მამის ამბიციას შეწირული კარიერა- რა ბედი ეწია ბიჭუნას "სათამაშოდან", რომელიც ძალიან წარმატებული უნდა ყოფილიყო | Allnews.Ge

მამის ამბიციას შეწირული კარიერა- რა ბედი ეწია ბიჭუნას "სათამაშოდან", რომელიც ძალიან წარმატებული უნდა ყოფილიყო

45 წლის წინ, 1976 წლის 8 დეკემბერს ფრანგ რეჟისორ ფრანცის ვებერის ფილმის "სათამაშოს" პრემიერა შედგა , რომელიც მილიონობით მაყურებლის საყვარელ ფილმად იქცა.

როდესაც ფაბრის გრეკო გადასაღებ მოედანზე მოხვდა 10 წლის იყო. ის გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ახლობლის შვილი იყო.მილიონერის ჭირვეული შვილის როლი ერთადერთი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში.

mv5byjg1mgnjzjctzjy2ms00nwq4lwiyztytogzlmjrjztg5zjm3xkeyxkfqcgdeqxvyntm4mjgznzc-1639218808._V1_.jpg

ჟურნალისტებს დიდი ხნის განმავლობაში მის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გააჩნდათ და ეძებდნენ 70-იანი წლების პოპულარულ ბიჭუნას.

mv5bngq0ytc5ndktyza5ns00n2zilwfkmjctmtcxzgqznjbmyjlixkeyxkfqcgdeqxryyw5zy29kzs13b3jrzmxvdw-1639219550._V1_UX477_CR0,0,477,268_AL_.jpg

ფილმის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ ფაბრის გრეკო პარიზის გარეუბანში, გონესში ცხოვრობდა, სადაც ის ქალაქის მთავარ ღირშესანიშნაობად იქცა.

61149556ec48619d9545b731bf54d16c-1639218864.jpg

10119-1-1639218876.jpg

ქუჩაში გამვლელები ბიჭუნას თითით მიანიშნებდნენ, სადარბაზოსთან პაპარაცები ელოდნენ, ხოლო უამრავი გოგონა სასიყვარულო წერილებს უგზავნიდა. ერთხელ რომელიღაც ფანატმა ქურთუკი შემოაგლიჯა. ამის შემდეგ ფაბრის ნერვიული შეტევა დაეწყო და მშობლებმა იგი 6 თვით სახლში გამომაწყვდიეს.

ფილმი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ პროდიუსერები აპირებდნენ მის გაგრძელებას, მაგრამ ფაბრის მამამ შვილის პოპულაორბის გამმო პროდიუსერებს ძალიან დიდი თანხა მოსთხოვა.

მალე პროდიუსერებმა ინტერესი დაკარგეს ბიჭუნას მიმართ, რის გამოც ფაბრიუსი ძალზე გახარებული იყო... ნელ-ნელა ბიჭუნა მიივიწყეს კიდეც.

სკოლის დამთავრების შემდეგ ფაბრის გრეკომ კოლეჯში გააგრძელა სწავლა, სადაც ინჟინერ-პროგრამისტის პროფესია აითვისა. ამჟამად იგი ვებ-დიზაინერად მუშაობს და ისევ მშობლიურ გონესში ცხოვრობს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად.

202112101237026227-1639219222.jpg

როგორც ამბობენ ერთხელ ჟურნალისტებმა გაიგეს გრეკოს მისამართი, სახლში მიადგნენ და სთხოვეს რამდენიმე კითხვისთვის გაეცა პასუხი. ფაბრიუსის პასუხი ასეთი იყო:"რა საჭიროა?", თუმცა ფაბრიუსი თბილად იხსენებს ფილმის გადაღების პროცესს.

ასე გამოიყურება ფაბრის გრეკო დღეს

202112101226356227-1639219264.jpg

692663-1639219339.jpg

იხილეთ ვრცლად ფილმის შესახებ