმა პრეზიდენტმა დააგროვა ყველაზე მეტი სიმდიდრე პოსტიდან წასვლის შემდეგ

წლიური ხელფასით 400 000 აშშ დოლარი, დამატებული 50 000 აშშ დოლარი ხარჯებისთვის - სამართლიანია იმის აღნიშვნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა პრეზიდენტს კარგად უხდის. თუმცა, ეს არაფერია იმ თანხასთან შედარებით, რაც ყოფილმა პრეზიდენტებმა თანამდებობის დატოვების შემდეგ გამოიმუშავეს, სოლიდური პენსიის გარდა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტები სიცოცხლი ბოლომდე იღებენ.

საინტერესოა, რამდენი გამოიმუშავეს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტებმა პოსტის დატოვების შემდეგ?

ჯერალდ ფორდი: პოსტ-საპრეზიდენტო წმინდა ღირებულება 8,1 მილიონი დოლარი

mil-president-ford-1200-1639385775.jpg

ამერიკის 38-ე პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი 1974 წლიდან 1977 წლამდე მსახურობდა. ფორდმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი საჯარო სამსახურში გაატარა. პრეზიდენტობამდე, რვა წელი წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური კონფერენციის ლიდერი იყო, ასევე იყო ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონის დროს.

1977 წლის იანვარში თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ, ფორდმა დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. 1979 წელს მან გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფია „განკურნების დრო“, რომელსაც 1987 წელს მოჰყვა პოლიტიკური ანეკდოტების კრებული „იუმორი და პრეზიდენტი“. მან ასევე გახსნა მისი სახელობის ბიბლიოთეკა მიჩიგანის უნივერსიტეტში. მომგებიან საჯარო გამოსვლებთან და საბჭოში წევრობასთან ერთად, მან შეძლო და ინვესტიცია ჩადო ნავთობში. ფორდი ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის გამო 2006 წელს გარდაიცვალა. იმ დროისთვის მისი კაპიტალი დაახლოებით 400%-ით იყო გაზრდილი.

ჯიმი კარტერი: 8.1 მილიონი

39-jimmy-carter-1639385819.jpg

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი, ამჟამად 97 წლისაა. ის პოსტზე 1977 წლიდან 1981 წლამდე მსახურობდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტის წლიური პენსია 200,000 აშშ დოლარი იყო, მას შემდეგ, რაც მან თეთრი სახლი დატოვა, მისმა ქონებამ აღმასვლაც და ვარდნა განიცადა.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა, კარტერმა მისი ოჯახის წარმატებული არაქისის ფერმა, ბრმა ნდობის ხელში გადააბარა. პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ, ის შოკირებული იყო, როდესაც აღმოაჩინა, რომ ოჯახის ბიზნესი განადგურებული დახვდა. საბედნიეროდ, კარტერმა ნაყოფიერი მწერლობით კვლავ შეძლო თავისი ბედის შემობრუნება. მან დაწერა 20-ზე მეტი წიგნი, მათ შორის მემუარები, პოლიტიკური ტომები, პოეზიის კრებული და საბავშვო წიგნი The Snuggle Fliger. იგი ასევე ხელმძღვანელობდა ჯიმი კარტერის ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მშენებლობას, ასწავლიდა ემორის უნივერსიტეტში ატლანტაში და დააარსა არაკომერციული Carter Center, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების გასაუმჯობესებლად.

რონალდ რეიგანი: 14,2 მილიონი დოლარი

reagan-flags-1639385867.jpg

პოლიტიკაში მოსვლამდე რონალდ რეიგანი პოპულარული მსახიობი და კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტი იყო. მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1950-იან წლებში და 1981 წლიდან 1989 წლამდე შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტად მსახურობდა.

რეიგანმა მისი სამსახიობო უნარები და ქარიზმანპოლიტიკური კარიერის დასრულების შემდეგ გამოიყენა და საჯარო გამოსვლებით დიდძალი ფული გამოიმუშავა. გავრცელებული ინფორმაციით, Fortune 500 კომპანიებში მონაწილეობით, იგი წელიწადში დაახლოებით 1,8 მილიონი დოლარს გამოიმუშავებდა.

რიჩარდ ნიქსონი: 17,2 მილიონი დოლარი

richardnixon-1639385908.jpg

რიჩარდ ნიქსონი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი 1969 წლიდან 1974 წლამდე იყო, ყველაზე კარგად უოტერგეიტის სკანდალით ახსოვთ. იგი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომელმაც პენსიაზე გასვლის შემდეგ ცნობილ ბრიტანელ ტელეწამყვანთან დევიდ ფროსტისთან შეთანხმება დადო და ექსკლუზიურ ინტერვიუებს მხოლოდ მას აძლევდა. ნიქსონს ამისთვის 600 000 დოლარი გადაუხადეს.

ამას გარდა, ნიქსონმა ასევე დაწერა ათი წიგნი, რომელთაგან ნაწილი ბესტსელერი გახდა. 1981 წელს მან თავისი ნიუ-იორკის თაუნჰაუსი სირიის ელჩს შეერთებულ შტატებში 2,6 მილიონ დოლარად მიჰყიდა. მოგვიანებით კი უძრავი ქონების პორტფელი გააფართოვა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz