ჩრდილოეთ კორეაში ახლა 109 წელია- შოკისმომგვრელი ფაქტები ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის შესახებ | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეაში ახლა 109 წელია- შოკისმომგვრელი ფაქტები ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის შესახებ

"მოდით, ვაქციოთ მთელი ქვეყანა სოციალისტურ, ზღაპრულ მიწად" - ასეთია ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი პატრიოტული სლოგანი.

მსგავსი განცხადება უცნაური მოსასმენია, როდესაც ქვეყნის სხვა სლოგანები ძლიერ არმიას, უკეთეს მოსავალს და ამერიკული იმპერიალიზმის დანგრევისაკენ მოუწოდებენ.

წარმოგიდგენთ საინტერესო და შოკისმომგვრელ ფაქტებს ჩრდილოეთ კორეის შესახებ:

north-korea1-gty-ml-190626-hpmain-16x9-992-1639118739.jpg

ჩრდილოეთ კორეამ საკუთარი დროის სარტყელი შექმნა.

მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინი მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყნიდან გაქცევა გაძვირდა. ჩინეთში გადასვლა 8000 დოლარი ჯდება, რაც გაცილებით ძვირია, ვიდრე საშუალო სტატისტიკურ ჩრდილოეთკორეელს შეუძლია გადაიხადოს.

ჩრდილოეთ კორეაში ბიბლიის ქონა უკანონოდ ითვლება.

ჩრდილოეთ კორეაში ბიბლია დასავლური კულტურის სიმბოლოდ ითვლება, რომელსაც ადამიანების გარდასახვა შეუძლია, ამიტომ მისი ქონა აკრძალულია. ერთი ქრისტიანი ქალი, რომელიც ბიბლიას ავრცელებდა, დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს.

სკოლის მოსწავლეების მშობლებმა თავად უნდა შეიძინონ მათთვის მერხები და სკამები.

სტუდენტმა მერხებისა და სკამების საფასური თავად უნდა გადაიხადოს! სკოლის გადასახადი ამას არ ფარავს.

დედაქალაქში საცხოვრებლად მთავრობისგან ნებართვის აღება გჭირდებათ.

2021120919481186669-1639118699.jpg

კიმ ჩენ ინს სურს, რომ ფხენიანში მხოლოდ წარმატებული, მდიდარი და გავლენიანი ადამიანები ცხოვრობდნენ, ამიტომ თქვენ უნდა გქონდეთ პირდაპირი ნებართვა დედაქალაქში საცხოვრებლად.

კიმ ჩენ ინის წლიური დანახარჯი კონიაკზე 800-ჯერ აღემატებოდა ჩრდილოეთ კორეელის საშუალო წლიურ შემოსავალს - კიმ ჩენ ირი 700 000 ევროს ხარჯავდა წელიწადში კონიაკში. საშუალო წლიური შემოსავალი ჩრდილოეთ კორეაში 1000-დან 2000 დოლარამდეა.

"სამი თაობის დასჯის" წესი

თუ ჩრდილოეთ კორეაში დანაშაულს ჩაიდენთ, არა მხოლოდ თქვენ დაისჯებით, არამედ თქვენი ბებია, ბაბუა, მშობლები და შვილებიც კი. ეს სასტიკი კანონი იმისთვის მიიღეს, რომ დამნაშავეები ციხიდან არ გაქცეულიყვნენ.

კორეის ომის შემდეგ დაბადებული ჩრდილოეთკორეელები სამხრეთკორეელებზე 5 სანტიმეტრით დაბლები არიან - სიმაღლეში სხვაობა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ 6 მილიონი ჩრდილოეთკორეელი საკვების ნაკლებობას განიცდის.

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ მის ყველა მოქალაქეს შეუძლია წერა-კითხვა.

სახელმწიფო 28 ვარცხნილობის ტარების უფლებას იძლევა

2021120919464586669-1639118677.jpg

ქალებს 14 ვარცხნილობის არჩევის ნებართვა აქვთ, გათხოვილმა ქალებმა მოკლე თმა უნდა ატარონ, გასათხოვრებმა კი გრძელი. მამაკაცებს ეკრძალებათ ხუთ სანტიმეტრზე მეტი სიგრძის თმის ტარება. ხნიერ მამაკაცებს 7 სანტიმეტრამდე შეუძლიათ თმის გაზრდა.

ჩრდილოეთ კორეაში სულ 3 არხი მაუწყებლობს, რომლის კონტენტსაც სრულად მთავრობა აკონტროლებს.

2021120919434486669-1639118649.jpg

ქვეყანაში კალათბურთის საკუთარი წესები მოქმედებს.

მათ მთელი თამაშიც კი შეცვალეს. მაგალითად, სლემ - დანკის 3 ქულა მოაქვს და არა 2. თამაშის ბოლო 2-ქულიანის ჩაგდება სამ წუთში 8 ქულად ითვლება. გარდა ამისა, თუ 3 ჩაგდებას გამოტოვებთ, ქულა დაგაკლდებათ.

ჩრდილოეთ კორეაში ახლა 109 წელია

north-korea-5015886634-1639118826.jpg

ჩრდილოეთ კორეას მსოფლიოსგან სრულიად განსახვავებული კალენდარი აქვს. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ის იქ მათი ძვირფასი რევოლუციონერი ლიდერის, კიმ ირ სენის დაბადების დღის თარიღით: 1912 წლის 15 აპრილით იწყება, და იქ ახლა ჯერ მხოლოდ 109 წელია.