ლეგენდარული ადამიანები, რომელთა სახელები მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გახდა | Allnews.Ge

ლეგენდარული ადამიანები, რომელთა სახელები მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გახდა

დღეს მსოფლიოში ცნობილია ისეთი ბრენდები, როგორიცაა Disney, Chanel, Ferrari, Gucci და Adidas. მაგრამ ბევრმა არ იცის მეწარმეების ისტორიები, რომლებმაც ბიზნესს თავიანთი სახელი დაარქვეს.

წარმოგიდგენთ მათ, ლეგენარულ ადამიანებს, რომლებმაც ეპოქა შექმნეს და მსოფლიოს საკუთარი სახელები ასეული წლების განმავლობაში დაამახსოვრეს.

Charles Lewis Tiffany (ჩარლზ ლუის ტიფანი)

sdheyu45-1639143903-1639385475.jpg

დღეს Tiffany and Co-ს სამკაულები და ძვირფასი ლითონები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია. ჩარლზ ლუის ტიფანი კონექტიკუტში 1812 წელს დაიბადა. 1837 წელს ტიფანიმ მამისგან 1000 დოლარი ისესხა და ეს თანხა ნიუ იორკში პატარა საკანცელარიო მაღაზიის გასახსნელად გამოიყენა.

მოგვიანებით მაღაზია თხელი მინის და ფაიფურის ჭურჭელს ყიდდა. საბოლოოდ კი საკუთარი სამკაულების წარმოება დაიწყო. კომპანიამ მალევე მოიპოვა რეპუტაცია და პარიზსა და ლონდონში ფილიალები გახსნა.

1853 წელს ტიფანიმ სრული კონტროლი აიღო კომპანიაზე. მისი გარდაცვალების დროს, 1902 წელს, კომპანია 2 მილიონი დოლარის ღირებულების იყო და ცნობილი იყო, როგორც ყველაზე ცნობილი საიუველირო კომპანია ჩრდილოეთ ამერიკაში. 2020 წელს Tiffany and Co-ს ბრენდი 4,97 მილიარდ დოლარად შეფასდა.

Thomas Lipton (თომას ლიპტონი)

uyhp67ylp6p-1639143936-1639385505.jpg

Lipton Tea დღეს ცნობადი ბრენდის სახელია. ბრენდის დამფუძნებელი სერ თომას ლიპტონი 1850 წელს გლაზგოში დაიბადა. თავგადასავლების მოყვარულმა თომასმა 20 წლის შემდეგ, გლაზგოში პატარა სასურსათო მაღაზია გახსნა. მალე ბიზნესი ისეთი წარმატებული გამოდგა, რომ მთელ ბრიტანეთში მაღაზიების ქსელი გაიხსნა. ამ წამოწყებამ 40 წლის ასაკში ლიპტონი მილიონერად აქცია.

მისი სასურსათო მაღაზიების წარმატების შემდეგ, ლიპტონმა ჩაის იმპერია ააგო. 1800-იან წლებში ჩაი ხელმისაწვდომი მხოლოდ მდიდარი ოჯახებისთვის იყო. ლიპტონმა შრი-ლანკის ტერიტორიაზე საკუთარი პლანტაციების შეძენით ჩაის ფასი შეამცირა, რამაც მას დიდძალი მოგება მოუტანა.

დღეს Lipton Tea-ს ეკუთვნის გლობალური კონგლომერატი Unilever-ს.

Coco Chanel (კოკო შანელი)

ytk5rik4ri4-1639143962-1639385553.jpg

კოკო შანელის ბრენდი ცნობილია თავისი დიზაინით, როგორიცაა შანელის კოსტუმი, სუნამო Chanel No5 და სხვა ბრენდული აქსესუარითა თუ სამოსით. თუმცა, თავად Chanel-ის დამფუძნებლის ისტორია ნამდვილ ზღაპარს გავს.

გაბრიელ "კოკო" ბონერ შანელი 1883 წელს დასავლეთ საფრანგეთში დაიბადა. მისი ცხოვრების პირველი წლები შორს იყო იმ გლამურული ცხოვრებისგან, რომელიც მან მოგვიანებით შექმნა. როდესაც ის 11 წლის იყო, დედა გარდაეცვალა, ამიტომ მამამ ის ბავშვთა სახლს მიაბარა. ის კათოლიკე მონაზვნებმა აღზარდეს, რომლებმაც კერვა და ქსოვა ასწავლეს. მაშინ ახალგაზრდა შანელმა ეს არ იცოდა, თუმცა სწორედ კერვა და ქსოვა აღმოჩნდა მისი დიდებული მომავლის გასაღები.

თავშესაფრის დატოვების შემდეგ შანელი კაბარეში მკერავად მუშაობდა, მას კოკოს ეძახდნენ. 20 წლის ასაკში შანელმა მდიდარ სოციალთან, ეტიენ ბალსანთან რომანი გააბა, რომელიც მას თავისი პირველი მოდის საწარმოს, ქუდების მაღაზიის გახსნაში დაეხმარა. მისმა დიზაინმა მდიდარი და მაღალი კლასის ქალების ყურადღება მიიპყრო, რამაც ბიზნესი წამოიწია.

მოგვიანებით უკვე ცნობილმა კოკომ დევილსა და ბიარიცში კიდევ ორი ​​მაღაზია გახსნა. 1971 წელს მისი გარდაცვალების შემდეგაც კი, შანელის მოდის სახლი დომინირებას განაგრძობდა. დღეს ბრენდი 7 მილიარდი დოლარი ღირს.

განაგრძეთ კითხვა